უძრავი ქონების სააგენტო


წერილის გაგზავნა!

 

წესები და პირობები

 

წესები და პირობები

 -ვებ გვერდზე რეგისტრაციის გავლის შემდეგ გეძლევათ შესაძლებლობა განათავსოთ ნებისმიერი რაოდენობის განცხადება უფასოდ. გაეცანით ანგარიშში მუშაობის წესებს დაწვრილებით:  
-  ფიზიკური პირებისათვის 
-  სააგენტოებისათვის


- ვებ გვერდზე რეგისტრაციის შემდეგ თქვენ გექნებათ საკუთარი კაბინეტი - ”აქაუნთი”, საიდანაც მუდმივად განათავსებთ და შემდგომ განაახლებთ ნებისმიერი რაოდენობის განცხადებას.
ადმინისტრაცია იტოვებს უფლებას დააკორექტიროს განცხადება თუ ის არაა გამართული ან საერთოდ დაბლოკოს თუ განცხადება არის: შეუსაბამოა კატეგორიისთვის, არაა კორექტული, წარმოადგენს დაუზუსტებელ ან ცრუ ინფორმაციას, წარმოადგენს ერთი მომხმარებლის განმეორებად განცხადებას.
ახალი დამატებული განცხადება თუ ის გააქტიურდა თქვენს ”ანგარიშში”, საიტის პირველ გვერდზე ის გამოჩნდება განყოფილებაში ”ახალი დამატებული განცხადებები”, მაგრამ  ვებ-გვერდის სხვა ადგილებში გამოჩნდება 1-3 საათში ან შესაძლებელია უფრო ადრეც.  თუ განცხადება გადავიდა რეჟიმში ”ელოდება” ან ”ბლოკირებული”  ე.ი. რაღაც პრობლემის გამო სისტემამ ის დროებით დაბლოკა. ასეთ განცხადებას ექნება მიწერილი ადმინისტრაციის შენიშვნა მიზეზის შესახებ.

 

- თუ განცხადება გადავიდა კატეგორიაში ”ვადაგასული” თქვენ შეგიძლიათ ის ისევ გააქტიუროთ მარტივად სასურველი პერიოდით, წინააღმდეგ შემთხვევაში 30 დღის შემდეგ ”ვადაგასულში” დარჩენილი განცხადებები მთლიანად წაიშლება საიტიდან და მათი აღდგენა შეუძლებელი  იქნება. ამის შემდეგ მოგიწევთ თავიდან განათავსოთ ასეთი განცხადება.

 

- დაუშვებელია ერთი განცხადების რამდენჯერმე გამოქვეყნება, ჩვენი ადმინისტრატორები ამას მკაცრად აკონტროლებენ და ზღუდავენ. ჩვენ ვიცით, რომ ამის მცდელობა მოხმრებელს უჩნდება მხოლოდ იმიტომ, რომ მისი განცხადება იყოს აქტუალური და მუდმივად მოექცეს სხვა განცხადებების ჩამონათვალის სიის ზევით. ამისათვის ჩვენ გთავაზობთ სხვა გზას, თქვენ შეგიძლიათ უკვე განთავსებული განცხადება უფასოდ განაახლოთ და ის ვებ გვერდზე გამოჩნდება განახლებული თარიღით და ვინაიდან განცხადებების ჩამონათვალში ყველა განცხადება ლაგდება თარიღით ზევიდან ქვევით, ამიტომ განახლებული განცხადება ავტომატურად მოექცევა სხვა განცხადებების ზევით. განახლების განსახორციელებლად ”აქაუნთში” შექმნილია მარტივი შესაძლებლობა ბევრი განცხადების ერთიანად განახლებისათვის, ასევე საკმარისია შეხვიდეთ განცხადების რედაქტირების რეჟიმში და თავიდან დააწვეთ შენახვის ღილაკს. განახლების განხორციელებაზე შეზღუდვა არ არსებობს და აღნიშნული ფუნქცია შეგიძლიათ გამოიყენოთ ყოველდღიურად. შენიშვნა: განახლებული განცხადება არ ნიშნავს ვებ გვერდზე "ახალ დამატებულ" განცხადებას, ამიტომ პირველი გვერდის აღნიშნულ კატეგორიაში ის ვერ მოხვდება. თუ სურვილი გაქვთ კიდევ უფრო ხილული გახადოთ თქვენი განცხადება ჩვენს პორტალზე, მაშინ შეგიძლიათ გამოიყენოთ ფასიანი მომსახურებაც. 

 

 

ერსონალური მონაცემების დაცვის და დამუშავების პოლიტიკა

  •  ჩვენი კომპანია პატივს სცემს მომხმარებლების პერსონალური მონაცემების კონფიდენციალობას და იღებს ყველა საჭირო ზომას ამ მონაცემების დაცვისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ეს პოლიტიკა აღწერს, თუ როგორ ვაგროვებთ, ვმუშაობთ, ვცვლით და ვინახავთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს
  •  პერსონალურ მონაცემთა ადმინისტრატორი არის: შპს სპარ, საიდენტიფიკაციო კოდი: 205290424, მისამართი: საქართველო, თბილისი, ვაჟა-ფშაველას 16, 811, ელ-ფოსტა: studio@spar.ge, ტელეფონი: +995 593 188661. დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ.

ზოგადი დებულებები

  •  წინამდებარე პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკა (შემდგომში ``პოლიტიკა``) განსაზღვრავს, თუ როგორ აგროვებს, იყენებს, ინახავს და იცავს შპს ინტერნეტ სერვისები (შემდგომში ``კომპანია``) პერსონალურ მონაცემებს ჩვენი ვებ-გვერდის (შემდგომში ``საიტი``) და ჰოსტინგის სერვისების (შემდგომში ``სერვისები``) გამოყენებისას.
  •  ეს პოლიტიკა შემუშავებულია ``პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ`` საქართველოს კანონის, ``ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ`` საქართველოს კანონის და საქართველოს სხვა შესაბამისი ნორმატიული აქტების მოთხოვნების შესაბამისად.

რა ტიპის პერსონალურ მონაცემებს ვაგროვებთ?

  •  პირადი ინფორმაცია: სახელი, გვარი, ელ. ფოსტა, ტელეფონის ნომერი.
  •  იურიდიული ინფორმაცია: კომპანიის ან ორგანიზაციის დასახელება, ელ. ფოსტა, ტელეფონის ნომერი, საფოსტო მისამართი.
  •  მოწყობილობისა და ბრაუზერის ინფორმაცია: თქვენი IP მისამართი, ლოგ ფაილები, რომელიც ავტომატურად იკრიბება, როცა ეწვევით ჩვენს ვებგვერდს, სერვერს.

როგორ ვაგროვებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს?

  •  დაწერილი ფორმები: როდესაც თქვენ გვაწვდით მონაცემებს რეგისტრაციის პროცესში.
  • ქუქი-ფაილები და ლოგ-ფაილები: ამ ფაილების მეშვეობით შეგვიძლია გავაანალიზოთ, როგორ იყენებთ ჩვენს ვებგვერდს, სერვერს, რათა გავაუმჯობესოთ თქვენი გამოცდილება.

რა მიზნით ვამუშავებთ თქვენს მონაცემებს?

  •  მომსახურებების მიწოდების და მხარდაჭერის მიზნით;
  •  იდენტიფიცირების და იურიდიული პროცედურების მიზნით;
  •  მომხმარებლის უსაფრთხოების და თაღლითობის აღკვეთის მიზნით;
  •  საკანონმდებლო მოთხოვნების დაცვის მიზნით;
  •  მარკეტინგული და საინფორმაციო კომუნიკაციის მიზნით (მომხმარებლის თანხმობით)
  •  ანალიტიკა და სტატისტიკა. ჩვენი მომსახურებების ხარისხის გაზრდის მიზნით.

მონაცემთა დამუშავების სამართლებრივი საფუძვლები

  •  კანონიერი ინტერესი: როდესაც დამუშავება აუცილებელია ჩვენი ან მესამე მხარის კანონიერი ინტერესების დასაცავად, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ამ ინტერესებს გადაწონის თქვენი ინტერესები ან ძირითადი უფლებები და თავისუფლებები.
  •  კანონმდებლობის მოთხოვნით: როდესაც დამუშავება აუცილებელია ჩვენი მხრიდან კანონიერი ვალდებუელბების შესასრულებლად.
  •  თანხმობა: მარკეტინგული ან ინფორმაციული კომუნიკაციის მიზნებისთვის. ამ დროს ჩვენ ვეყრდნობით თქვენს თანხმობას.

როგორ ვიცავთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს?

  •  ჩვენ ვიყენებთ სათანადო ტექნიკურ და ორგანიზაციულ ზომებს თქვენი პერსონალური მონაცემების დასაცავად შემთხვევითი ან უკანონო განადგურების, დაკარგვის, შეცვლის, არასანქცირებული გამჟღავნების ან წვდომისგან, მათ შორის: მონაცემთა შიფრაცია (SSL/TLS პროტოკოლები), უსაფრთხო სერვერები და ფაირვოლები, ლიცენზურებული სისტემები და პროგრამები, წვდომის კონტროლი და ავთენტიფიკაციის მექანიზმები, მონაცემთა სარეზერვო ასლები;

პერსონალური მონაცემების შენახვის ვადა.

  •  ჩვენ ვინახავთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს მხოლოდ იმ ვადით, რაც აუცილებელია იმ მიზნების შესასრულებლად, რომლისთვისაც ისინი შეგროვდა, ან კანონმდებლობით გათვალისწინებული ვადით.

თქვენი უფლებები პერსონალური მონაცემების შესახებ

  •  შეგიძლიათ მოითხოვოთ წვდომა თქვენს მონაცემებზე: შეგიძლიათ მოითხოვოთ ინფორმაცია იმ მონაცემებზე, რომლებსაც ამუშავებს ჩვენი კომპანია;.
  •  შეგიძლიათ მოითხოვოთ მონაცემების კორექტირება: თუ თქვენი მონაცემები შეიცვალა ან არასწორია, შეგიძლიათ მოითხოვოთ მათი ცვლილება.
  •  შეგიძლიათ მოითხოვოთ მონაცემების წაშლა: ნებისმიერ დროს შეგიძლიათ მოითხოვეთ თქვენი მონაცემების წაშლა, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ეს უკავშირდება საკანონმდებლო ვალდებულებებს.
  •  გაქვთ თანხმობის გაუქმების უფლება, თუ დამუშავება ეფუძნება თანხმობას.

მონაცემების შენახვა, გამჟღავნება და გადაცემა

  •  მომსახურების პროვაიდერები: საგადახდო პროცესორები (გადახდების დასამუშავებლად), სერვერების მომწოდებლები და დატა ცენტრები, ტექნიკური მხარდაჭერის აუთსორსინგის პროვაიდერები, ელ-ფოსტის და კომუნიკაციის სერვისების პროვაიდერები
  •  კანონმდებლობის საფუძველზე: სახელმწიფო ორგანოები და მარეგულირებლები (კანონიერი მოთხოვნის შემთხვევაში), სასამართლო გადაწყვეტილების ან სხვა სამართლებრივი პროცესის საფუძველზე, სამართალდამცავი ორგანოები დანაშაულის გამოძიების მიზნით
  •  ბიზნეს ტრანზაქციის მოხდენის შემთხვევაში: კომპანიის გაყიდვის, შერწყმის, რეორგანიზაციის ან მსგავსი სიტუაციების შემთხვევაში, ყველა მესამე მხარე, რომელთანაც ვაზიარებთ მონაცემებს, ვალდებულია დაიცვას ინფორმაციის უსაფრთხოება და გამოიყენოს ის მხოლოდ კონკრეტული მიზნებისთვის.
  •  მონაცემთა შენახვა: როგორც ჰოსტინგის შემძენს, ჩვენ შეიძლება გვქონდეს სერვერები სხვა ქვეყანაში. შესაბამისად, თქვენი პერსონალური მონაცემები შეიძლება შეინახოს და დამუშავდეს ჩვენს მიერ როგორც საქართველოს ტერიტორიაზე, ასევე საქართველოს ფარგლებს გარეთ, სადაც მონაცემთა დაცვის კანონმდებლობა შეიძლება განსხვავდებოდეს. ასეთი გადაცემის შემთხვევაში, ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ ჩვენი მომხმარებლების მონაცემები იყოს დაცული ადეკვატური უსაფრთხოების ზომებით, როგორიცაა: მონაცემთა გადაცემის სტანდარტული სახელშეკრულებო დებულებები, სერტიფიცირებულ დატა ცენტრებთან თანამშრომლობა, დამატებითი ტექნიკური და ორგანიზაციული უსაფრთხოების ზომების გამოყენება

მესამე მხარის ბმულები

  •  ჩვენი საიტი შეიძლება შეიცავდეს ბმულებს მესამე მხარის ვებსაიტებზე. ჩვენი კონფიდენციალურობის პოლიტიკა არ ვრცელდება ამ საიტებზე, რადგან ისინი არ არიან ჩვენი კონტროლის ქვეშ;

არასრულწლოვნები

  •  ჩვენი მომსახურებები არ არის განკუთვნილი 16 წლამდე პირებისთვის, თუ შეიტყვეთ, რომ 16 წლამდე პირმა მოგვაწოდა პერსონალური მონაცემები, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ჩვენი მხრიდან ზომების მისაღებად.

 

 

 

 

 

 

 

 

 





allhome.ge - უძრავი ქონება საქართველოში

პორტალის მიზანია გარკვეული დადებითი წვლილის შეტანა უძრავი ქონების სფეროში. ჩვენ ვცდილობთ შევქმნათ ყველა შესაძლებლობა, რომ უძრავი ქონების პოტენციურმა მყიდველმა და გამყიდველა ადვილად და სწრაფად იპოვონ ერთმანეთი, ასევე ALLHOME.GE-ზე ყველა შესაძლებლობაა ამ სფეროში დაკავებული უძრავი ქონების დამოუკიდებელი აგენტებისა და სააგენტოებისათვის, რომ ხარისხიანად აწარმოონ საკუთარი ბიზნესი. უძრავი ქონების სააგენტოებს აქვთ შესაძლებლობა თავად დაარეგისტრირონ საკუთარი აგენტები თავისი სახელით და მარტივად აკონტროლონ მათი საქმიანობა. განცხადებების განთავსება ვებ პორტალზე შეუზღუდავია. უძრავ ქონების პორტალი allhome.ge შეუზღუდავია ასევე ჩვეულებრივი ფიზიკური პირებისთვისაც. შესაზლებელია ყველა ტიპის უძრავი ქონების  განცხადების გამოქვეყნება: ყიდვა, გაყიდვა, გაქირავება, დღიურად გაქირავება, გირაო. განცხადებები იდება სრული აღწერით და კატეგორიზირებული, სურათებით, ვიდეოთი, შესაძლებელია რუქაზე ადგილმდებარეობის მითითება.

ჩვენი პორტალი მოხარული იქნება თქვენთან თანამშრომლობისთვის. ჩვენ ვიზრუნებთ, რომ ეს თანამშრომლობა იყოს წარმატებული, ვინაიდან ჩვენი ბიზნესის ქვაკუთხედად ჩვენ მიგვაჩნია ჩვენი მომხმარებლის საჭიროებების მაქსქსიმალურად დაკმაყოფილება. ჩვენ ვიცით რა და როგორ ვაკეთოთ, გვაქვს ამისათვის შესაბამისი ცოდნა და გამოცდილება.

ჩვენ მუდმივად ვანახლებთ და ვავითარებთ ვებ პორტალის პროგრამულ შესაძლებლობებს.  ჩვენი მიზანია  მაქსიმალურად მოსახერხებელი და კომფორტული გახდეს საქმიანობა უძრავი ქონების ბაზარზე მონაწილე პირებისა და სააგენტოებისათვის.

 

კონტაქტი ადმინისტრაციასთან:
მობ:   +995 593 188661

 

 

 

უძრავი ქონების ბროკერის სასწავლო ტრენინგ კურსი