|
ტექნიკური პრობლება განცხადებებში სურათების ატვირვა შეფერხებით მიმდინარეობს. განათავსეთ განცხადებები, ხოლო სურათებს ატვირთვათ პრობლემის გამოსწორების შემდეგ.

|
სიახლე / საქართველოს უძრავი ქონების ბაზარი 2013 (მაისი)
საქართველოს უძრავი ქონების ბაზარი 2013 (მაისი) | თარიღი: 2013-05-10 |
|
უძრავი ქონების ბაზარი 2013 (5)
2013 წლის მაისის თვეში უძრავი ქონების სარეგისტრაციო ტრანზაქციათა რაოდენობა წინა წლის იმავე თვესთან შედარებით 17.8%-ით შემცირდა და ქვეყნის მასშტაბით 38 497 ერთეული შეადგინა. ა.წ. მაისი 2010-2013 წლების იმავე თვესთან შედარებით უპირატესი კლებით გამოირჩევა: 2010 წლის მაისთან (31 757 ერთეული სარეგისტრაციო ტრანზაქცია) შედარებით - ზრდა 21.2%-ით, 2011 წლის მაისთან (41 044 ერთეული სარეგისტრაციო ტრანზაქცია) შედარებით - კლება 6.2%-ით და 2012 წლის მაისთან (46 856 ერთეული სარეგისტრაციო ტრანზაქცია) შედარებით - კლება 17.8%-ით. წინა თვესთან შედარებით სარეგისტრაციო ტრანზაქციების რაოდენობა 11.1%-ით შემცირდა: კლება და- ფიქსირდა როგორც პირველადი (15.9%-ით), ისე მეორადი (9.9%-ით) სარეგისტრაციო ტრანზაქციების რაოდენობაში. 2013 წლის მაისის თვეში წინა თვესთან შედარებით სარეგისტრაციო ტრანზაქციების თვის ინდექსი (დეკემბერი 2010=100) დაფიქსირდა 0.915 დონეზე, რაც ჩამორჩება წინა წლის იმავე თვის ინდექსს (1.114). აშკარაა, რომ წინა წლის იმავე თვესთან შედარებით შემცირდა უძრავი ქონების როგორც პირველადი (41.7%-ით), ისე მეორადი (8.9%-ით) ტრანზაქციების რაოდენობა. 2013 წლის მაისის თვეში პირველადი სარეგისტრაციო ტრანზაქციების რაოდენობამ - 7 428, ხოლო მეორადი სარეგისტრაციო ტრანზაქციების რაოდენობამ - 31 069 ერთეული შეადგინა; სარეგისტრაციო ტრანზაქციების თვის ინდექსი (დეკემბერი 2010=100) კი პირველადი და მეორადი სარეგისტრაციო ტრანზაქციების მიხედვით შესაბამისად 0.671 და 1.002 დონეებზე დაფიქსირდა. რაც შეეხება პირველად და მეორად სარეგისტრაციო ტრანზაქციებს შორის თანაფარდობას, წინა წლის იმავე თვესთან შედარებით შემცირდა პირველადი სარეგისტრაციო ტრანზაქციების წილი: ა.წ. მაისში განხორციელებული სარეგისტრაციო ტრანზაქციების 80.7%-ს მეორადი, ხოლო 19.3%-ს - პირველადი სა- რეგისტრაციო ტრანზაქციები შეადგენდნენ (2012 წლის მაისში კი - შესაბამისად 72.8% და 27.2%). P.S. დამატებით იხილეთ: (ა) ცხრილი - უძრავი ქონების პირველადი და მეორადი რეგისტრაციების თვის სტატისტიკა... მაისი, 2012-2013 (ბ) გრაფიკი - უძრავი ქონების ბაზრის ტრანზაქციები... 2010-2013

წყარო: საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, 2013

|
|
მნახველთა რაოდენობა: 1795 |
|
|
|
|
|
|
|
|