ოთახების რაოდენობა: 5
საძინებლის რაოდენობა: 3
სართულიანობა: 2
პროექტი: ორსართულიანი სახლი ვერანდით და დიდი ეზოთი
მდგომარეობა: სარემონტო
შენობის სტატუსი: ძველი აშენებული
სახლის სრული საცხოვრებელი ფართი: 312
სრული მიწის ფართი (სახლიანად): 2700
ეზოს ფართი (თავისუფალი სივრცე): 2300
ხეხილი / ბოსტანი-ის ფართი: 2300
სველი წერტილები: 1
აივანი: 1
დამატებითი აღწერა: სოფელ შილდაში (კახეთი, ყვარლის რაიონი, ქინძმარაულის მიკროზონა) იყიდება ორსართულიანი სახლი ვერანდით, დიდი ეზოთი და სავენახე ადგილით. ნაკვეთი მდებარეობს შილდის ცენტრში, „2 ნაბიჯი“-დან 50 მეტრში.
მიწის ნაკვეთის საერთო ფართია - 2700 მ2, მათ შორის სახლის წინ ეზო (თხილის, კაკლის, მსხლის, ხურმას და მუშმალას ხეებით) - 850მ2, სახლის უკან ძველი ვენახი - 1450 მ2.
სახლის საერთო ფართია - 312 მ2. სახლი აშენებულია კაპიტალურად (პირველი სართული - კლდის ქვებით, მეორე - ბლოკებით). შიდა კედლები გალესილია, მეორე სართულზე - ძველი რემონტი და მეტალო-პლასტმასის ფანჯრებია. თითო სართულის საცხოვრებელი ფართი - 120 მ2. პირველ სართულზე განლაგებულია 2 ოთახი, სამზარეულო და სველი წერტილი (ტუალეტი და შხაპი), მეორე სართულზე - დიდი ოთახი და 2 საძინებელი.
საცხოვრებელი ფართის გარდა მეორე სართულზე არის ვერანდა - 36 მ2, ხოლო მის ქვემოთ - ანალოგიური ფართი, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნას მანქანის სადგომად.
სახლში შეყვანილია ელექტროენერგია და წყალი. ბუნებრივი აირის მილი მიყვანილია ჭიშკრამდე.
ნაკვეთი შემოღობილია, საჯარო რეესტრში გატარებულია.
ფასი - $78 000. ტელ.: 593397000 ლელა, 577731020 ზურაბი.