უძრავი ქონების სააგენტო


წერილის გაგზავნა!

რჩევები უძრავ ქონებაზე / დროებითი სახლი-კონსტრუქტორი

დროებითი სახლი-კონსტრუქტორი

dom-konstruktorუამრავი ბიჭუნა, რომლებმაც ვერ მოისურვილეს კუბიკებითა და კონსტრუქტრებით თამაში, უკვე დიდობაში ცალკეული დეტალებისგან  აწყობენ მანქანებს, სახლებსა და უამრავ სხვა რამეს. ასეთია ინჟინერი და გამომგონებელი ლურენს დრეიკი  (Lawrence Drake) აშშ-დან. მისტერ დრეიკი კონსტრუქტორების ავტორია დროებითი საცხოვრებლების, ოფისების, გარაჟებისა და სხვა დანიშნულების ნაგებობების ასაწყობად. როგორც ეკადრება ნამდვილ კონსტრუქტორს, სახლის აწყობა Teal Panels-ის პანელებით ხდება უბრალოდ და სწრაფად  - ამწყობს მხოლოდ სახრასნისი სჭირდება.

დროებითი სახლი Teal Panels-ის პანელებიდან - ეს არის ჩვეულებრივი ნაჭრის კარვის კომფორტული და მტკიცე შემცვლელი. არსებობს პანელების სამი სახეობა, რომლებიც გაკეთებულია პოლიეთილენისა და პოლიურეთანისაგან: კედლის უბრალო პანელი 1,3 მ სიმაღლითა და 0,5 მ სიგანით, წონით 9,5 კგ; ასეთივე ზომისაა ფანჯრებიანი პანელიც. კუთხოვანი პანელი ორივეზე ცოტა უფრო პატარაა და მსუბუქი. პანელების მიჯრით შეერთებისას შესაძლებელია სასურველი ზომის პატარა სახლის აგება. კონსტრუქციის საცხოვრებლად გადაქცევისათვის, ავტორმა გაითვალისწინა რბილი (ვინილის) ან ხისტი (მინაპლასტიკის) სახურავი და კარები. სიმშრალისა და კომფორტისათვის შესაძლებელია წყალგაუმტარი იატაკის დაგება და ავეჯით გაწყობაც. შეთავაზებულია საწოლები, მაგიდები, კარადები, სამზარეულოს კუთხე და სხვ.

შემქმნელი პირდება დროებითი teal-panelsს უნიკალურ სიმტკიცეს, სიმსუბუქეს და Teal Panels-ის მრავალ სარგებლიანობას მოგზაურთათვის, მეთევზეებისათვის და იქ, სადაც საჭიროა საველე ოფისი, დროებითი ბანაკი, პატარა საწყობი და ა. შ. კონსტრუქტორის ძირითადი მყიდველები არიან 4 ბორბალზე მოგზაურები, რომელთა მანქანასაც შეუძლია მისი გადატანი საბარგულით. მისაბმელით  შეიძლება პანელებისგან აწყობილი საცხოვრებლად მზა პატარა სახლის გადატანაც. ეს იქნება ის, რასაც უწოდებენ კემპერს - ბორბლებიან ტურისტულ სახლს. უკვე აწყობილი სახლის მანქანით გადატანისას არა აქვე მნიშვნელობა მის ერთ ნაკლს - დეტალების საერთო 150 კგ-იან წონას და აწყობის სოლიდურ დროს (1 საათი). რასაკვირველია, ამ პატარა და დაბალ სახლში ღამისთევის კომფორტი ბევრისთვის გადაწონის კარვებში სალაშქრო ცხოვრებას.

ახლა  Teal Panels-ის შექმნელი ეძებს ინვესტორებს, წარმოების ლიცენზიის მყიდველებს, აწყობს თავისი დაპატენტებული სახლ-კონსტრუქტორის გამოშვებას და გეგმავს წილის ბოლოსათვის გაყიდვების დაწყებას.  ავეჯითა და განათებით გაწყობილი და გამჭვირვალე სახურავიანი  1,2x2,4 მ სახლის საორიენტაციო ფასი 5 000 ათასი დოლარია.

 

მნახველთა რაოდენობა: 4626
უკან დაბრუნება




allhome.ge - უძრავი ქონება საქართველოში

პორტალის მიზანია გარკვეული დადებითი წვლილის შეტანა უძრავი ქონების სფეროში. ჩვენ ვცდილობთ შევქმნათ ყველა შესაძლებლობა, რომ უძრავი ქონების პოტენციურმა მყიდველმა და გამყიდველა ადვილად და სწრაფად იპოვონ ერთმანეთი, ასევე ALLHOME.GE-ზე ყველა შესაძლებლობაა ამ სფეროში დაკავებული უძრავი ქონების დამოუკიდებელი აგენტებისა და სააგენტოებისათვის, რომ ხარისხიანად აწარმოონ საკუთარი ბიზნესი. უძრავი ქონების სააგენტოებს აქვთ შესაძლებლობა თავად დაარეგისტრირონ საკუთარი აგენტები თავისი სახელით და მარტივად აკონტროლონ მათი საქმიანობა. განცხადებების განთავსება ვებ პორტალზე შეუზღუდავია. უძრავ ქონების პორტალი allhome.ge შეუზღუდავია ასევე ჩვეულებრივი ფიზიკური პირებისთვისაც. შესაზლებელია ყველა ტიპის უძრავი ქონების  განცხადების გამოქვეყნება: ყიდვა, გაყიდვა, გაქირავება, დღიურად გაქირავება, გირაო. განცხადებები იდება სრული აღწერით და კატეგორიზირებული, სურათებით, ვიდეოთი, შესაძლებელია რუქაზე ადგილმდებარეობის მითითება.

ჩვენი პორტალი მოხარული იქნება თქვენთან თანამშრომლობისთვის. ჩვენ ვიზრუნებთ, რომ ეს თანამშრომლობა იყოს წარმატებული, ვინაიდან ჩვენი ბიზნესის ქვაკუთხედად ჩვენ მიგვაჩნია ჩვენი მომხმარებლის საჭიროებების მაქსქსიმალურად დაკმაყოფილება. ჩვენ ვიცით რა და როგორ ვაკეთოთ, გვაქვს ამისათვის შესაბამისი ცოდნა და გამოცდილება.

ჩვენ მუდმივად ვანახლებთ და ვავითარებთ ვებ პორტალის პროგრამულ შესაძლებლობებს.  ჩვენი მიზანია  მაქსიმალურად მოსახერხებელი და კომფორტული გახდეს საქმიანობა უძრავი ქონების ბაზარზე მონაწილე პირებისა და სააგენტოებისათვის.

 

კონტაქტი ადმინისტრაციასთან:
მობ:   +995 593 188661