უძრავი ქონების სააგენტო


წერილის გაგზავნა!

რჩევები უძრავ ქონებაზე / როგორ შევქმნათ იდეალური გარემო ოფისში

როგორ შევქმნათ იდეალური გარემო ოფისში

როგორ შევქმნათ იდეალური გარემო ოფისში

შეიძლება ითქვს, რომ ადამიანი სიცოცხლის მესამედს სამსახურში ატარებს. რაც უფრო კომფორტული და მოსახერხებულია სამუშაო ადგილი. მით უფრო მაღალია მუშაკის წარმადობა და შესრულებული სამუშაოს ხარისხი. როგორ გავხადოთ ოფისი ყველა თანამშრომლისთვის კომფორტული და როგორ შევქმნათ სასიამოვნო გარემო?

შევეცდებით ვიპოვოთ პასუხი ამ საკმაოდ რთულ კითხვებზე.
აღსანიშნავია, რომ არსებობს ოფისის რამდენიმე ძირითადი ტიპი: შიდა, სადაც მხოლოდ კონკრეტული კომპანიის თანამშრომლებს შეუძლიათ შესვლა; ღია–თანამშრომლებთან ერთად, ის ქუჩიდან მომსვლელებისთვისაც არის გათვალისწინებული; დიდი კოლექტივისა ან ორი სამი თანამშრომლისთვის განკუთვნილი.
ცხადია, რომ ოფისის ყოველი ტიპი განსხვავებულ მიდგომას საჭიროებს. განვიხილოთ ღია ოფისი, დასაც ყოველთვის არიან კლიენტები ან საქმიანი პარტნიორები. ამ შემთხვევაში ძირითადი ამოცანა იმაში მდგომარეობს, რომ თანამშრომლებიც და მომსვლელებიც მაქსიმალური კომფორტით იქნან უზრუნვეყოფილნი. ფართი შეიძლება გაიყოს რამდენიმე ზონად – ფერის, განათების, გადასატანი შირმის ან ტიხრების საშუალებით. ურიგო არ იქნება, თუ გამოყოფთ ადგილს (თუნდაც მცირეს), მოლაპარაკებისთვის, აგრეთვე პატარა, სასიამოვნოდ მოწყობილ კუთხეს, სადაც სტუმრად მოსული ადამიანი, თუ ლოდინი მოუხდა, მიირთმევს არომატულ ყავას, გადაფურცლავს ჟურნალს ან საკუთარ უბის წიგნაკში ჩაიხედავს. გახსოვდეთ, კლიენტის კარგი განწყობა წარმატებული ურთიერთობის საწინდარია.
მომსვლელებისთვის განკუთვნილ ზონაში თქვენი ფირმის მომსახურებისა და პროდუქციის შესახებ ინფორმაცია ისე განათავსეთ, რომ მომაბეზრებელი არ იყოს.
თანამშრომლებისთვის აუცილებლად მოაწყვეთ შიდა ზონა, სადაც შინაურ საქმეებს მშვიდ ატმოსფეროში, უცხო თვალის გარეშე გადაწყვეტენ.
კარგი იქნება, თუ მოლაპარაკებებისათვის განკუთვნილ ცენტრალურ ზონაში დადგამთ აკვარიუმს, პატარა შადრევანს ან თვალისთვის სასიამოვნო რაიმე საგანს. ავეჯის შერჩევისას გახსოვდეთ, რომ ასეთ გარემოს მრგავლი ან ოვალური მაგიდა მოუხდება. განათება უნდა იყოს ძლიერი, მაგრამ არა გამაღიზინაებლი.
რაც შეეხება იატაკს, ჯობს ხელოვნური ხალიჩა დააგდოთ, არამყვირალა ფერის, მაგარამ არც ჩაჟამებული. მჭახე ფერი ყურადღებას ფანტავს, მუქი კი გარემოს ამძიმებს. რა თქმა უნდა, დიზაინერული ფირმის ოფისი ან ტურისტულ სააგენტოში დასაშვებია გაბედული ფერთაშეხამების გამოყენება, ოფიციალურ ორგანიზაციებში ან ბანკებში კი, უფრო კონსერვატორულ სტილს მისდევენ, რაც სტაბილურობასა და საიმედოობასთან ასოცირდება. ჭერი მაღალი არ უნდა ჩანდეს, ამისთვის ზედმოჭრილი დაკიდული ჭერია. სარკიანი ჭერი რეკომენდებული არ არის, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ინტერიერი მთლიანად ჰაი-ტეკის სტილშია გაწყობილი.
კომპანიის თანამშრომლებისთვის (მცირე ოდენობით) განკუთვნილ ოფისში ერთმანეთისგან გამოყოფენ ინდივიდუალურ და საერთო ზონებს. საერთო ზონები და მათ შორის გასასვლელი საკმაოდ ვრცელი უნდა იყოს, რომ ადამიანმა თავი ლაღად იგრძნოს. სამუშაო ატმოსფეროზე დადებითად მოქმედებს ცოცხალი მცენარეები. შემოსასვლელ კართან თანამშრომლის ზურგით დასმა დაუშვებელია. არც კარის პირდაპირ ჯდომაა მოსაწონი, ყველაზე უკეთესი იქნება, თუ თანამშრომელსაც და სტუმარსაც სიმშვიდეს მოჰგვრით.
სამუშაო მაგიდა მაქსიმალურად მოწესრიგებული უნდა იყოს. ამის მისაღწევად სისტემატურად უნდა იზრუნოთ. გამოუსადეგი ქაღალდები გადაყაროთ, საჭირო კი ადგილზე დადოთ. სამუშაო მაგიდაზე შეგიძლიათ საყვარელი ნივთები დააწყოთ: პატარა ფიგურები, ოჯახის წევრების პოტოები ან უბრალოდ, პატარა ნიჟარები. მონოტონური სამუშაოს შესრულებისას ადამიანს ხშირად ერევა ძილი. ამ მდგომარეობიდან თავის დასაღწევად ფერადი საოფისე აქსესუარები დაგეხმარებათ. იცოდეთ, სიცილი ხელს უწყობს შრომისუნარიანობის ამაღლებას. თუ გსურთ, რომ დღეგრძელი იყოთ, თავს მოწყენის ნება არ მისცეთ. რაც შეიძლება მეტი იცინეთ, ოღონდ მარტომ – არა!
საკუთარი კაბინეთი უმეტესად უფროსის პრეროგატივაა. ცალკე კაბინეტის ქონას დიდი პლუსები აქვს, მაგრამ ამავე დროს მინუსებიც ახასიათებს. მაგალითად, იკარგება კავშირი კოლექტივთან.
Aარსებობს ცალკეული კაბინეტის კიდევ ერთი ტიპი – სპეციალური კაბინეტი კლიენტებთან მოლაპარაკების საწარმოებლად. ასეთი ოთახი საკმაოდ დიდი უნდა იყოს; მართალია, ოფისის იჯარა ძვირია, მაგრამ ეკონომიკის გაწევას ამ შემთხვევაში აზრი არ აქვს. მოლაპარაკებისთვის აუცილებელი მასალები და საბუთები კომპანიის თანამშრომელს ხელთ უნდა ჰქონდეს და საძებარი არ უნდა იყოს, ოთახში კი საქმიანი ატმოსფერო უნდა სუფევდეს.
გახსოვდეთ – ნებისმიერი ოთახის ინტერიერი დროდადრო უნდა იცვლებოდეს. ცხოვრებაც ხომ იცვლება, მასთან ერთად შეიცვალეთ თქვენც და იღბალი არ გიღალატებთ. წელიწადში ერთ-ორჯერ ოფისში შეცვალეთ ფარდები, დაამატეთ რაიმე საინტერესო დეტალი, გადაადგილეთ ავეჯი. ოფისი – თქვენთვისაა, ნუ შეგეშინდებათ, გაბედული ექსპერიმენტები ჩაატარეთ, ენერგიის უძრაობას კარგი არაფერი მოაქვს. ინტერიერი თქვენთან ერთად უნდა ცოცხლობდეს და ვითარდებოდეს. ენდეთ საკუთარ თავს, თქვენს თანამშრომელებს და კლიენტებს, მზად იყავით ახალი წინადადებების მისაღებად და მაშინ თქვენი ოფისი მართლაც წარმატების კერად იქცევა.

მნახველთა რაოდენობა: 4080
უკან დაბრუნება




allhome.ge - უძრავი ქონება საქართველოში

პორტალის მიზანია გარკვეული დადებითი წვლილის შეტანა უძრავი ქონების სფეროში. ჩვენ ვცდილობთ შევქმნათ ყველა შესაძლებლობა, რომ უძრავი ქონების პოტენციურმა მყიდველმა და გამყიდველა ადვილად და სწრაფად იპოვონ ერთმანეთი, ასევე ALLHOME.GE-ზე ყველა შესაძლებლობაა ამ სფეროში დაკავებული უძრავი ქონების დამოუკიდებელი აგენტებისა და სააგენტოებისათვის, რომ ხარისხიანად აწარმოონ საკუთარი ბიზნესი. უძრავი ქონების სააგენტოებს აქვთ შესაძლებლობა თავად დაარეგისტრირონ საკუთარი აგენტები თავისი სახელით და მარტივად აკონტროლონ მათი საქმიანობა. განცხადებების განთავსება ვებ პორტალზე შეუზღუდავია. უძრავ ქონების პორტალი allhome.ge შეუზღუდავია ასევე ჩვეულებრივი ფიზიკური პირებისთვისაც. შესაზლებელია ყველა ტიპის უძრავი ქონების  განცხადების გამოქვეყნება: ყიდვა, გაყიდვა, გაქირავება, დღიურად გაქირავება, გირაო. განცხადებები იდება სრული აღწერით და კატეგორიზირებული, სურათებით, ვიდეოთი, შესაძლებელია რუქაზე ადგილმდებარეობის მითითება.

ჩვენი პორტალი მოხარული იქნება თქვენთან თანამშრომლობისთვის. ჩვენ ვიზრუნებთ, რომ ეს თანამშრომლობა იყოს წარმატებული, ვინაიდან ჩვენი ბიზნესის ქვაკუთხედად ჩვენ მიგვაჩნია ჩვენი მომხმარებლის საჭიროებების მაქსქსიმალურად დაკმაყოფილება. ჩვენ ვიცით რა და როგორ ვაკეთოთ, გვაქვს ამისათვის შესაბამისი ცოდნა და გამოცდილება.

ჩვენ მუდმივად ვანახლებთ და ვავითარებთ ვებ პორტალის პროგრამულ შესაძლებლობებს.  ჩვენი მიზანია  მაქსიმალურად მოსახერხებელი და კომფორტული გახდეს საქმიანობა უძრავი ქონების ბაზარზე მონაწილე პირებისა და სააგენტოებისათვის.

 

კონტაქტი ადმინისტრაციასთან:
მობ:   +995 593 188661