უძრავი ქონების სააგენტო


წერილის გაგზავნა!

რჩევები უძრავ ქონებაზე / ლამინირებული ავეჯი საიმედო და პრაქტიკულია

ლამინირებული ავეჯი საიმედო და პრაქტიკულია

დღეისათვის ლამინირებული ავეჯი, პრაქტიკულობისა და საიმედობის გამო, დიდი პოპულარობით სარგებლობს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. Pროდუქციის ავკარგობასა და საქართველოში მისი წარმოების ნიუანსებზე, ვესაუბრებით ერთ-ერთი საწარმოს ხელმძღვანელს, ბატონ კახა ბუაძეს.

ლამინატისაგან მზადდება სხვადასხვა სახის საძინებლები, კარადები, მაგიდები, ყველანაირ საოფისე ავეჯი. პროდუქცია, ძირითადად, ორი სახის მასალისგან მზადდება. ეს ლამინირებული “დე-ეს-პე” და ასევე ლამინირებული ხის მასალა ე.წ. “ემ-დე-ემ”-ია, რომელიც კაკალისა და თხილის ნაჭუჭისგან მზადდება.

აღნიშნულ პროდუქციაში წამყვანი მასალა, ძირითადად, ხეა. ლითონს გამოიყენება მხოლოდ სამზარეულოს ავეჯის დამზადებისას, როგორც მოგეხსენებათ, ლამინირებულ ავეჯს მრავალი უპირატესობა გააჩნია. მართალია, ნატურალურ, ხის ავეჯს არაფერი შეედრება, მაგრამ ლამინირებულ ავეჯს თავისი უნიკალური ნიშანთვისებების გამო ნამდვილად ვერ დავიწუნებთ. ის ადვილად უძლებს სინესტეს, შეგუებადია ნებისმიერი კლიმატის მიმართ და ა.შ. ამასთან, იგი ბევრად იფრო იაფია, ვიდრე ხის ავეჯი. ასე რომ, აღნიშნული ავეჯის შეძენა მართლაც კარგი ვარიანტია. ჩვენი საწარმო მომხმარებელს სურვილისამებრ უმზადებს ნებისმიერი ტიპის ავეჯს და აგრთვე, ჩვენს თავზე ვიღებთ მის დამონტაჟებას.

მნახველთა რაოდენობა: 3618
უკან დაბრუნება




allhome.ge - უძრავი ქონება საქართველოში

პორტალის მიზანია გარკვეული დადებითი წვლილის შეტანა უძრავი ქონების სფეროში. ჩვენ ვცდილობთ შევქმნათ ყველა შესაძლებლობა, რომ უძრავი ქონების პოტენციურმა მყიდველმა და გამყიდველა ადვილად და სწრაფად იპოვონ ერთმანეთი, ასევე ALLHOME.GE-ზე ყველა შესაძლებლობაა ამ სფეროში დაკავებული უძრავი ქონების დამოუკიდებელი აგენტებისა და სააგენტოებისათვის, რომ ხარისხიანად აწარმოონ საკუთარი ბიზნესი. უძრავი ქონების სააგენტოებს აქვთ შესაძლებლობა თავად დაარეგისტრირონ საკუთარი აგენტები თავისი სახელით და მარტივად აკონტროლონ მათი საქმიანობა. განცხადებების განთავსება ვებ პორტალზე შეუზღუდავია. უძრავ ქონების პორტალი allhome.ge შეუზღუდავია ასევე ჩვეულებრივი ფიზიკური პირებისთვისაც. შესაზლებელია ყველა ტიპის უძრავი ქონების  განცხადების გამოქვეყნება: ყიდვა, გაყიდვა, გაქირავება, დღიურად გაქირავება, გირაო. განცხადებები იდება სრული აღწერით და კატეგორიზირებული, სურათებით, ვიდეოთი, შესაძლებელია რუქაზე ადგილმდებარეობის მითითება.

ჩვენი პორტალი მოხარული იქნება თქვენთან თანამშრომლობისთვის. ჩვენ ვიზრუნებთ, რომ ეს თანამშრომლობა იყოს წარმატებული, ვინაიდან ჩვენი ბიზნესის ქვაკუთხედად ჩვენ მიგვაჩნია ჩვენი მომხმარებლის საჭიროებების მაქსქსიმალურად დაკმაყოფილება. ჩვენ ვიცით რა და როგორ ვაკეთოთ, გვაქვს ამისათვის შესაბამისი ცოდნა და გამოცდილება.

ჩვენ მუდმივად ვანახლებთ და ვავითარებთ ვებ პორტალის პროგრამულ შესაძლებლობებს.  ჩვენი მიზანია  მაქსიმალურად მოსახერხებელი და კომფორტული გახდეს საქმიანობა უძრავი ქონების ბაზარზე მონაწილე პირებისა და სააგენტოებისათვის.

 

კონტაქტი ადმინისტრაციასთან:
მობ:   +995 593 188661