უძრავი ქონების სააგენტო


წერილის გაგზავნა!

რჩევები უძრავ ქონებაზე / საბავშვო ოთახი... როცა თვითონ ვიქცევით ბავშვებად

საბავშვო ოთახი... როცა თვითონ ვიქცევით ბავშვებად

საბავშო ოთახის გაფორმებისას მშობელთა და დიზაინერთა სურვილები მეორე პლანზე უნდა გადავიდეს.
მთავრია ბავშვათა ფსიქოლგებისა და ფსიქოთერაპევტების რჩევები. სპეციალისტების აზრით, საბავშვო ოთახი გახლავთ საარსბო სივრცე, რომელიც უფროსების უზარმაზარი სამყარო, პატარა მოქალაქისთვის გასაგებ და მოსახერხებელ ზომებში მოთავსდება. სამყარო კი ერთობ მკაფოდ გამოიხატება სათამშოებით, წიგნებით, ავეჯი და ნივთებით, რომელიც პატარას გარს ახვევია.
Uპირველ ყოვლისა, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ბავშვებისთვის ოთახი ცხოვრების გარემოაღქმის საშუალებაა. ბავშვმა სწორედ იქ უნდა ითამაშოს, აშენოს და დაანგრიოს კოშკები, დაემალოს მშობლებს და მზრუნველ ბებია-ბაბუებს. იგი იმ კედლების შემყურე იძინებს და აქ უხდება პირველი სერიოზული საქმეების კეთება. შესაბამისად, ,,კუნძულებად” დაყოფაა საჭირო. ოთახში არსებული ყოველი ნივთი, ბავშვს რაიმე ახლისა და საინტერესოს შექმნისკენ უნდა უბიძგებდეს.
ოთახის დაგეგმარებისას სასურველია საძილე ,,კუნძულის”, სასწავლოსგან ოდნავ ამაღლებული პოდიუმის საშულებით გამოყოფა. აქ შეიძლება დაიდგას საშუალო ზომის მადიდა და სკამი.
Mმაგიდაზე დალაგდება წიგნები, რითაც შეიქმნება მაქსიმალურად სერიოზული გარემო.
საძილე ადგილიც შეიძლება ცალკე ,,კუნძულად” ვაქციოთ, მით უმეტეს, თუ საწოლი ორიარუსიანია. რომელი ბავშვი იტყვის უარს შესაძლებლობაზე მაღლდან გადმოხედოს გარშემომყოფთ. ინტერიერის მოწყობისას შეეცადეთ დაუბრუნდეთ საკუთარ ბავშვობას და გაიხსენოთ, როგორ იყო მოწყობილი თქვენი ოთახი. სასურველია ჭერს ქონდეს მკვეთრი, შტამბეჭდავი ფერის ნახატები – პეპლებითა და ჩიტებით დაწყებული, ვარსკვალავიანი ცით დამთავრებული.
მყუდრო გარემოს შესაქმნელად საბავშვო ოთახში სწორად უნდა შეირჩეს ფერთა გამა. ფერებს ბავშვის მიდრეკილებების და ტემპერამენტის შესატყვისად არჩევენ. ჩნობილია, რომ ბევრი პატარა უპირატესობას მკვეთრ ტონებს ანიჭებს, მაგრამ არ არის აუცილებელი მათი სურვილების უპირობოდ გათვალისწინება. ავანგარდულმა კონტრასტულ ფერთა ლაქებმა შესაზლებელია ბავშვის გაღიზიანება გამოიწვიოს და უარყოფითად იმოქმედოს მის ფსიქიკაზე. საბავშვო ოთახში სასურველ ფერთა შეხამებას რამდენიმე ხერხით აღწევენ: იყენებენ ტონთან მიახლოებულ არამკვეთრ ფერებს, რომლებიც სიმშვიდესა და უშფოთველობის შეგრძნებას იწვევს. ჭერს, იატაკსა და კედლებს ღებავენ შედარებით ნათელი ფერებით, ხოლო ავეჯს უფრო მუქი ფერისას არჩევენ. მეორე ვარიანტი მკვეთრია: შესაძლებელია კონტრასტულ ფერთა შეხამება, მაგრამ აუცილებელია ზომიერების დაცვა წინააღმდეგ შემთხვევაში, პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობითაც, მშობელმაც და ბავშვმაც შესაძლებებლია თავის ტკივილი მიიღონ. უმჯობესია, თუ ავეჯი, მაგალითად, საწერი მაგიდა, ნეიტრალური ფერისა იქნება. წინაღმდეგ შემთხვევაში, სხვა მკვეთრი ფერის საგნებთან ერთად, ბავშვისთვის დამღლელი აღმოჩნდება ფერების უთავბოლო ცვლა და მასში შინაგან მოუსვენრობას გამოიწვევს. შაუკეთესო ფერია ღია მწვანე, იგი განსაკუთრებით დამამშვიდებლად მოქმედებს. მშვიდი ფერისა უნდა იყოს როგორც კედლები და იატაკი, ასევე ფარდებიც. ამასთან ერთად, თავი უნდა დავაღწიოთ ერთფეროვნებას. ბავშვს არ უყვარს ისეთი გარემო, სადაც არაფერი იპყრობს ყურადღებას.
ბავშვთა ოთახის ყოველი ,,კუნძული” აუცილებლად უნდა განათდეს. კარგია, თუ ძირითადად განათებასთან ერთად ცალცალკე ,,კუნძულს” (საძილე, სათამაშო, სასწავლო) თავისი განათება ექნება, რაც მათ ერთამნეთისგან გამოყოფს. უნდა ვიცოდეთ, რომ ლურჯი სპექტრი მკვეთრია და დღის განათების შეგრძნებას, ხოლო ყვითელი სიმშვიდისა და სიმყუდროვის განცდას იწვევს. საბავშვო ოთახში განათების შერჩევისას უნდა გავითვალისწინოთ, რომ შუქი თვალს არ ჭრიდეს ბავშვს. გარდა ამისა, არასასურველია სინათლის მკვეთრი ცვალებადობა, რაგდან იგი უარყოფითად მოქმედებს მხედველობაზე. ძირითადი, ე.ი მაღლიდან განათების პრობლემა უმჯობესია ტრადიციულ სტილში, ისეთი ჭაღით გადავწყვიტოთ, რომლის დიზაინიც ოთახის სტილურ გაფორმებას შეესატყვისება.
შესაძლებელია შეკიდული ჭერის გამოყენებაც, რომელშიც ნათურებია ჩასმული, მაგრამ ყურადღება მისაქცევია ასეთი ჭერის ზომიერი სიმაღლე, რათა თავიდან ავიცილოთ წყალქვეშა ნავში ყოფნის შეგრძნება. დიდი მნიშვნელობა აქვს აგრეთვე განათებას, რომელიც ნათურის ან ბრის სახით საწერი მაგიდისთვის იქნება საჭირო; საწოლთან კი, საღამური ნათურაა აუცილებელი. უმჯობესია, თუკი ეს ნათურები მკვეთრი, ადვილად დასამახსოვრებელი და ბავშვისთვის ახლობელი მულტფილმების გმირების ფორმებისაა...
განსაკუთრებული მნიშვნელობა უნდა მიექცეს ოთახის მოსაპირკეთებელ მასალას, კედლები უნდა იყოს აუცილებლად თანაბარი, გლუვი და სწორი. კედლებზე ხშირად აკრავენ ხოლმე შპალერს, ანდა საღებავით ფარავენ. ბოლო დროს კი, ფართოდ გამოიყენება ტანამედროვე მოსაპირკეთებელი მასალები – ე.წ ბამბის საფარველი. ეს უკანასკნელი რბილი, საუკეთესო თბოიზოლატორია და თანაც, ეკოლოგიურად სუფთაა.
თითოეული ბავშვი მხატვარია, ამოტომ, როგორც კი მის ხელში კალმისტარი, ფნქარი ან ფლომასტერი აღმოჩნდება, მაშინვე ცდილობს ოთახის რომელიმე კედელზე შედევრი შექმნას. ბავშვის შემოქმედებითი მიდრეკილებები მშობლებისთვის პრობლემად რომ არ იქცეს, ამისათვის საჭიროა გამოვუყოთ ბავშვს მთლიანი კედელი ან მისი ნაწილი, სადაც იგი თავის შემოქმედებით ენერგიას დახარჯავს. თუკი ასეთი გადაწყვეტილება ოთახის დიზაინს არღვევს, უკეთესი იქნება, თუ კედლის მოსაპირკეთებლად რეცხვად მასალას გამოვიყენებთ.
ბავშთა ოთახის იატაკი ეკოლოგიუად სუფთა მასალისაგან უნდა შესრულდეს (მასალა ტოქსიკურ ნივთიერებებს არ უნდა შეიცავდეს), წინააღმდეგობას არ უნდა ქმნიდეს დალაგების დროს. მის გამო უმჯობესია იატაკის საფარი ხისა იყოს. იატაკმა უნდა გაუძლოს ცალკეულ დატვირთვებს, დარტყმებს, ხტომებს, კოტრიალს, საღებავით თუ საჭმლით დაბინძურებას და ა.შ საბავშვო ოთახში შეიძლება ლამინირებული იატაკის მოწყობა. რომელაც ანტისტატიკური თვისებები აქვს და სილამაზით და მრავალფეროვნებით დიზაინერთა სხვა მიგნებებს არაფრით ჩამოუვარდება. სათამაშო კუნძულზე უკეთესი იქნება თუ ხალიჩას ან მის მსგავს საფარს დავაგებთ. ეს უკანასკნელი ანტისტატიკურია, არ ალდება და ხშირად ჭუჭყსაწინააღმდეგო ნივთიერებებითაა გაჟღენთილი, მზეზე არ ხუნდება და ადვილად იწმინდება.
საბავშვო ავეჯისადმი მთავარი მოთხოვნილება მის მდგრადობაში და ფუნქციონალობაშია. ყურადღება უნდა მიექცეს მის ეკოლოგიურობასაც. უმჯობესია დაპრესილი და პოლიმერებისგან ან ნახერხისაგან დამზადებული ავეჯი არ გამოვიყენოთ. გარდა ამისა, ავეჯს არ უნდა ჰქონდეს მახვილი ბოლოები, კუთხეები და არამყარი ნაწილები. კარგია, თუკი ბავშვს განმარტოების ან დამალვის საშუალება ექნება. მისთვის აუცილებელია ტავის გრშემო შექმნას ისეთი სივრცე, რომელიც შეესატყვისება მის წარმოდგენას დამოუკიდებლობასა და დცულობაზე. თანამედროვე საბავშვო ავეჯში ძალიან ხშირად გათვალისწინებულია ფარული, დახურული სათამაშო სექციები. საბავშვო ოთახის ყველა ნივთი უბრალო ფორმისა და კარგად შეკრული უნდა იყოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ბავშვს მათი სათადარიგო ნაწილებად დაშლის სურვილი გაუჩნდება.
საბავშვო ოთახში არ უნდა იყოს მინისგან დამზადებული ნივთები. ელექტრო როზეტები უნდა დაიხუროს საგანგებო პლასტიკური ჩამკეტით. ელექტროგაყვანილობა ბავშვისთვის მიუწვდომელ სიმაღლეზე უნდა იყოს. ხოლო ნათურის ჩამრთველ - გამომრთველი შეიძლება იატაკიდან 90 სანტიმეტრის სიმაღლეზე მოვათავსოთ, რათა ბავშვს შეეძლოს დამოუკიდებლად აანთოს და ჩააქროს შუქი. რაც შეეხება სათამაშოებს, ისინი ისე უნდა დავალაგოთ, რომ მათი პატრონი ნებისმიერ დროს მიწვდეს მისთვის სინტერესო საგანს, იქნება ეს ფლომასტერი, სპორტული მანქანა თუ ხავერდის დათუნია.

მნახველთა რაოდენობა: 3606
უკან დაბრუნება




allhome.ge - უძრავი ქონება საქართველოში

პორტალის მიზანია გარკვეული დადებითი წვლილის შეტანა უძრავი ქონების სფეროში. ჩვენ ვცდილობთ შევქმნათ ყველა შესაძლებლობა, რომ უძრავი ქონების პოტენციურმა მყიდველმა და გამყიდველა ადვილად და სწრაფად იპოვონ ერთმანეთი, ასევე ALLHOME.GE-ზე ყველა შესაძლებლობაა ამ სფეროში დაკავებული უძრავი ქონების დამოუკიდებელი აგენტებისა და სააგენტოებისათვის, რომ ხარისხიანად აწარმოონ საკუთარი ბიზნესი. უძრავი ქონების სააგენტოებს აქვთ შესაძლებლობა თავად დაარეგისტრირონ საკუთარი აგენტები თავისი სახელით და მარტივად აკონტროლონ მათი საქმიანობა. განცხადებების განთავსება ვებ პორტალზე შეუზღუდავია. უძრავ ქონების პორტალი allhome.ge შეუზღუდავია ასევე ჩვეულებრივი ფიზიკური პირებისთვისაც. შესაზლებელია ყველა ტიპის უძრავი ქონების  განცხადების გამოქვეყნება: ყიდვა, გაყიდვა, გაქირავება, დღიურად გაქირავება, გირაო. განცხადებები იდება სრული აღწერით და კატეგორიზირებული, სურათებით, ვიდეოთი, შესაძლებელია რუქაზე ადგილმდებარეობის მითითება.

ჩვენი პორტალი მოხარული იქნება თქვენთან თანამშრომლობისთვის. ჩვენ ვიზრუნებთ, რომ ეს თანამშრომლობა იყოს წარმატებული, ვინაიდან ჩვენი ბიზნესის ქვაკუთხედად ჩვენ მიგვაჩნია ჩვენი მომხმარებლის საჭიროებების მაქსქსიმალურად დაკმაყოფილება. ჩვენ ვიცით რა და როგორ ვაკეთოთ, გვაქვს ამისათვის შესაბამისი ცოდნა და გამოცდილება.

ჩვენ მუდმივად ვანახლებთ და ვავითარებთ ვებ პორტალის პროგრამულ შესაძლებლობებს.  ჩვენი მიზანია  მაქსიმალურად მოსახერხებელი და კომფორტული გახდეს საქმიანობა უძრავი ქონების ბაზარზე მონაწილე პირებისა და სააგენტოებისათვის.

 

კონტაქტი ადმინისტრაციასთან:
მობ:   +995 593 188661