|
ტექნიკური პრობლება განცხადებებში სურათების ატვირვა შეფერხებით მიმდინარეობს. განათავსეთ განცხადებები, ხოლო სურათებს ატვირთვათ პრობლემის გამოსწორების შემდეგ.

|
სიახლე / საქართველოს უძრავი ქონების ბაზარი 2013 (01). სტატისტიკური და ანალიტიკური რელიზი
საქართველოს უძრავი ქონების ბაზარი 2013 (01). სტატისტიკური და ანალიტიკური რელიზი | თარიღი: 2013-02-18 |
|
2013 წლის იანვრის თვეში უძრავი ქონების ბაზარზე სარეგისტრაციო ტრანზაქციათა რაოდენობამ ქვეყ- ნის მასშტაბით 30 644 ერთეული შეადგინა. ა.წ. იანვარი 2010-2013 წლების იმავე თვესთან შედარებით უპირატესი ზრდით გამოირჩევა: 2010 წლის იანვართან (20 695 ერთეული სარეგისტრაციო ტრანზაქცია) შედარებით - ზრდა 48.1%-ით, 2011 წლის იანვართან (26 150 ერთეული სარეგისტრაციო ტრანზაქცია) შე- დარებით - ზრდა 17.2%-ით და 2012 წლის იანვართან (32 412 ერთეული სარეგისტრაციო ტრანზაქცია) შედარებით - კლება 5.5%-ით. წინა თვესთან შედარებით სარეგისტრაციო ტრანზაქციების რაოდენობა 1.3%-ით შემცირდა (სეზონური ფაქტორის გავლენა): კლება დაფიქსირდა პირველადი (29.3%-ით), ხოლო ზრდა - მეორადი (5.7%-ით) სა- რეგისტრაციო ტრანზაქციების რაოდენობაში. 2013 წლის იანვრის თვეში წინა თვესთან შედარებით სა- რეგისტრაციო ტრანზაქციების თვის ინდექსი (დეკემბერი 2010=100) დაფიქსირდა 0.728 დონეზე, რაც უმნიშვნელოდ ჩამორჩება წინა წლის იმავე თვის ინდექსს (0.738). აშკარაა, რომ წინა წლის იმავე თვესთან შედარებით შემცირდა უძრავი ქონების პირველადი (42.2%-ით), ხოლო გაიზარდა მეორადი (5.7%-ით) ტრანზაქციების რაოდენობა. 2013 წლის იანვრის თვეში პირველა- დი სარეგისტრაციო ტრანზაქციების რაოდენობამ - 4 382, ხოლო მეორადი სარეგისტრაციო ტრანზაქციე- ბის რაოდენობამ - 26 262 ერთეული შეადგინა; სარეგისტრაციო ტრანზაქციების თვის ინდექსი (დეკემ- ბერი 2010=100) კი პირველადი და მეორადი სარეგისტრაციო ტრანზაქციების მიხედვით შესაბამისად 0.398 და 0.845 დონეებზე დაფიქსირდა. რაც შეეხება პირველად და მეორად სარეგისტრაციო ტრანზაქციებს შორის თანაფარდობას, წინა თვეს- თან შედარებით მნიშვნელოვნად გაიზარდა მეორადი სარეგისტრაციო ტრანზაქციების წილი: ა.წ. იან- ვარში განხორციელებული სარეგისტრაციო ტრანზაქციების 85.7%-ს მეორადი, ხოლო 14.3%-ს - პირვე- ლადი სარეგისტრაციო ტრანზაქციები შეადგენდნენ (2012 წლის იანვარში კი - შესაბამისად 76.6% და 23.4%). P.S. დამატებით იხილეთ: (ა) ცხრილი - უძრავი ქონების პირველადი და მეორადი რეგისტრაციების თვის სტატისტიკა... იანვარი, 2012- 2013 (ბ) გრაფიკი - უძრავი ქონების ბაზრის ტრანზაქციები... 2010-2013 |
უძრავი ქონების პირველადი და მეორადი რეგისტრაციების თვის სტატისტიკა იანვარი, 2012-2013


წყარო: საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, 2013
|
მნახველთა რაოდენობა: 2254 |
|
|
|
|
|
|
|
|