უძრავი ქონების სააგენტო


წერილის გაგზავნა!

რჩევები უძრავ ქონებაზე / ზეცასთან ახლოს ანუ ცათამბრჯენის ისტორია

ზეცასთან ახლოს ანუ ცათამბრჯენის ისტორია

მოგეხსენბათ მაღალსართულიანი ბინათმშენებლობა ჩვენი საკმაოდ აქტიურად იკიდებს ფეხს. მართალია, თბილისში ცათამბრჯენის ალბათ, ჯერ კიდევ დიდხანს ვერ ვიხილავთ, მაგრამ შეიძლება ასეც ჯობდეს... იმ დრომდე კი, სანამ ჩვენი მშენებლები თბილისურ ,,ემპაირეს” ააგებენ, გვინდა ცათამბრჯენების შენების დასავლური გამოცდილების და იქაური ,,ხედების” შესახებ მოგითხროთ...
ქალიქის ზრდისა და ქალაქად დასახლებულ ადამიანთა რიცხვის მატება განსაკუთრებით აქტიურად XIX საუკუნეში დაიწყო. სახლების უმეტესი ნაწილი, იმ პერიოდისათვის ერთ-ორ სართულს არ აღემატებოდა, ამიტომ ქალაქის ფარგლებში მზარდი მოსახლეობის დატევა, თითქმის შეუძლებელი იყო. XIX საუკუნის პირველ ნახევარში არსებული სამშენებლო ტექნოლოგიები, არ იძლეოდა მაღალსართულიანი შენობის აშენების საშუალებას. ამასთანავე, დიდ ენთუზიაზმს არ იწევდა ყოველ დღე გრძელ_გრძელ კიბებზე სიარულის (თანაც ტვირთით) პერსპექტივაც. მაგრამ ვითარება საკმაოდ სწრაფად შეიცვლა. XIX საუკუნის 50-იან წლებში, ახალგაზრდა ინჟინერმა ელიშა ოტისმა ორთქმავალი ლიფტი გამოიგონა. მისი საშუალებით შესაძლებელი გახდა ადამიანებისა და ტვირთის, მნიშვნელოვან სიმაღლეზე გადაადგილება. პირველ ლიფტს დაზღვევაც ჰქონდა. თროსის გაწყვეტის შემთხვევაში, მოქმედებაში მოდიოდა ავარიული ზამბარებიანი მექანიზმი, რომელიც ბლოკავდა სამგზავრო კაბინას და აფერხებდა მის ვარდნას. Aმის მიუხედავად, საზოგადოება მაინც დიდი სიფრთხილით განეწყო ახალი გამოგონების მიმართ. ძალიან ცოტას თუ სჯეროდა ამგვარი უსაფრთხოების სისტემის ეფექტურობისა. ინჟინერი ოტისი იძულებული გახდა, რომ საკუთარი გამოგონების სანდოობა საკუთარ თავზე გამოეცადა. იგი ლიფტით საკამოდ დიდი სიმაღლეზე ავიდა, რის შემდეგაც მისმა თანაშემწეებმა ლიფტის ტროსი გადაჭრეს, მაგრამ ზამბარებიანმა მექანიზმა ოტისი გადაარჩინა. ოტისის ძალისხმევას უკვალოდ არ ცაუვლია: 1857 წელს ლიფტი დაამონტაჟეს ნიუ-იორკის ერთ-ერთ ადმინისტრაციულ შენობაში. Aმის შემდეგ ეს ბიზნესი წარმატების მრეწველობისკენ დაიძრა...
მაღალსართულიანი სახლების მშნებლობისათვის კიდევ ერთი ხელისშემშლელი პირობა, სათანადო შამშენებლო ტექნელოგიების არქონა გახლდათ. ადრე, შენობის მთელი სიმძიმე საყრდენ კედლებძზე მოდიოდა, ამიტომ მაღასართულიანი შენობებისთვის, საყრდენი კედლები განსაკუთრებით სქელი უნდა ყოფილიყო. ეს პრობლემა მოგვიანებით კარკასულმა მშენებლობამ გადაწყვიტა, რომლის ძირითადი პრინციპები XIX საუკუნის 70-80-იან წლებში შეიმუშავეს. შენობის ძირითადი დატვირთვა ფოლადის კარკასზე მოდიოდა, ხოლო კედლების სიმყარეს გადამწყვეტი მნიშვნელობა აღარ ენიჭებოდა.
ახალი სამშნებლო ტექნელოგიების დანგრევის იმპულსად ჩიკაგოს 1871 წლის ხანძარი იქცა, რომლის დროსაც ცეცხლმა შტანთქა ამერიკის უმსხვილესი ინდუსტრიული ცენტრის შენობის უდიდესი ნაწილი. რაოდენ პარადოქსულიც არ უნდა იყოს, სწორედ ამ უბედურმა შემთხვევამ განაპირობა, რომ ჩიკაგო ცათამბრჯენებისთვის განკუთვნილი ცხრასართულიანი შენობა. სხვა შენობებისგან იგი არა მხოლოდ სიმაღლით, არამედ მშენებლობის დროს გამოყენებული ტექნოლოგიებითაც გამოირჩეოდა. ეს იყო პირველი სახლი, რომელიც კარკასის მეშვეობით აშენდა.
ოქროს ხანა
პირველმა სახლმა თითქმის ზვავი გამოიწვიაო, მაღალსართულიანი სახლების რიცხვი ისე სწრაფად იზრდებოდა. Eევროპა თავიდან სკეპტიკურად განეწყო ცატამბრჯენებისადმი და საკუთარი ტრადიციიების ერთგული რჩებოდა. ამერიკაში კი, ახლი ტიპის მშენებლობა სწრაფად იხვეჭდა პოპულარობას. პირველი ცათამბრჯენები დღევანდელი საზომით საკმაოდ პრიმიტიულად გამოიყურებოდნენ. ისინი გადატვირთული იყვნენ გარეგანი დეკორაციებით, ამიტომ ვეება შენობის შთაბეჭდილებას ტოვებდნენ. აშკარაა, რომ მათი შემქნელების შთაგონებად გოთური ეკლესიების არქიტექტურული თავისებურებეი იქცა. Aმიტომ, XIX საუკუნის პირველ ნახევარში აშენებულ ამერიკულ ცათამბრჯენების მთავარ ქალაქად, რამდენიმე წელიწადში ესტაფეტა ნიუ-ორკმა ჩამოართვა. Eეს იყო ქვეყნის მთავარი საფინანსო ცენტრი, ამოტომ მაღალსართულიანი შენობის უმეტესობა, სწორედ უმსხვილესი ფირმებისა და კომპანიების დაკვეთით შენდებოდა. ამიტომაც, სულ არ არის რთული იმის გაგება, თუ რატომ შეუყვარდათ ამერიკული ბიზნესის მამამთავრებს ცათამბრჯენი. სიმაღლე უნდა გამხდარიყო მფლობელის სიმდიდრის მაჩვენებელი და ამავე დროს მისი ძლიერებისა და აყვავების სიმბოლოდ ქცეულიყო. საკმაოდ ხანგრძლივად, პირველობას არქიტექტორ გასა გლიბერტის მიერ აშენებული 242 მეტრიანი ცათამბრჯენი ინარჩუნებდა, რომელიც არქიტექტორმა მულტიმილიონერის ფრენკ ვუივორტის დაკვეთით შექმნა და მის სახელს ატარებდა. დაწესებული რეკორდის მოხსნა მხოლოდ 1930 წელს აშენებულმა შენობამ, ,,კრიასლერმა” მოახერხა. ამგვარი შედეგის მისაღწევად, ცათამბრჯენის არქიტექტორი უილიამ ვან ალენი იძულებული იყო ეშმაკობა ეხმარა. აღნიშნული შენობის მახლობლად ,,ბენკ ოფ მანხეტენის” ოფისი შენდებოდა და მისი შემქნელებიც ცდილობდნენ რეკორდის დამყარებას. ამიტომ ,,კრაისლერის” პროექტი, განსაკუთრებით კი, მისი სიმაღლე მკაცრად იყო გასაიდუმლებული. საბოლოოდ კი, სწორედ ამ საიდუმლოს წყალობით იქცა აღნიშნული შენობა გარკვეული პერიოდის განმავლობაში მიუწვდომელ იდეად. ,,კრაისლერი დღემდე ითვლება მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ და ელეგანტურ ცათამბრჯენად, თუმცა 319–მეტრიანი ზღვარი, რომელიც მან დააწესა მხოლოდ რამდენიმე თვე იყო გადაულახავი. 1931 წელს დასრუდა ნიუ-ორკის ყველაზე ცნობილი ცათამბრჯენის ,,ემპაიერ სტეიტ ბილდინგის” 18 თვიანი (!) მშენებლობა. შენობის 102 სართული 391 მეტრზე აღიმართა. 50-ანი წლების დასაწყისში, შენობის სახურავზე სატელევიზიო ანძა დაამონტაჟეს, მისი წყალობით კი, შენობა კიდევ უფრო გაიაზრა და 70-იან წლებამდე მსოფლიოში ყველაზე მაღალ შენობად ითვლებოდა. უნდა აღინიშნოს, რომ ჯერ კიდევ მაშინ, ცნობილი ცათამბრჯენები განსაკუთრებული მდგომარეობით გამოირჩეოდნენ. მაგალითად, ,,ემპაირ სტეიტ ბილდიმგმა” ათტონიანი ბომბდამშენის, ბ-25-ის დარტყმას გაუძლო, რომელიც შენობას 1945 წელს დაეჯახა. ამ ტრაგიკული შემთხვევის დროს დაიღუპა თვითმფრინავის მთელი ეკიპაჟი და 11 ადამიანი ცაღამბრჯენში. თავად შენობას სერიოზული ზიანი არ მიუღია.
მეორე ამოსუნთქვა
მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ცათამბრჯენები თანდათან თანამედროვე მოხაზულობას იძენენ. არქიტექტორული ფორმები უფრო მარტივი და ლაკონური ხდება, პოპულარული გოთური ელემენტები ადგილს ,,სუფთა გეომეტრიას” უთმობენ, არქიტექტორები სულ უფრო ხშირად გვთავაზობენ უზარმაზარ კუბებსა და პარალელეპიპედებს. აღნიშნული ჟანრის კლასიკურ ნიმუშად ითვლება 50-ანი წლების დასაწყისში ცნობილი არქიტექტორის მიერ აშენებული მირის ცათამბრჯენები - ,,ლეიკშორ დრაივი” ჩიკაგოში და ,,სიგრემი” ნიუ-იორკში. საკმაოდ დიდი ხნის განმავლობში ეს შენობები მიბაძვის ობიექტად იქცა. მათთვის დამახასიათებელი მოხაზულობა შეიმჩნევა არა მხოლოდ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში აშენებულ შენობებში, არამედ ყოფილ საბჭოთა სივრცეში რეჟიმის ბოლო წლებში ნაგებ ობიექტებშიც. ამავე დროს, ცათამბრჯენებმა ნელ-ნელა დაკარგეს მხოლოდ ოფისების დანიშნულება. უფრო ხშირად გვხვდება სავაჭრო ცენტრები, კინოთეტრები, რესტორნები მაღაზიები და სამომხმარებლო ინფრასტრუქტურის სხვა ობიექტები. 70-იან წლებში ცათამბრჯენები ზრდის ახალ იმპულსს იძენენ: ნიუ-იორკში ყველასთვის კარგად ცნობილი ,,ტყუპები” შენდება, ეს იყო პირველი საოფისე შენობები, რომლებმაც 400 მეტრიან ზღვარს გადააბიჯებს. თუმცა, ხანგრძლივი არც ეს რეკორდი აღმოჩნდა. 1973 წელს ისევ ჩიკაგომ ,,ივაჟკაცა’. იქ აშენებული 443-მეტრიანი ,,სირსტაუერი”, რომელიც 110 სართულისგან შედგებოდა, საინჟირო სასწაულად მოინათლა. ამ შენობაში 15 ჩქაროსნული ლიფტი მუაობდა, რომლებსაც რამდენიმე წამში შეეძლოთ ადამიანების თითქმის ნახევარკილომეტრიან სიმაღლეზე აყვანა. მონსტრის 16000 ფანჯარას ავტომატური მანქანები რეცხავდნენ...
მოგვიანებით, ცათამბრჯენების გამოყენება საცხოვრებლადაც დაიწყეს. ამ მიზნისთვის ყველაზე პოპულარულად ცატამბჯენის უმაღლესი სართულები – პენტჰაუსები იქცა.
XX საუკუნის მეორე ნახევარში ცათამბრჯენებმა მთელი მსოფლიო დაიპყრეს. Aმას ბიძგი მეორე მსოფლიო ომის დასრულებაც მისცა. ათობით ქალაქი მიწასთან იყო გასწორებული და საჭირო გახდა მათი აღორძინება. ყველაზე აქტიურად ცატამბჯენების მშენებლობა გერმანიაში ხორციელდებოდა. ცათამბჯენების მრავალრიცხოვნების გამო ფრანქფურტს ხშირად ადარებენ ჩიკაგოსა და ნიუ-იორკს. მაღალსართულიან მშენებლობას დადებითად მოეკიდა საბჭოთა კავშირიც. ამგვარი შენობის პროექტები ჯერ კიდევ ომამდე განხორციელდა, თუმცა მაშინ, მათი რეალიზაცია არ მოხერხდა. დიდი სამამულო ომის შემდეგ, სტალინი მარალსართულიანი ბინათმშენებლობის გეგმას დაუბრუნდა. ასე გაჩნდა თურმე სტალინური ,,ცათამბრჯენების” პროექტი.
სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში ცათამბჯენების მშენებლობის ბუმი ეკონომიკის მზარდმა განვითარებამ განაპირობა. Uკანასკნელი ათწლეულების განმავლობაში იქ ასობით შენობა აღიმართა. აზიელები იმდენად გაიტაცა გიგანტომანიამ, რომ ამჟამადაც სწორედ იქ მიმდინარეობს რეკორდებისთვის ბრძოლა. სულ ცოტა ხნის წინ, პირველობა 453-მეტრიან კუალა-ლუმპურელ (მალაიზია) ტყუპ კოშკს ,,პეტრონას ტაუერსს” ეკავა. მაგარმ, შარშან ტაიბეში (ტაივანი) საზეიმოდ გაიხსნა ცათამბრჯენი, რომელმაც ნახევარკილომეტრიანი ზღავრი გადალახა. 101-სართულიან, 508-მეტრიან ცათამბჯენში განლაგებულია სავაჭრო ცენტრები, ოფისები და ობსერვატორიაც კი. ჩემპიონი შენობა მის მფლობელებს 1,7 მილიარდი დოლარი დაუჯდათ. თუმცა, არა გვგონია, რომ ამ რეკორდმა დიდხანს იარსებოს. უკვე ახლა, სეულში დაგეგმილია სასტუროს მშენებლობა, რომელიც 555 მეტრი სიმაღლის იქნება.
თუ ცათამბჯენების სიამღლიადნ ქართულ რეალობას გადმოვხედავთ, ღირსშესანიშნავს ვერაფერს დავინახავთ. პირველი ქართული ,,ცათამბჯენი”, ანუ, უმაღლესი შენობა, დიდი ხანი დუმბაძისეული ციხე კი არა, მაინც გმირთა მოედანზე აშენებული, 11-სართულიანი სახლი იყო. შემდეგ, ქართული არქიტექტურის რეკორდსმენი 23-სართულიანი სასტუმრო ,,ივერია” გახდა. ცოტა ხანში, მას გვერდი სასტუმრო ,,აჭარამაც” დაუმშვენა. დღევანდელი თბილისის ყველაზე მაღალ შენობად, ვაკის პარკში აშენებული საცხოვრებელი კორპუსი ითვლება. მართალია, მისი გარკვეული ნაწილი ჭავჭავაძის პროექტიდან არ მოჩანს, მაგრამ, საერთო სიმაღლის მიხედვით, 4-5 სართულით უსწრებს ,,ივერიას” (ანგრიშში მისაღებია ზედა სართულების არასტანდარტული ზომები). აქვე გვინდა აღვნიშნოთ, რომ რამდენიმე წლის წინ, მომზადდა მეტროს სადგურ ,,რუსთაველის” უკან ასაშენებელი 30-სართულიანი სახლის პროექტი. ამ პროექტმა გამოცხადებული ტენდერი მოიგო და მისმა ავტორებმა დაწესებული პრემიაც მიიღეს. თუმცა, ამ პროექტს საბოლოო ხორცშესხმა არ ეწერა.

მნახველთა რაოდენობა: 4716
უკან დაბრუნება




allhome.ge - უძრავი ქონება საქართველოში

პორტალის მიზანია გარკვეული დადებითი წვლილის შეტანა უძრავი ქონების სფეროში. ჩვენ ვცდილობთ შევქმნათ ყველა შესაძლებლობა, რომ უძრავი ქონების პოტენციურმა მყიდველმა და გამყიდველა ადვილად და სწრაფად იპოვონ ერთმანეთი, ასევე ALLHOME.GE-ზე ყველა შესაძლებლობაა ამ სფეროში დაკავებული უძრავი ქონების დამოუკიდებელი აგენტებისა და სააგენტოებისათვის, რომ ხარისხიანად აწარმოონ საკუთარი ბიზნესი. უძრავი ქონების სააგენტოებს აქვთ შესაძლებლობა თავად დაარეგისტრირონ საკუთარი აგენტები თავისი სახელით და მარტივად აკონტროლონ მათი საქმიანობა. განცხადებების განთავსება ვებ პორტალზე შეუზღუდავია. უძრავ ქონების პორტალი allhome.ge შეუზღუდავია ასევე ჩვეულებრივი ფიზიკური პირებისთვისაც. შესაზლებელია ყველა ტიპის უძრავი ქონების  განცხადების გამოქვეყნება: ყიდვა, გაყიდვა, გაქირავება, დღიურად გაქირავება, გირაო. განცხადებები იდება სრული აღწერით და კატეგორიზირებული, სურათებით, ვიდეოთი, შესაძლებელია რუქაზე ადგილმდებარეობის მითითება.

ჩვენი პორტალი მოხარული იქნება თქვენთან თანამშრომლობისთვის. ჩვენ ვიზრუნებთ, რომ ეს თანამშრომლობა იყოს წარმატებული, ვინაიდან ჩვენი ბიზნესის ქვაკუთხედად ჩვენ მიგვაჩნია ჩვენი მომხმარებლის საჭიროებების მაქსქსიმალურად დაკმაყოფილება. ჩვენ ვიცით რა და როგორ ვაკეთოთ, გვაქვს ამისათვის შესაბამისი ცოდნა და გამოცდილება.

ჩვენ მუდმივად ვანახლებთ და ვავითარებთ ვებ პორტალის პროგრამულ შესაძლებლობებს.  ჩვენი მიზანია  მაქსიმალურად მოსახერხებელი და კომფორტული გახდეს საქმიანობა უძრავი ქონების ბაზარზე მონაწილე პირებისა და სააგენტოებისათვის.

 

კონტაქტი ადმინისტრაციასთან:
მობ:   +995 593 188661