უძრავი ქონების სააგენტო


წერილის გაგზავნა!

რჩევები უძრავ ქონებაზე / როგორ მოვაწყოთ კაბინეტი

როგორ მოვაწყოთ კაბინეტი

როგორ მოვაწყოთ კაბინეტი


არცთუ დიდი ხნის წინათ, სამუშაო კაბინეტი საკუთარ ბინაში მხოლოდ დიდ მეცნიერებს და გამოჩენილ მწერლებს თუ ჰქონდათ მოწყობილი. დღეისთვის კი საკუთარ სახლებში ბევრს აქვს კაბინეტისთვის გამოყოფილი ცალკე ოთახი. Mმიუხედავად იმისა, რომ კაბინეტის მოწყობისას საერთო რეცეპტებით ხელმძღვანელობა შეუძლებელია, სპეციალისტები გვირჩევენ ამ საქმეს დიდი გულმოდგინებით მივუდგეთ.
მე-18 საუკუნის ბოლომდე, კაბინეტი, არა ცალკე ოთახს, არამედ ავეჯის ერთ-ერთ სახეობას ერქვა _კარადის მსგავს ნაკეთობას, რომელსაც მრავალი უჯრა, თარო და საიდუმლო კუთხე_კუნჭული ჰქონდა. ხოლო როდესაც აზნაურთა ყოფა _ცხოვრებაში გაჩნდა ოთახი “კაბინეტი”, მისი თავდაპირველი დანიშნულება უბრალო მოჩვენებითობა იყო,_აქაოდა, განათლებული და მეცნიერებით გატაცებული ვარო. ამიტომაც მაშინდელი კაბინეტის მთავარ დამამშვენებელ ავეჯს წარმოადგენდა: წიგნების კარადები, მინის ვიტრინები ნაირ_ნაირი კოლექციებისათვის და მასიური მაგიდა. საწერად კი გამოიყენებოდა ეგრეთ წოდებული ბიურო, ფეხზე მდგომი წერის მოყვარულთათვის კი _ კანტორა.
თავდაპირველად კაბინეტები მხოლოდ მამაკაცებს ჰქონდათ, სადაც სადილის შემდეგ თამბაქოს მოსაწევად იკრიბებოდნენ (ქალბატონების თანდასწრებით მოწევა მე-19 საუკუნის შუა წლებამდე უზრდელობად ითვლებოდა). აქვე სვამდნენ კონიაკს და წმინდა კაცურ თემებზე საუბრობდნენ.
Kკაბინეტებს კომფორტული ავეჯით აწყობდნენ _ სოლიდური სავარძლები, დივანი. ტყავგადაკრული ავეჯის მოდაც მაშინდელი კაბინეტის წაბაძვით გავრცელდა. Qსოვილი თამბაქოს სუნს ისრუტავადა, კაბინეტში კი,როგორც ვთქვით, ბევრს ეწეოდნენ. მოგვიანებით, ტყავის სავარძლების მოდამ, თამბაქოსთან ერთად, სასადილო ოთახში გადაინაცვლა.
Qქალბატონებმა ვერ აიტანეს დისკრიმინაცია და მე-19 საუკუნის ბოლოს გაჩნდა პირველი ქალთა კაბინეტები. სუსტი სქესის წარმომადგენლებმა დაბალ კარადებს მიანიჭეს უპირატესობა, მასზე კი ლამაზ სამშვენისებს ამწკრივებდნენ. Fფანჯრების სიახლოვეს ხელსაქმისა და ფერწერის კუთხეები ჰქონდათ მოყობილი. Aამას გარდა, მამაკაცთა და ქალთა კაბინეტები იმითაც განსხვავდებოდა, რომ ქალთა კაბინეტის კედლებს ნატურმოტები და პასტორალები ამშვენებდა, კაცებისას კი საგვარეულოს წარმომადგენელთა პორტრეტები და პეიზაჟები. საწერი მაგიდები, რომლებიც მე-19 საუკუნის შუა წლებში გამოჩნდა, მაშინვე იქცა კაბინეტის განუყოფელ ნაწილად. მამაკაცთა მაგიდები სოლიდურობითა და დიდი ზომებით გამოირჩეოდა, ქალთა კი, მინიატიურულობითა და ჰაეროვნებით.
Yყველაზე ხშირად საწერ მაგიდას კაბინეტის ცენტრში ათავსებდნენ, რის გამოც იგი ორმხრივი იყო _ უჯრები და კარები ორივე მხარეს ჰქონდა. მაგიდის ზედაპირი მხოლოდ სანათურს და საწერ მოწყობილობებს უნდა დაემშვენებინა. Mმას შემდეგ, რაც მამაკაცებმა კაბინეტში სამონადირეო თავგადასავლების მოყოლა დაიწყეს, ქალებმა კი პირადი ბარათების წერა, საშინაო კაბინეტის დანიშნულება ძირეულად შეეიცვალა.
თანამედროვე ბინებში კაბინეტს სულ სხვა დანიშნულება აქვს. სხვადასხვა პროფესიის ბევრი ადამიანი დღეს სახლში მუშაობს _ პროგრამისტები, დიზაინერები, იურსტები, ჟურნალისტები. აქვე შეიძლება საქმიანი სტუმრების მიგება, კაბინეტი მშვენიერი მყუდრო ადგილია პატარებისაგან თავის დასაღწევად. Dდაბოლოს, საკუთარი, საშინაო კაბინეტი თქვენს პრესტიჟზე მეტყველებს. ბინაში კაბინეტის ადგილმდებარეობა დამოკიდებულია იმაზე, თუ რა დანიშნულებისთვის არის ის მოწყობილი. თუ გსურთ კაბინეტში მომსვლელების მიღება, უკეთესია შემოსასვლელთან ახლოს მოეწყოს. თუ კაბინეტში მხოლოდ მუშაობას აპირებთ, წერთ, კითხულობთ ან გულისყურის მოკრება და განმარტოება გჭირდებათ, _ ყველაზე მოშორებულ ოთახში ჯობია.
იმ შემთხვევაში, როცა კაბინეტი პრესტიჟის სიმბოლოდ გინდათ გამოიყენოთ, გირჩევთ, საბავშვო ოთახისა და სამზარეულოსგან მოშორებით განათავსოთ, რადგან როცა განმარტოვდებით და დეტექტივს ჩაუჯდებით, ანდა კომპიუტერზე “ქაუნთერის” თამაშს დაიწყებთ, ბავშვებისა და ოჯახის სხვა წევრების ხმაური არ შეგაწუხებთ. Fფსიქოლოგები გვირჩევენ, რომ კაბინეტი მუდმივად ჩაკეტილი იყოს _ იმისათვის, რომ ყველას, და პირველ რიგში საკუთარ თავს შთავაგონოთ, _ “როცა კაბინეტში ვარ, სახლში არ ვიმყოფები”.
უნდა აღინიშნოს, რომ ყველას არა აქვს კაბინეტისთვის ცალკე ოთახის გამოყოფის საშუალება. ამიტომ სამუშაო კუთხის მოწყობითაც იოლად გადიან. კუთხე შეიძლება მოეწყოს სასტუმრო ოთახში, საძინებელში და შემოსასვლელშიც კი. უკანასკნელი ვარიანტი იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ Dშემოსასვლელი ფართოა და თქვენი ოჯახის წევრების წინ და უკან სიარული თქვენს ნერვებზე უარყოფითად არ იმოქმედებს. თუ თქვენს კაბინეტს ერთადერთი კომპიუტერის მაგიდა წარმოადგენს, გირჩევთ არ განათავსოთ იგი საბავშვო ოთახის სიახლოვეს, ანდა საძინებელ ოთახში, გახსოვდეთ არცთუ სასარგებლოა გამოსხივება. სდაც არ უნდა განათავსოთ კაბინეტი, ყველგან კარგი განათებაა საჭირო. სასადილო ან საძინებელ ოთახებში სამუშაო ადგილის გამოსაყოფად შემოფარგლეთ იგი სტელაჟებით ან თეჯირებით, აღარც აზრის მოკრება გაგიძნელდებათ და არც არეულ-დარეული მაგიდა ეცემა ვინმეს თვალში. Mმინი კაბინეტის მოსაწყობად ზედგამოჭრილია კარადა-ტრანსფორმერი, რომლის კარს მიღმა მაგიდაა მიმალული, აგრეთვე, კომპიუტერის დასადგმელი, გამოსაწევი უჯრები და ღია თაროები. თუ გსურთ კლასიკური სტილის კაბინეტი სასტუმრო ოთახში მოაწყოთ, მსგავსი კარადა, თავისი ჩუქურთმებიანი ზედაპირით, იოლად გადაგიწყვეტთ პრობლემას.

 

ოფისი ჩინურად


Aახლა მოდაშია საშინაო ოფისის, ძველი ჩინური ფილოსოფიის, ფენ-შუის კანონებით მოწყობა, რომელიც სივრცეში ნივთებისა და მასალის ერთმანეთთან უკიდურესად შერწყმას გულისხმობს.
მაგიური კვადრატისა და კომპასის საშუალებით, ჩინელები ამოწმებენ ნებისმიერ ობიექტს, დაწყებული შენობიდან, წვრილმანი ნივთებით დამთავრებული და იძლევიან რჩევებს, როგორ გავაუვნებელყოთ სხვადასხვა არასასურველი ზემოქმედება. ევროპელებს ფენ-შუის ზოგიერთი შეგონება შეიძლება უცნაურადაც მოეჩვენოთ, მაგრამ მათი უმრავლესობა ლოგიკური და საზრიანია.
Kკაბინეტის ოთახისთვის, საუკეთესო, ოთხკუთხა ან სწორკუთხა ფორმაა. თუ ოთახს A–ს ფორმა აქვს, შვერილის წინ უმჯობესია ქოთნის ყვავილების დალაგება, ან სარკის დადგმა. მთავარი კაბინეტში სამუშაო ადგილია: კლასიკური საწერი მაგიდა, ბიურო, სკამი. ჩინელების აზრით, ყველაზე არასასურველი მდგომარეობა კაბინეტში მუშაობისას კარისკენ ზურგით ჯდომაა, მიუხედავად იმისა, ელით მომსვლელებს თუ არა. კარის თვალთახედვის მიღმა ყოფნა ადამიანს გაუცნობიერებლად უსიამოვნო გრძნობას უნერგავს. Mმაგიდის ზუსტად შემოსასვლელი კარის პირდაპირ დადგმას მხოლოდ მაშინ აქვს აზრი, თუკი მომსვლელზე დამთრგუნველი შთაბეჭდილების მოხდენა გსურთ. გახსოვთ ალბათ, დიდი და პატარა პარტიულ დიქტატორთა უზარმაზარი კაბინეტები, გრძელი ოთახის ბოლოს დიდი საწერი მაგიდებით, რომლის ზემოთ კედელზე ბელადის გამჭოლმზერიანი პორტრეტი ეკიდა. ასეთ კაბინეტში შესულ ადამიანს ყოველი ნაბიჯის გადადგმაზე უძლიერდებოდა შიში და საკუთარი თავის რწმენა ეკარგებოდა.
როცა სხვა საშუალება არ გაქვთ და ერთადერთ სამუშაო ვარიანტად ზურგით კარისაკენ და სახით კედლისკენ მუშაობა გიწევთ, ჯობია კედელზე სარკე ან ნათელი ფერებით შესრულებული სურათი ჩამოკიდოთ _ დამთრგუნველ ერთფეროვნებას გააქარწყლებს. ფუნ-შუის აზრით, არ ვარგა ფანჯრისაკენ ზურგით ჯდომაც, ასეთი მდგომარეობა ნიშნავს, რომ თქვენ არასაკმარისი ხელშეწყობა გაქვთ. ამას გარდა, ეს გზღუდავთ და საშუალებას არ გაძლევთ, ზოგჯერ, თვალების დასვენების მიზნით, ფანჯარაში გაიხედოთ.
საწერი მაგიდის იდეალური მდგომარეობაა ფანჯარასთან გვერდულად, სახით კარიკენ. Aამ შემთხვევაში, ყურადგების ცენტრში მოექცევა მთელი ოთახი და თქვენს ზურგს უკანაც არავინ იფათურებს. მაგიდის გარშემო საკმაო თავისუფალი ადგილის დატოვებაა საჭირო, რათა არა მარტო სივიწროვის გრძნობისგან განთავისუფლდეთ, არამედ ფუნ-შუის აზრით, სივრცემ მაგიდის გარშემო დადებითი ენერგია მოიზიდოს. მთავარია, მაგიდის მდებარეობა ჰარმონიულად ერწყმოდეს გარემოს და არ ბადებდეს კითხვას _ “რა არის ეს, ასე რომ დგას?”
ძველი ჩინელების აზრით, საკუთარი სულიერი, ან მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესება შესაძლებელია, თუ მაგიდაზე ნივთების დალაგებისას გარკვეულ წესებს დავიცავთ _ ჩინელი ბრძენ-სწავლულები გვირჩევენ, მაგიდის მარცხენა შორეულ კუთხეში, რომელიც სიმდიდრის ზონას წარმოადგენს, მოვათავსოთ ლითონის მომცრო კოლოფი მონეტებით. Mარჯვენა მხარეს შუაში (ოჯახის ზონაში) კი_ ახლობლებიოს ფოტოები. ჩინელები მაგიდის ჰოროსკოპის გაწყობის რჩევებსაც იძლევიან. რაც მთავარია საწერ მაგიდაზე წესრიგი უნდა სუფევდეს.

ძვირფასი კლასიკა


სტილის შერჩევა თავად ადამიანის გემოვნებაზეა დამოკიდებული, აგრეთვე იმაზე, თუ რა შტაბეჭდილების მოხდენა გსურთ მნახველზე. ამასთან, აუცილებელია, რომ კაბინეტის დიზაინი საერთო დიზაინს ემთხვეოდეს. სჯობს კაბინეტი ისეთი სტილით გავაფორმოთ, რომლითაც ხაზი გაესმება მის განსაკუთრებულ ფუნქციას_ არასაშინაო ატმოსფეროს. თუ გადაწყვიტეთ, კაბინეტში თქვენს მომავალ კლიენტს ესაუბროთ, სამუშაო ოთახის სტილი უნდა დაგეხმაროთ მათი კეთილგანწყობის მოპოვებაში. თუ პროფესიით ადვოკატი ხართ, საიმედობა და თავდაჯერებულობა უნდა Fჩაუნერგოთ მათ. თუ ექიმი ხართ, თქვენი სიწმინდე და მაღალპროფესიულობა ეჭვს არ უნდა ბადებდეს. თუ დიზაინერი_ საუშაო ოთახის სტილმა მომავალი კლიენტები თქვენს ორიგინალურობაში უნდა დაარწმუნოს. ყოველ შემთხვევაში, არასოდეს დაგავიწყდეთ, რომ კაბინეტი თქვენს წარმატებულობაზე, ესეიგი პროფესიონალიზმზე მეტყველებს. საფუძვლიანობისა და სტაბილურობის გამომხატველია კლასიკური სტილით მოწყობილი კაბინეტი. კლასიკური უნდა იყოს არამარტო ავეჯი, არამედ კედლების მოპირკეთება, ფარდები, იატაკი, სანათურები, სამაგიდო ნივთები, მაგრამ კლასიკური სტილით გაფორმებისას ნუ დაგავიწყდებათ, რომ ჩუქურთმებიან, კაკლის ძველ მაგიდაზე თანამედროვე კომპიუტერის დადგმა მოგიწევთ. ამიტომ ავეჯის შერჩევისას ანტიკვარიატით ნუ დაინტერესდებით, სალონებში მრავლადაა თანამედროვე კონსტრუქციის, მაგრამ ძველებური ტექნოლოგიით გაკეთებული საოფისე ავეჯი (ხელით შესრულებული და თაფლის სანთლით დამუშავებული ნივთები). ასეთი ავეჯის ტუმბოს კარის გაღებისას, აღმოაჩენთ პროცესორის დასადებ თაროს და განყოფილებას კლავიატურისა და ჩD- სთვის. მსგავსი მოწყობილობები აქვთ კლასიკურ ბიუროებს, კანტორებს, კარადებსა და ზანდუკებს. კლასიკური ავეჯის სამშვენისები ნაირფერი შეიძლება იყოს, მათი დანიშნულება კაბინეტის მფლობელის გემოვნებისა და ორიგინალურობის გამოხატვაა. Aვეჯის დიზაინერთა აზრით, არც ერთი კაბინეტი არ გამოიყურება ისე მდიდრულად, როგორც კლასიკური. ამიტომაც იგი ყველაზე ძვირი ღირს. მათი ღირებულება დამოკიდებულია ნივთთა რაოდენობაზე, მასალაზე და მწარმოებელ ქვეყანაზე... საგანგებო შეკვეთით დამზადებული კი, ათჯერ მეტი ღირს.
Uუფრო დემოკრატიულია (ფასითაც და შესახედადაც) მოდერნის სტილით გაფორმებული საშინაო კაბინეტი. ამ სტილის იტალიური, გერმანული, პოლონური, ანდა სკანდინავიური ავეჯი 500$-დან 1500$-მდე ღირს. ეროვნული წარმოების ავეჯის დახმარებით, საკუთარი კაბინეტის მოწყობა გაცილებით იაფი დაგიჯდებათ.
სამუშაო სავარძელი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნივთია საოფისე ავეჯს შორის. Mმოხერხებულ სავარძელში ადამიანი თავს თავისუფლად და თავდაჯერებულად გრძნობს. სწორი კონსტრუქციის სავარძელს უნდა ჰქონდეს მოხერხებული იდაყვსაყრდენები, ერგონომიული საზურგე, სიმაღლისა და დახრილობის კუთხის მარეგულირებელი.
ერთი სიტყვით, თუ საშინაო კაბინეტის მოწყობა გსურთ, კარგი იქნება თუ ჩვენს რჩევებსაც არ დაივიწყებთ.

მნახველთა რაოდენობა: 4769
უკან დაბრუნება




allhome.ge - უძრავი ქონება საქართველოში

პორტალის მიზანია გარკვეული დადებითი წვლილის შეტანა უძრავი ქონების სფეროში. ჩვენ ვცდილობთ შევქმნათ ყველა შესაძლებლობა, რომ უძრავი ქონების პოტენციურმა მყიდველმა და გამყიდველა ადვილად და სწრაფად იპოვონ ერთმანეთი, ასევე ALLHOME.GE-ზე ყველა შესაძლებლობაა ამ სფეროში დაკავებული უძრავი ქონების დამოუკიდებელი აგენტებისა და სააგენტოებისათვის, რომ ხარისხიანად აწარმოონ საკუთარი ბიზნესი. უძრავი ქონების სააგენტოებს აქვთ შესაძლებლობა თავად დაარეგისტრირონ საკუთარი აგენტები თავისი სახელით და მარტივად აკონტროლონ მათი საქმიანობა. განცხადებების განთავსება ვებ პორტალზე შეუზღუდავია. უძრავ ქონების პორტალი allhome.ge შეუზღუდავია ასევე ჩვეულებრივი ფიზიკური პირებისთვისაც. შესაზლებელია ყველა ტიპის უძრავი ქონების  განცხადების გამოქვეყნება: ყიდვა, გაყიდვა, გაქირავება, დღიურად გაქირავება, გირაო. განცხადებები იდება სრული აღწერით და კატეგორიზირებული, სურათებით, ვიდეოთი, შესაძლებელია რუქაზე ადგილმდებარეობის მითითება.

ჩვენი პორტალი მოხარული იქნება თქვენთან თანამშრომლობისთვის. ჩვენ ვიზრუნებთ, რომ ეს თანამშრომლობა იყოს წარმატებული, ვინაიდან ჩვენი ბიზნესის ქვაკუთხედად ჩვენ მიგვაჩნია ჩვენი მომხმარებლის საჭიროებების მაქსქსიმალურად დაკმაყოფილება. ჩვენ ვიცით რა და როგორ ვაკეთოთ, გვაქვს ამისათვის შესაბამისი ცოდნა და გამოცდილება.

ჩვენ მუდმივად ვანახლებთ და ვავითარებთ ვებ პორტალის პროგრამულ შესაძლებლობებს.  ჩვენი მიზანია  მაქსიმალურად მოსახერხებელი და კომფორტული გახდეს საქმიანობა უძრავი ქონების ბაზარზე მონაწილე პირებისა და სააგენტოებისათვის.

 

კონტაქტი ადმინისტრაციასთან:
მობ:   +995 593 188661