უძრავი ქონების სააგენტო


წერილის გაგზავნა!

სიახლე / საქართველოს უძრავი ქონების ბაზარი 2012(1)

საქართველოს უძრავი ქონების ბაზარი 2012(1)   |  თარიღი: 2012-02-14

ა.წ. იანვარი 2007-2011 წლების იმავე თვესთან შედარებით აშკარა ზრდით გამოირჩევა: 2007 წლის იანვართან (19 350 ერთეული სარეგისტრაციო ტრანზაქცია) შედარებით - 67.7%-ით, 2008 წლის იანვართან (21 798 ერთეული სარეგისტრაციო ტრანზაქცია) შედარებით - 48.9%-ით, 2009 წლის იანვართან (15 839 ერთეული სარეგისტრაციო ტრანზაქცია) შედარებით - 104.9%-ით, 2010 წლის იანვართან (20 946 ერთეუ-ლი სარეგისტრაციო ტრანზაქცია) შედარებით - 54.9%-ით და 2011 წლის იანვართან (27 864 ერთეული სარეგისტრაციო ტრანზაქცია) შედარებით - 16.5%-ით.

საქართველოს უძრავი ქონების ბაზარი 2012(1). სტატისტიკური და ანალიტიკური რელიზი

2012 წლის იანვრის თვეში სარეგისტრაციო ტრანზაქციების თვის ინდექსიც (დეკემბერი 2007=100) გაიზარდა და დაფიქსირდა 1.046 დონეზე, რაც წინა წლის იმავე თვის ინდექსს (0.898) მნიშვნელოვნად აღემატება. აშკარაა, რომ უძრავი ქონების პირველადი და მეორადი ბაზრები შემცირდა წინა თვესთან შედარებით (შესაბამისად 35.4%-ით და 32.3%-ით), ხოლო გაიზარდა წინა წლის იმავე თვესთან შედარებით (შესაბა-მისად 10.9%-ით და 17.7%-ით). 2012 წლის იანვრის თვეში პირველადი სარეგისტრაციო ტრანზაქციების რაოდენობამ - 5 747, ხოლო მეორადი სარეგისტრაციო ტრანზაქციების რაოდენობამ - 26 703 ერთეული შეადგინა, სარეგისტრაციო ტრანზაქციების თვის ინდექსი (დეკემბერი 2007=100) კი პირველადი და მეორადი სარეგისტრაციო ტრანზაქციების მიხედვით შესაბამისად 0.618 და 1.230 დონეებზე დაფიქსირდა.

რაც შეეხება პირველად და მეორად სარეგისტრაციო ტრანზაქციებს შორის თანაფარდობას, უმნიშვნე-ლოდ გაიზარდა მეორადი სარეგისტრაციო ტრანზაქციების წილი: ა.წ. იანვარში განხორციელებული სარეგისტრაციო ტრანზაქციების 82.3%-ს მეორადი, ხოლო 17.7%-ს - პირველადი სარეგისტრაციო ტრან-ზაქციები შეადგენდნენ (2011 წლის იანვარში კი - შესაბამისად 81.4% და 18.6%).

უძრავი ქონების პირველადი და მეორადი ბაზრების თვის სტატისტიკა იანვარი, 2011-2012

 

 

 

 

 

 

 

ინდიკატორები

 

 

 

ზ.ე.

 

 

 

 

 

 

იანვარი

 

 

 

 

2011

 

2012

 

რაოდენობა

 

 

 

 

 

პირველადი სარეგისტრაციო ტრანზაქციები

 

ერთეული

 

 

 

5184

 

5747

მეორადი სარეგისტრაციო ტრანზაქციები

ერთეული

 

22680

26703

 

მთლიანად, სარეგისტრაციო ტრანზაქციები

 

ერთეული

 

 

 

27864

 

32450

 

 

 

 

 

სტრუქტურა

 

 

 

 

 

პირველადი სარეგისტრაციო ტრანზაქციები

 

პროცენტი

 

 

 

18.6

 

17.7

მეორადი სარეგისტრაციო ტრანზაქციები

პროცენტი

 

81.4

82.3

 

მთლიანად, სარეგისტრაციო ტრანზაქციები

 

პროცენტი

 

 

 

100

 

100

 

 

 

 

 

ზრდა/კლება წინა თვესთან შედარებით

 

 

 

 

 

პირველადი სარეგისტრაციო ტრანზაქციები

 

პროცენტი

 

 

 

-35.2

 

-35.4

მეორადი სარეგისტრაციო ტრანზაქციები

პროცენტი

 

-39.7

-32.3

 

მთლიანად, სარეგისტრაციო ტრანზაქციები

 

პროცენტი

 

 

 

-38.9

 

-32.9

 

 

 

 

 

ზრდა/კლება წინა წლის იმავე თვესთან შედარებით

 

 

 

 

 

პირველადი სარეგისტრაციო ტრანზაქციები

 

პროცენტი

 

 

 

31.4

 

10.9

მეორადი სარეგისტრაციო ტრანზაქციები

პროცენტი

 

33.4

17.7

 

მთლიანად, სარეგისტრაციო ტრანზაქციები

 

პროცენტი

 

 

 

33.0

 

16.5

 

 

 

 

 

სარეგისტრაციო ტრანზაქციების თვის ინდექსი

 

 

 

 

 

პირველადი სარეგისტრაციო ტრანზაქციები

 

კოეფიციენტი

 

 

 

0.557

 

0.618

მეორადი სარეგისტრაციო ტრანზაქციები

კოეფიციენტი

 

1.045

1.230

 

მთლიანად, სარეგისტრაციო ტრანზაქციები

 

კოეფიციენტი

 

 

 

0.898

 

1.046

 

 

 

წყარო: საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, 2012

 

 

 

მნახველთა რაოდენობა: 1052
უკან დაბრუნება




allhome.ge - უძრავი ქონება საქართველოში

პორტალის მიზანია გარკვეული დადებითი წვლილის შეტანა უძრავი ქონების სფეროში. ჩვენ ვცდილობთ შევქმნათ ყველა შესაძლებლობა, რომ უძრავი ქონების პოტენციურმა მყიდველმა და გამყიდველა ადვილად და სწრაფად იპოვონ ერთმანეთი, ასევე ALLHOME.GE-ზე ყველა შესაძლებლობაა ამ სფეროში დაკავებული უძრავი ქონების დამოუკიდებელი აგენტებისა და სააგენტოებისათვის, რომ ხარისხიანად აწარმოონ საკუთარი ბიზნესი. უძრავი ქონების სააგენტოებს აქვთ შესაძლებლობა თავად დაარეგისტრირონ საკუთარი აგენტები თავისი სახელით და მარტივად აკონტროლონ მათი საქმიანობა. განცხადებების განთავსება ვებ პორტალზე შეუზღუდავია. უძრავ ქონების პორტალი allhome.ge შეუზღუდავია ასევე ჩვეულებრივი ფიზიკური პირებისთვისაც. შესაზლებელია ყველა ტიპის უძრავი ქონების  განცხადების გამოქვეყნება: ყიდვა, გაყიდვა, გაქირავება, დღიურად გაქირავება, გირაო. განცხადებები იდება სრული აღწერით და კატეგორიზირებული, სურათებით, ვიდეოთი, შესაძლებელია რუქაზე ადგილმდებარეობის მითითება.

ჩვენი პორტალი მოხარული იქნება თქვენთან თანამშრომლობისთვის. ჩვენ ვიზრუნებთ, რომ ეს თანამშრომლობა იყოს წარმატებული, ვინაიდან ჩვენი ბიზნესის ქვაკუთხედად ჩვენ მიგვაჩნია ჩვენი მომხმარებლის საჭიროებების მაქსქსიმალურად დაკმაყოფილება. ჩვენ ვიცით რა და როგორ ვაკეთოთ, გვაქვს ამისათვის შესაბამისი ცოდნა და გამოცდილება.

ჩვენ მუდმივად ვანახლებთ და ვავითარებთ ვებ პორტალის პროგრამულ შესაძლებლობებს.  ჩვენი მიზანია  მაქსიმალურად მოსახერხებელი და კომფორტული გახდეს საქმიანობა უძრავი ქონების ბაზარზე მონაწილე პირებისა და სააგენტოებისათვის.

 

კონტაქტი ადმინისტრაციასთან:
მობ:   +995 593 188661