უძრავი ქონების სააგენტო


წერილის გაგზავნა!

სიახლე / უძრავი ქონების ბაზარი, 2011 (IV)

უძრავი ქონების ბაზარი, 2011 (IV)  |  თარიღი: 10-05-2011

უძრავი ქონების ბაზარი, 2011 (III)
სტატისტიკური და ანალიტიკური რელიზი

2011 წლის აპრილის თვეში უძრავი ქონების ბაზარზე სარეგისტრაციო ტრანზაქციათა რაოდენობამ ქვეყ-ნის მასშტაბით 39 081 ერთეული შეადგინა. ა.წ. აპრილი 2007-2010 წლების იმავე თვესთან შედარებით აშკარა ზრდით გამოირჩევა: 2007 წლის აპ-რილთან (28 220 ერთეული სარეგისტრაციო ტრანზაქცია) შედარებით - 38.5%-ით, 2008 წლის აპრილთან (33 245 ერთეული სარეგისტრაციო ტრანზაქცია) შედარებით - 17.6%-ით, 2009 წლის აპრილთან (23 364 ერთეული სარეგისტრაციო ტრანზაქცია) შედარებით - 67.3%-ით და 2010 წლის აპრილთან (32 739 ერთე-ული სარეგისტრაციო ტრანზაქცია) შედარებით - 19.4%-ით. 2011 წლის აპრილში წინა თვესთან შედარებით სარეგისტრაციო ტრანზაქციების რაოდენობა 30.2%-ით შემცირდა, რაც მარტის თვის პიკის ფონზე უჩვეულო არაა.

უძრავი ქონების ბაზრის თვის სტატისტიკა, 2010-2011

2011 წლის აპრილის თვეში სარეგისტრაციო ტრანზაქციების თვის ინდექსიც (დეკემბერი 2007=100) გაი-ზარდა და დაფიქსირდა 1.260 დონეზე, რაც წინა წლის იმავე თვის ინდექსს (1.056) მნიშვნელოვნად აღემატება. აშკარაა, რომ უძრავი ქონების პირველადი და მეორადი ბაზრები შემცირდა წინა თვესთან (შესაბამისად 9.9%-ით და 33.2%-ით) შედარებით. ამასთან, წინა წლის იმავე თვესთან შედარებით უძრავი ქონების პირველადი ბაზარი შემცირდა (19.8%-ით), ხოლო მეორადი ბაზარი გაიზარდა (32.1%-ით). 2011 წლის აპრილის თვეში პირველადი სარეგისტრაციო ტრანზაქციების რაოდენობამ - 6 462, ხოლო მეორადი სა-რეგისტრაციო ტრანზაქციების რაოდენობამ - 32 619 ერთეული შეადგინა; სარეგისტრაციო ტრანზაქციე-ბის თვის ინდექსი (დეკემბერი 2007=100) კი პირველადი და მეორადი სარეგისტრაციო ტრანზაქციების მიხედვით შესაბამისად 0.695 და 1.502 დონეებზე დაფიქსირდა. რაც შეეხება პირველად და მეორად სარეგისტრაციო ტრანზაქციებს შორის თანაფარდობას, მნიშვნელოვ-ნად გაიზარდა მეორადი სარეგისტრაციო ტრანზაქციების წილი: ა.წ. აპრილის თვეში განხორციელებუ-ლი სარეგისტრაციო ტრანზაქციების 83.5%-ს მეორადი, ხოლო 16.5%-ს - პირველადი სარეგისტრაციო ტრანზაქციები შეადგენდნენ (2010 წლის აპრილის თვეში კი - შესაბამისად 75.4% და 24.6%).

უძრავი ქონების პირველადი და მეორადი ბაზრების თვის სტატისტიკა აპრილი, 2010-2011

 

ინდიკატორები

ზ.ე.

აპრილი

2010

2011

რაოდენობა

პირველადი სარეგისტრაციო ტრანზაქციები

ერთეული

8055

6462

მეორადი სარეგისტრაციო ტრანზაქციები

ერთეული

24684

32619

მთლიანად, სარეგისტრაციო ტრანზაქციები

ერთეული

32739

39081

სტრუქტურა

პირველადი სარეგისტრაციო ტრანზაქციები

პროცენტი

24.6

16.5

მეორადი სარეგისტრაციო ტრანზაქციები

პროცენტი

75.4

83.5

მთლიანად, სარეგისტრაციო ტრანზაქციები

პროცენტი

100

100

ზრდა/კლება წინა თვესთან შედარებით

პირველადი სარეგისტრაციო ტრანზაქციები

პროცენტი

10.4

-9.9

მეორადი სარეგისტრაციო ტრანზაქციები

პროცენტი

-13.0

-33.2

მთლიანად, სარეგისტრაციო ტრანზაქციები

პროცენტი

-8.2

-30.2

ზრდა/კლება წინა წლის იმავე თვესთან შედარებით

პირველადი სარეგისტრაციო ტრანზაქციები

პროცენტი

25.7

-19.8

მეორადი სარეგისტრაციო ტრანზაქციები

პროცენტი

45.6

32.1

მთლიანად, სარეგისტრაციო ტრანზაქციები

პროცენტი

40.1

19.4

სარეგისტრაციო ტრანზაქციების თვის ინდექსი

პირველადი სარეგისტრაციო ტრანზაქციები

კოეფიციენტი

0.866

0.695

მეორადი სარეგისტრაციო ტრანზაქციები

კოეფიციენტი

1.137

1.502

მთლიანად, სარეგისტრაციო ტრანზაქციები

კოეფიციენტი

1.056

1.260

 

წყარო: საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, 2011 

 

მნახველთა რაოდენობა: 1835
უკან დაბრუნება




allhome.ge - უძრავი ქონება საქართველოში

პორტალის მიზანია გარკვეული დადებითი წვლილის შეტანა უძრავი ქონების სფეროში. ჩვენ ვცდილობთ შევქმნათ ყველა შესაძლებლობა, რომ უძრავი ქონების პოტენციურმა მყიდველმა და გამყიდველა ადვილად და სწრაფად იპოვონ ერთმანეთი, ასევე ALLHOME.GE-ზე ყველა შესაძლებლობაა ამ სფეროში დაკავებული უძრავი ქონების დამოუკიდებელი აგენტებისა და სააგენტოებისათვის, რომ ხარისხიანად აწარმოონ საკუთარი ბიზნესი. უძრავი ქონების სააგენტოებს აქვთ შესაძლებლობა თავად დაარეგისტრირონ საკუთარი აგენტები თავისი სახელით და მარტივად აკონტროლონ მათი საქმიანობა. განცხადებების განთავსება ვებ პორტალზე შეუზღუდავია. უძრავ ქონების პორტალი allhome.ge შეუზღუდავია ასევე ჩვეულებრივი ფიზიკური პირებისთვისაც. შესაზლებელია ყველა ტიპის უძრავი ქონების  განცხადების გამოქვეყნება: ყიდვა, გაყიდვა, გაქირავება, დღიურად გაქირავება, გირაო. განცხადებები იდება სრული აღწერით და კატეგორიზირებული, სურათებით, ვიდეოთი, შესაძლებელია რუქაზე ადგილმდებარეობის მითითება.

ჩვენი პორტალი მოხარული იქნება თქვენთან თანამშრომლობისთვის. ჩვენ ვიზრუნებთ, რომ ეს თანამშრომლობა იყოს წარმატებული, ვინაიდან ჩვენი ბიზნესის ქვაკუთხედად ჩვენ მიგვაჩნია ჩვენი მომხმარებლის საჭიროებების მაქსქსიმალურად დაკმაყოფილება. ჩვენ ვიცით რა და როგორ ვაკეთოთ, გვაქვს ამისათვის შესაბამისი ცოდნა და გამოცდილება.

ჩვენ მუდმივად ვანახლებთ და ვავითარებთ ვებ პორტალის პროგრამულ შესაძლებლობებს.  ჩვენი მიზანია  მაქსიმალურად მოსახერხებელი და კომფორტული გახდეს საქმიანობა უძრავი ქონების ბაზარზე მონაწილე პირებისა და სააგენტოებისათვის.

 

კონტაქტი ადმინისტრაციასთან:
მობ:   +995 593 188661