უძრავი ქონების სააგენტო


წერილის გაგზავნა!

სიახლე / საქართველოს უძრავი ქონების ბაზარი 2012 (12). სტატისტიკური და ანალიტიკური რელიზი

საქართველოს უძრავი ქონების ბაზარი 2012 (12). სტატისტიკური და ანალიტიკური რელიზი  |  თარიღი: 2013-01-15

 

2012 წლის დეკემბრის თვეში უძრავი ქონების ბაზარზე სარეგისტრაციო ტრანზაქციათა რაოდენობამ
ქვეყნის მასშტაბით 41 260 ერთეული შეადგინა. ა.წ. დეკემბერი 2007-2011 წლების იმავე თვესთან შედა-
რებით უპირატესად ზრდით გამოირჩევა: 2007 წლის დეკემბერთან (31 015 ერთეული სარეგისტრაციო
ტრანზაქცია) შედარებით - ზრდა 33.0%-ით, 2008 წლის დეკემბერთან (30 202 ერთეული სარეგისტრაციო
ტრანზაქცია) შედარებით - ზრდა 36.6%-ით, 2009 წლის დეკემბერთან (37 371 ერთეული სარეგისტრაციო
ტრანზაქცია) შედარებით - ზრდა 10.4%-ით, 2010 წლის დეკემბერთან (45 590 ერთეული სარეგისტრაციო
ტრანზაქცია) შედარებით - კლება 9.5%-ით და 2011 წლის დეკემბერთან (48 369 ერთეული სარეგისტრა-
ციო ტრანზაქცია) შედარებით - კლება 14.7%-ით.
წინა თვესთან შედარებით სარეგისტრაციო ტრანზაქციების რაოდენობა უცვლელი დარჩა; კლება და-
ფიქსირდა პირველადი (26.2%-ით), ხოლო ზრდა - მეორადი (2.8%-ით) სარეგისტრაციო ტრანზაქციების
რაოდენობაში. 2012 წლის დეკემბრის თვეში წინა თვესთან შედარებით სარეგისტრაციო ტრანზაქციების
თვის ინდექსი (დეკემბერი 2007=100) დაფიქსირდა 1.330 დონეზე, რაც ჩამორჩება წინა წლის იმავე თვის
ინდექსს (1.560).
აშკარაა, რომ წინა წლის იმავე თვესთან შედარებით შემცირდა უძრავი ქონების როგორც პირველადი
(67.3%-ით), ისე მეორადი (2.8%-ით) ბაზრები. 2012 წლის დეკემბრის თვეში პირველადი სარეგისტრაციო
ტრანზაქციების რაოდენობამ - 2 908, ხოლო მეორადი სარეგისტრაციო ტრანზაქციების რაოდენობამ - 38
352 ერთეული შეადგინა; სარეგისტრაციო ტრანზაქციების თვის ინდექსი (დეკემბერი 2007=100) კი
პირველადი და მეორადი სარეგისტრაციო ტრანზაქციების მიხედვით შესაბამისად 0.313 და 1.766 დონე-
ებზე დაფიქსირდა.
2012 წლის განმავლობაში უძრავი ქონების ბაზარზე სარეგისტრაციო ტრანზაქციათა რაოდენობამ ქვეყ-
ნის მასშტაბით 1 040 139 ერთეული შეადგინა. მსგავსი ნახტომი უძრავი ქონების ბაზარზე განაპირობა
სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთების უსასყიდლო რეგისტრაციის პოლიტიკამ. 2012 წელს ქვეყანაში
461 256 სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი დარეგისტრირდა უსასყიდლოდ. ამ ფაქტორის გამორიცხ-
ვით უძრავი ქონების ბაზარი 2012 წელს შემდეგნაირად ხასიათდება: 578 883 სარეგისტრაციო ტრან-
ზაქცია... წინა წელთან შედარებით ზრდა 13.3%-ით... ზრდა დაფიქსირდა როგორც პირველადი (8.2%-
ით), ისე მეორადი (14.4%-ით) სარეგისტრაციო ტრანზაქციების რაოდენობაში.

 

P.S. დამატებით იხილეთ:
(ა) ცხრილი - უძრავი ქონების პირველადი და მეორადი რეგისტრაციების თვის სტატისტიკა... დეკემბერი,
2011-2012
(ბ) გრაფიკი - უძრავი ქონების ბაზრის ტრანზაქციები... 2007-2012

 

უძრავი ქონების პირველადი და მეორადი რეგისტრაციების თვის სტატისტიკა
დეკემბერი, 2011-2012 

 

საქართველოს უძრავი ქონების ბაზარი 2012 (12). სტატისტიკური და ანალიტიკური რელიზი

 

 

 

წყარო: საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, 2013

 

 

მნახველთა რაოდენობა: 1338
უკან დაბრუნება




allhome.ge - უძრავი ქონება საქართველოში

პორტალის მიზანია გარკვეული დადებითი წვლილის შეტანა უძრავი ქონების სფეროში. ჩვენ ვცდილობთ შევქმნათ ყველა შესაძლებლობა, რომ უძრავი ქონების პოტენციურმა მყიდველმა და გამყიდველა ადვილად და სწრაფად იპოვონ ერთმანეთი, ასევე ALLHOME.GE-ზე ყველა შესაძლებლობაა ამ სფეროში დაკავებული უძრავი ქონების დამოუკიდებელი აგენტებისა და სააგენტოებისათვის, რომ ხარისხიანად აწარმოონ საკუთარი ბიზნესი. უძრავი ქონების სააგენტოებს აქვთ შესაძლებლობა თავად დაარეგისტრირონ საკუთარი აგენტები თავისი სახელით და მარტივად აკონტროლონ მათი საქმიანობა. განცხადებების განთავსება ვებ პორტალზე შეუზღუდავია. უძრავ ქონების პორტალი allhome.ge შეუზღუდავია ასევე ჩვეულებრივი ფიზიკური პირებისთვისაც. შესაზლებელია ყველა ტიპის უძრავი ქონების  განცხადების გამოქვეყნება: ყიდვა, გაყიდვა, გაქირავება, დღიურად გაქირავება, გირაო. განცხადებები იდება სრული აღწერით და კატეგორიზირებული, სურათებით, ვიდეოთი, შესაძლებელია რუქაზე ადგილმდებარეობის მითითება.

ჩვენი პორტალი მოხარული იქნება თქვენთან თანამშრომლობისთვის. ჩვენ ვიზრუნებთ, რომ ეს თანამშრომლობა იყოს წარმატებული, ვინაიდან ჩვენი ბიზნესის ქვაკუთხედად ჩვენ მიგვაჩნია ჩვენი მომხმარებლის საჭიროებების მაქსქსიმალურად დაკმაყოფილება. ჩვენ ვიცით რა და როგორ ვაკეთოთ, გვაქვს ამისათვის შესაბამისი ცოდნა და გამოცდილება.

ჩვენ მუდმივად ვანახლებთ და ვავითარებთ ვებ პორტალის პროგრამულ შესაძლებლობებს.  ჩვენი მიზანია  მაქსიმალურად მოსახერხებელი და კომფორტული გახდეს საქმიანობა უძრავი ქონების ბაზარზე მონაწილე პირებისა და სააგენტოებისათვის.

 

კონტაქტი ადმინისტრაციასთან:
მობ:   +995 593 188661