უძრავი ქონების სააგენტო


წერილის გაგზავნა!

რჩევები უძრავ ქონებაზე / მანათობელი ტექსტილი ინტერიერისათვის

მანათობელი ტექსტილი ინტერიერისათვის

manatobeli teqstiliნაგებობების შიდა განათების ახალი იდეა, რომელსაც მოკრძალების გარეშე „რევოლუციური" ეწოდა, დაამუშავა კომპანია Philips-მა. ეს არის ტექსტილის (ქსოვილის) პანელები, რომლებიც აღჭურვილია უამრავი სინათლის დიოდებით, რომლებიც მოწოდებულია გაანათოს ინტერიერი და „გააცოცხლოს" ის მოძრავი გამოსახულებებით.

თეთრი ან ფერადი ტექსტილის პანელები იკიდება კედლებზე სურათების მსგავსად და შეუძლიათ დაიკავონ როგორც კედლის ნაწილი, ასევე მთლიანად. Philips პირდება პროდუქტის ადაპტაციას ნაგებობების გაბარიტებისა და კლიენტების მოთხოვნილების მიხედვით და პანელების იოლ მონტაჟს მაგნიტების საშუალებით. დაკიდებული პანელი უნდა მიუერთდეს ელექტროკვებას და ლოკალურ კომპიუტერულ ქსელს. ქსელური კაბელით კომპიუტერის მონიტორისა და კედლის ასაკრავის  ამ ჰაბრიდის მფლობელი მართავს მოძრავ გამოსახულებებს სხვადასხვა ფერებითა და კონტენტებით.

ასევე იუწყებიან, რომ შესაძლებელია ფერადი დინამიური გამოსახულების დამოუკიდებლად შექმნა და შეცვლა, რომელიც შესრულებულია Winamp-ის ვიზუალიზაციის სტილში.

manatobeli teqstili

კომპანია ირწმუნება, რომ ინტერიერის მანათობელი ტექსტილი ქმნის კომფორტულ და დიდი საქმეების კეთების სურვილის ატმოსფეროს. და არა მხოლოდ მოძრავი ფერადი გამოსახულების ხარჯზე, არამედ ქსოვილების აკუსტიკური თვისებების წყალობითაც,  რომელიც შთანთქავს ხმაურს და ქმნის ხმის კომფორტს ხალხმრავალ შენობებში. მანათობელი ტექსტილის მიზნობრივი მყიდველებია ოფისების, რესტორნების და სხვა საზოგადოებრივი დაწესებულებების მფლობელები.

 

 

 

მნახველთა რაოდენობა: 2283
უკან დაბრუნება




allhome.ge - უძრავი ქონება საქართველოში

პორტალის მიზანია გარკვეული დადებითი წვლილის შეტანა უძრავი ქონების სფეროში. ჩვენ ვცდილობთ შევქმნათ ყველა შესაძლებლობა, რომ უძრავი ქონების პოტენციურმა მყიდველმა და გამყიდველა ადვილად და სწრაფად იპოვონ ერთმანეთი, ასევე ALLHOME.GE-ზე ყველა შესაძლებლობაა ამ სფეროში დაკავებული უძრავი ქონების დამოუკიდებელი აგენტებისა და სააგენტოებისათვის, რომ ხარისხიანად აწარმოონ საკუთარი ბიზნესი. უძრავი ქონების სააგენტოებს აქვთ შესაძლებლობა თავად დაარეგისტრირონ საკუთარი აგენტები თავისი სახელით და მარტივად აკონტროლონ მათი საქმიანობა. განცხადებების განთავსება ვებ პორტალზე შეუზღუდავია. უძრავ ქონების პორტალი allhome.ge შეუზღუდავია ასევე ჩვეულებრივი ფიზიკური პირებისთვისაც. შესაზლებელია ყველა ტიპის უძრავი ქონების  განცხადების გამოქვეყნება: ყიდვა, გაყიდვა, გაქირავება, დღიურად გაქირავება, გირაო. განცხადებები იდება სრული აღწერით და კატეგორიზირებული, სურათებით, ვიდეოთი, შესაძლებელია რუქაზე ადგილმდებარეობის მითითება.

ჩვენი პორტალი მოხარული იქნება თქვენთან თანამშრომლობისთვის. ჩვენ ვიზრუნებთ, რომ ეს თანამშრომლობა იყოს წარმატებული, ვინაიდან ჩვენი ბიზნესის ქვაკუთხედად ჩვენ მიგვაჩნია ჩვენი მომხმარებლის საჭიროებების მაქსქსიმალურად დაკმაყოფილება. ჩვენ ვიცით რა და როგორ ვაკეთოთ, გვაქვს ამისათვის შესაბამისი ცოდნა და გამოცდილება.

ჩვენ მუდმივად ვანახლებთ და ვავითარებთ ვებ პორტალის პროგრამულ შესაძლებლობებს.  ჩვენი მიზანია  მაქსიმალურად მოსახერხებელი და კომფორტული გახდეს საქმიანობა უძრავი ქონების ბაზარზე მონაწილე პირებისა და სააგენტოებისათვის.

 

კონტაქტი ადმინისტრაციასთან:
მობ:   +995 593 188661