უძრავი ქონების სააგენტო


წერილის გაგზავნა!

რჩევები უძრავ ქონებაზე / ბინების ყიდვა

ბინების ყიდვა

 

ბინების ყიდვა

 

ბინების ყიდვა

უძრავი ქონების მნიშვნელობა ცხოვრებაში

ბინის ყიდვას რიგითი ადამინების უმეტესობა ცხოვრებაში ახერხებს ერთხელ მაინც. ეს უმნიშვნელოვანესი ეტაპია ყველასთვის. ყველას ბედნიერებისთვის მნიშვნელოვანია სად და ვისთან იცხოვრებენ. კერძო ქონება ზოგიერთისთვის ვითომ მნიშვნელოვანი არაა, თუმცა ეს ზედაპირული ანალიზია. საკუთარი ბინის ყიდვა ქმნის სტაბილურ წინა პირობებს ნებისმიერი ადამიანის სხოვრებაში, მხოლოდ ამის შემდეგ თამამად უთმობს ადამიანი თავის აზროვნებას, მოქმედებას, თავის ოცნებას, რომ აკეთოს ის, რაც მას სიამოვნებს და ბედნიერებას ჰგვრის.  აქედან გამომდინარე ადამიანები ძალიან სერიოზულად უდგებიან უძრავი ქონების, ბინების ყიდვა პროცესს.

თანამედროვე ცხოვრებაში ბინების ყიდვა (ან სხვა უძრავი ქონების) ასევე ხდება არამარტო საცხოვრებელი, არამედ ინვესტრორული ან საკუთარი ბიზნესის მიზნებისთვისაც, რაც ასევე იგივე სტაბილურობის საწინდარია. ბინების ყიდვა მოითხოვს დროს, გარკვეულ ქმედებებს, უნარებს და ცოდნას, რაზეც ქვემოთ დეტლურად გვექნება საუბარი.

 

რჩევები ბინების ყიდვა -ზე (ან სხვა უძრავი ქონებაზე)

 

ბინების ყიდვა არის პროცესი, რომელიც შესაბამის ცოდნას და უნარებს მოითხოვს.  განვიხილოთ რა და როგორ უნდა გავაკეთოთ, თუ გვინდა ბინის ყიდვა:

1).  სწორად შეაფასეთ თქვენი ბიუჯეტი. განსაზღვრეთ თუ არის შესაძლებლობა საჭიროების შექმთხვევაში ბანკმა არასაკმარისი თანხის შემთხვევაში მოგცეთ კრედითი რა რაპირობებით. ეს ყველაფერი წინასწარ იცოდეთ, რადგან შესაძლებელია გაგიმართლოთ და უცებ იპოვოთ სასურველი ვარიანტი. უნდა იცოდეთ, რომ მომგებიანი ვარიანტის ბინების ყიდვა დამოკიდებულია რამდენად სწრაფად შეგიძლიათ შეაგროვოთ სრული თანხა. არავინ დაგელოდებათ, რადგან კარგ ვარიანტებზე მუდმივად კონკურენციაა და გამყიდველიც იმას მიყიდის ვინც მალევე გადაუხდის სრულ თანხას.

2). ჩამოყალიბდით კრიტერიუმებში, კერძოდ, რისთვის გსურთ ბინების ყიდვა (ან სხვა უძრავი ქონების), რომელ რაიონში, ვინ უნდა იცხოვროს, რა უნდა იყოს ახლოს და ა. შ. კრიტერიუმები შეგიძლიათ დაყოთ ორ ნაწილად:

·         აუცილებელი კრიტერიუმები.  ეს ისეთი კრიტერიუმებია, რომელთა ერთის მაინც ვერ დაკმაყოფილება გამოიწვევს ნებისმიერი ბინების ყიდვა - ზე უარის თქმას ბინის მყიდველის მხრიდან.

·         სასურველი კრიტერიუმები. ეს ისეთი კრიტერიუმებია, რომელთა არსებობა არის სასურველი და რომელიმე მისი ვერ დაკმაყოფილება არ გამოიწვევს ბინების ყიდვა - ზე უარის თქმას.

უკეთესად რომ წარმოიდგინოთ, ნებისმიერ მყიდველი როდესაც ადარებს ერთმანეთს რამდენიმე ბინის ვარიანტს, ის ჯერ მათ ერთმანეთს ადარებს აუცილებელი კრიტერიუმების მიხედვით, ხოლო თუ რამდენიმე ვარიანტს აქვს ერთნაირი კრიტერიუმები, მასინ იწყებს მათ შედარებას სასურველი კრიტერიუმების მიხედვით.

ეს ეტაპი კონკრეტულად წარმოგიდგენთ თქვენს მოთხოვნას. ეს ყველაფერი სწორად დაგანახებთ თუ რა ბინა არის საჭირო თქვენთვის, რომელიც რეალურად შეგიძლიათ დააკმაყოფილოთ. წინააღმდეგ სიტუაციაში თქვენ დაკარგავთ დიდ დროს არარეალური ოცნების განხორციელების იმედით.

2).  დაიწყეთ ბაზრის ანალიზი, კერძოდ, მოიძიეთ გასაყიდი ბინები, ქონებები და შეისწავლეთ რა ფასები აქვს კვადრატულ მეტრზე შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით: ადილმდებარეობა, შენობის სტატუსი (ახალი, ძველი), რემონტი, სართული, ხედები.  ქონებების მოძიება და ანალიზი ადვილია ინტერნეტით შესაბამისი განცხადებების საიტებზე. ასეთი ანალიზი თქვენ მოგცემთ ინფორმაციას და თვითდამაჯერებლობას, თუ სავარაუდოდ რა ფასად უნდა შეიძინოთ სასურველი უძრავი ქონების ვარიანტი. ნებისმიერი ანალიზი უნდა დასრულდეს მომგებიანი ვარიანტების მოძიებით და ჩვენებების განხორციელებით.

3). ქონების ნახვა აუცილებელი პროცესია, რადგან ბევრ შემთხვევაში სურატებიდან ვერ ხდება რეალურად სრულად აღიქვათ შესაძენი ქონება. ჩვენებების დაგეგმვა და ვარიანტების დათვალიერება ასევე საკმაოდ შრომატევადი პროცესია. პოტენციურ მყიდველს მუდმივად აქვს სურვილი და ლტოლვა შეიძინოს საუკეთესო ნაკლებ ფასად, თუმცა ყველაფერს აქვს საზღვარი, კერძოდ მინიმალური საბაზრო ფასი. ასევე შეზღუდულია დროც, შეუძლებელია უსასრულოთ ეძებდე რაღაცას. საბოლოოდ პოულობთ ოპტიმალურ მისაღებ ვარიანტს (ყველა ვარიანტს აქვს დადებითი და უარყოფითი)  და საბოლოოდ იღებთ უძრავი ქონების შეძენის გადაწყვეტილებას. ამ მომენტში გრძნობთ, რომ თქვენ ცხოვრების მნიშვნელოვანი ეტაპი გადალახეთ, ეს დიდი შრომაა და პასუხისმგებლობა თქვენივე თავის მიმართ.

გილოცავთ მკითხველო, თქვენ უკვე გაქვთ პროფესიული ხედვა პროცესზე - ბინების ყიდვა. მიუხედავად ამ ინფორმაციისა, რათქმაუნდა შეუძლებელია თქვენ მაქსიმალურად ფლობდეთ ფუნდამენტურ ცოდნას და უნარებს ამ პროცესზე და მის განხორციელებაზე. ეს საკმაოდ ღრმა ცოდნას და პროფესიულად ჩამოყალიბებულ უნარებს ეხება. რთულია მანქანის ტარება ისწავლოს ვინმემ წიგნიდან ან ცურვა წყლის გარეშე. ალბათ ხვებით რაც გვაქვს მხედველობაში. თუ არ გაქვთ ამ ყველაფრის დრო, ნერვები ან უბრალოდ სურვილი გაქვთ ყველაფერი ეს გადააბაროთ პროფესიონალებს, რომლებიც ყველაფერს აგიხსნიან, ეტაპობრივად საქმის კურსში გამყოფებენ და საბოლოოდ დაგეხმარებიან ბინის ყიდვა გაყიდვის (ან სხვა უძრავი ქონების) პროცესში მიმართეთ უძრავი ქონების აგენტებს  / ბროკერებს, ისეთებს ვისაც მიღებული აქვს ამ საქმის პროფესიული ცოდნა განათლება, ერკვევა ბაზრის ანალიზში, ფასებში, უძრავი ქონების რეკლამა-მარკეტინგში, მოლაპარაკებებსა და სხვა დეტალებში. თქვენ გეყოლებათ საკუთარი აგენტი (როგორც ე.წ. ადვოკატი), რომელიც ყველაფერს თავად შეასრულებს თქვენი ინფორმირების ქვეშ და დაიცავს თქვენს ინტერესებს, ხოლო თავის საკომისიოს მიიღებს მხოლოდ მაშინ, როცა წარმატებით დაასრულებს საქმეს. უძრავი ქონების ბაზარი ახლა ყალიბდება საქართველოში, ამიტომ ასეთი პროფესიონალი აგენტების მოძიება ადვილი არაა, რომელიც კვალიფიცირებულად დაგეხმარებათ - ბინების ყიდვა -ში

 

ჩვენ თავად გვაქვს ასეთი სააგენტო და აგენტები, თუმცა ამაზე მეტ რეკლამას საკუთარ თავს ვერ გავუწევთ. ეს ჩვენი მხრიდან მიიღეთ მხოლოდ სარეკომენტაციო სახით.

ბინების ყიდვა

ჩვენი კომპანიაა შპს „სპარ“ – WWW.SPAR.GE.  ჩვენი კომპანია მოქმედებს და კლიენტებთან ურთიერთობს საერთაშორისო სტანდარტებითა და წესებით. ჩვენ ვართ „საქართველოს უძრავი ქონების ეროვნული ასოციაციის“ წევრი და მისი ერთ-ერთი თანადამფუძნებელი კომპანია ასოციაციის ჩამოყალიბების დღიდან - 2014 წ. მიღებული გვაქვს აშშ-ს NAR-ის უძრავი ქონების REALTOR-ის ოფიციალური სტატუსი.

-           

 

 

 

 

 

მნახველთა რაოდენობა: 0
უკან დაბრუნება




allhome.ge - უძრავი ქონება საქართველოში

პორტალის მიზანია გარკვეული დადებითი წვლილის შეტანა უძრავი ქონების სფეროში. ჩვენ ვცდილობთ შევქმნათ ყველა შესაძლებლობა, რომ უძრავი ქონების პოტენციურმა მყიდველმა და გამყიდველა ადვილად და სწრაფად იპოვონ ერთმანეთი, ასევე ALLHOME.GE-ზე ყველა შესაძლებლობაა ამ სფეროში დაკავებული უძრავი ქონების დამოუკიდებელი აგენტებისა და სააგენტოებისათვის, რომ ხარისხიანად აწარმოონ საკუთარი ბიზნესი. უძრავი ქონების სააგენტოებს აქვთ შესაძლებლობა თავად დაარეგისტრირონ საკუთარი აგენტები თავისი სახელით და მარტივად აკონტროლონ მათი საქმიანობა. განცხადებების განთავსება ვებ პორტალზე შეუზღუდავია. უძრავ ქონების პორტალი allhome.ge შეუზღუდავია ასევე ჩვეულებრივი ფიზიკური პირებისთვისაც. შესაზლებელია ყველა ტიპის უძრავი ქონების  განცხადების გამოქვეყნება: ყიდვა, გაყიდვა, გაქირავება, დღიურად გაქირავება, გირაო. განცხადებები იდება სრული აღწერით და კატეგორიზირებული, სურათებით, ვიდეოთი, შესაძლებელია რუქაზე ადგილმდებარეობის მითითება.

ჩვენი პორტალი მოხარული იქნება თქვენთან თანამშრომლობისთვის. ჩვენ ვიზრუნებთ, რომ ეს თანამშრომლობა იყოს წარმატებული, ვინაიდან ჩვენი ბიზნესის ქვაკუთხედად ჩვენ მიგვაჩნია ჩვენი მომხმარებლის საჭიროებების მაქსქსიმალურად დაკმაყოფილება. ჩვენ ვიცით რა და როგორ ვაკეთოთ, გვაქვს ამისათვის შესაბამისი ცოდნა და გამოცდილება.

ჩვენ მუდმივად ვანახლებთ და ვავითარებთ ვებ პორტალის პროგრამულ შესაძლებლობებს.  ჩვენი მიზანია  მაქსიმალურად მოსახერხებელი და კომფორტული გახდეს საქმიანობა უძრავი ქონების ბაზარზე მონაწილე პირებისა და სააგენტოებისათვის.

 

კონტაქტი ადმინისტრაციასთან:
მობ:   +995 593 188661