უძრავი ქონების სააგენტო


წერილის გაგზავნა!

რჩევები უძრავ ქონებაზე / უფასო სითბო სითბოგამტარი პანელებიდან

უფასო სითბო სითბოგამტარი პანელებიდან

სითბო სითბოგამტარი პანელებიმორიგი სიახლე ენერგომომარაგებისა და ენერგიის ალტერმატიული წყაროების შესახებ მოვიდა აშშ-დან. კომპანია Therma-HEXX აპროექტებს  და ყიდის გარშემომყოფთათვის შეუმჩნეველ მზის ენერგიის აკუმულირების გადაწყვეტილებებს. სითბურ ენერგიას შთანთქავენ სითბოს მიმომცვლელი პანელები, რომლებიც დამალულია ბილიკების, ტროტუარების, სახლების სახურავების ქვეშ და ამიტომაც არიან უჩინარნი.

ThermaPAVER-ის კვადრატული პლასტიკური პანელების ზომაა 59x59x4 სმ, რომლებშიც ჩასხმულია თხევადი სითბოს მატარებელი  - წყალი ან ალკოჰოლი. პანელები იგება გათლილი ქვების ან ბილიკების, აუზების გარშემო მიდამოს ფილების საფუძვლად და ა. შ. ისინი უერთდებიან ერთმანეთს და მუშაობენ როგორც სითბოს ერთიანი აკუმულატორი. როდესაც ქუჩაში თბილა, პანალები შთანთქავენ ენერგიას და ამით აგრილებენ ბილიკს, ხოლო როდესაც გრილა, სითბოს აკუმულატორი სითბოს გასცემს გარეთ და ამით ათბობს მიწის ზედაპირს.

მიწაში ჩაფლული სითბოს მიმომცვლელის სარგებელია ტროტუარზე თოვლისა და ყინულის გადნობა, ბილიკების მასალების ვარგისიანობის გახანგრძლივება, წყლის გათბობა სამეურნეო საჭიროებებისათვის, მაგალითად, აუზებისათვის ან წყალგაყვანილობებისათვის. იმ შემთხვევაში, როდესაც ქუჩის სითბო არ არის საკმარისი, შეიძლება პანელების სისტემის  გარე გამათბობელთან მიერთება.

 ThermaPAVER-ის პანელების განლაგება შესაძლებელია ასევე სახურავებზე ან მათი მიმაგრება შენობის კედელთან. სიცხეში ისინი გააგრილებენ კონსტრუქციასა და ჰაერს შენობის შიგნით და დაეხმარება კონდიცირების ეკონომიაში, ხოლო სიგრილეში სახლში სითბოს „დაიჭერენ". ThermaPAVER-ის შემქმნელი რობერტ ბარმორი  (Robert Barmore) ამბობს, რომ სისტემა პროექტდება ყოველი შემკვეთისათვის ინდივიდუალურად და დაყენების შედარებით სიძვირეს 3 წელიწადში აანაზღაუდებს. ამიტომ პანელებს აქვთ საწარმოო დეფექტების არარსებობის 10-წლიანი გარანტია, ხოლო მიწაში დამალული სითბის აკუმულატორის  სამსახურის ვადა არანაკლებ 20 წელია.

 

სითბო სითბოგამტარი პანელები

 

მნახველთა რაოდენობა: 1297
უკან დაბრუნება




allhome.ge - უძრავი ქონება საქართველოში

პორტალის მიზანია გარკვეული დადებითი წვლილის შეტანა უძრავი ქონების სფეროში. ჩვენ ვცდილობთ შევქმნათ ყველა შესაძლებლობა, რომ უძრავი ქონების პოტენციურმა მყიდველმა და გამყიდველა ადვილად და სწრაფად იპოვონ ერთმანეთი, ასევე ALLHOME.GE-ზე ყველა შესაძლებლობაა ამ სფეროში დაკავებული უძრავი ქონების დამოუკიდებელი აგენტებისა და სააგენტოებისათვის, რომ ხარისხიანად აწარმოონ საკუთარი ბიზნესი. უძრავი ქონების სააგენტოებს აქვთ შესაძლებლობა თავად დაარეგისტრირონ საკუთარი აგენტები თავისი სახელით და მარტივად აკონტროლონ მათი საქმიანობა. განცხადებების განთავსება ვებ პორტალზე შეუზღუდავია. უძრავ ქონების პორტალი allhome.ge შეუზღუდავია ასევე ჩვეულებრივი ფიზიკური პირებისთვისაც. შესაზლებელია ყველა ტიპის უძრავი ქონების  განცხადების გამოქვეყნება: ყიდვა, გაყიდვა, გაქირავება, დღიურად გაქირავება, გირაო. განცხადებები იდება სრული აღწერით და კატეგორიზირებული, სურათებით, ვიდეოთი, შესაძლებელია რუქაზე ადგილმდებარეობის მითითება.

ჩვენი პორტალი მოხარული იქნება თქვენთან თანამშრომლობისთვის. ჩვენ ვიზრუნებთ, რომ ეს თანამშრომლობა იყოს წარმატებული, ვინაიდან ჩვენი ბიზნესის ქვაკუთხედად ჩვენ მიგვაჩნია ჩვენი მომხმარებლის საჭიროებების მაქსქსიმალურად დაკმაყოფილება. ჩვენ ვიცით რა და როგორ ვაკეთოთ, გვაქვს ამისათვის შესაბამისი ცოდნა და გამოცდილება.

ჩვენ მუდმივად ვანახლებთ და ვავითარებთ ვებ პორტალის პროგრამულ შესაძლებლობებს.  ჩვენი მიზანია  მაქსიმალურად მოსახერხებელი და კომფორტული გახდეს საქმიანობა უძრავი ქონების ბაზარზე მონაწილე პირებისა და სააგენტოებისათვის.

 

კონტაქტი ადმინისტრაციასთან:
მობ:   +995 593 188661