უძრავი ქონების სააგენტო


წერილის გაგზავნა!

რჩევები უძრავ ქონებაზე / პენტჰაუზი, ხედი ცისკენ

პენტჰაუზი, ხედი ცისკენ

ალბათ დამეთანხმებით, რომ ძალიან მიმზიდველი იდეაა ქალაქის ცენტრში შეუზღუდავი სივრცისა და საკუთარი სახლის ქონა. ამასთან, უდიდესი სიამოვნებაა, თუ ეს სახლი რომელიმე მაღალსართულიან ნაგებობაზე დგას და თანაც, ფანჯრებიდან და ე.წ ეზოდან განუმეორებელი ხედები იშლება...

        პენტჰაუზი პირველად, ამერიკულ მეგაპოლისებში გსული საუკუნის 20-იან წლებში გაჩნდა. ასეთ სახის საცხოვრებელი და საოფისე ფართი მხოლოდ ელიტური ფენისთვის იყო განკუთვნილი. სახელი ,,პენტჰაუზი", თვითონ მეტყველებს ყველაფერზე. იგი არის ბინის ბოლო სართულზე აშენებული ინდივიდუალური შენობა, რომელიც მხოლოდ ერთ პირს ეკუთვნის. პენტჰაუზს ოთხის ნააცვლად ხუთი ხედი გააჩნია: ჩრდილოეთი, აღმოსავლეთი, დასავლეთი, სამხრეთი და... ცა. პენტჰაუზი - ეს არის განსაკუთრებული სამყარო თავისი წესებით, შეუზღუდავი თამაში სივრცესთან, რომელიც სახლში უზარმაზარი ფანჯრების მეშვეობით ყველა მხრიდან აღწევს და ამავე დროს, საშუალება გეძლევათ ,,იბატონოთ" ქალაქზე - ზევიდან ადევნოთ თვალყური მის მოფუსფუსე მაცხოვრებლებს.

     კლასიკური პენტჰაუზი, ეს არ არის მანსარდა ან ჩვეულებრივი ბინა სახურავზე. პირველ რიგში, იგი გულისხმობს პანორამულ გამოსახულებას, საევე, საუკეთესო ხედს რომელიმე ისტორიული ძეგლის, პარკისა თუ ბაღნარის სახით. ერთი სიტყვით, ყველაფერ იმას, რაც თვალს ხიბლავს და დადებითი ემოციებით გვავსებს.

      ძალზე მნიშვნელოვანია პენტჰაუზის მდებარეობა. თუ მისი ფანჯრებიდან მხოლოდ ბინები ან მეზობლად მდებარე სახლების სახურავები მოჩანს, მაშინ თავის არსს კარგავს.

     პენტჰაუზების მეორე განსხვავება ჩვეულებრივი საცხოვრებელი ბინებისგან - ეს არის ძირაითადი ნაგებობეის გადახურვა, რომლის ათვისებაც პენტჰაუზის მფლობელს თავისი ნება სურვილის მიხედვით შეუძლია. იდეალურ შემთხვევაში, გადახურვის ფართი უნდა აღემატებოდეს პენტჰაუზის საცხოვრებელ ფართს. სწორედ ასეთი პროექტითაა აშენებული ნიუ-იორკისა და ამერიკული ქალაქების პენტჰაუზები. დანარჩენი სივრცე გამოიყენება ღია და დხურული აუზების, გაალერეების, საშვეულმფრენო მოედნების მოსაწყობად, ზამთრის ბაღებისა და ორანჟერების გასაშენებლად.

     მესამე მთავარი პირობა, რომელიც განასხვავებს პენტჰაუზსა და მაღალსართულიან ბინას, ეს არის იზოლირება ყველასა და ყველაფერისგან. სახურავზე უნდა არსებობდეს მხოლოდ ერთი საცხოვრებელი. პენტჰუზში მოსახვედრად შენობაში ამონტაჟებენ სპეციალურ დამატებით ლიფტს. საერთო ლიფტით სარგებლობისას კი, ელიტურ ნაწილში მოსხვედრად აუცილებელია სპეციალური კოდის ცოდნა. ყველა ეს წვრილმნი მნიშვნელოვნად აძვირებს მშენებლობის ღირებულებას. პენტჰაუზის ღირებულება მინიმუმ 20-30%-ით აღემატება სტანდართულ, ანალოგიური ფართის ბინის ღირებულებას იმავე შენობაში.

     პენტჰაუზები ხელსაყრელია იმითაც, რომ შეიძლება მისი ინტერიერისა და დიზაინის პატრონის სურვილისამებრ მოწყობა. საყრდენი კონსტრუქციების გავლენა პენტჰუზებში მინიმალურია. მსუბუქი დაშენება შეიძლება დაეყრდნოს გამყოფ კედლებს ან რაამდენიმე სვეტს. პენტჰაუზის კედლების დაყოფა შესაძლებელია მსუბუქი გასაწევი კარით, მინის ტიხრებით, ან სულაც აავეჯით.

     პენტჰაუზის  მშენებლობა-პროექტირება ყოველთვის შეთანხმებულია მის მფლობელებთან. აქ ადვილდ მონტაჟდება ნამდვილი ბუხარი. ასევე, შესაძლებელია ბაღის ისე მოწყობა, რომ პრეტენზიული მცენარეები გადახურულ ნწილში მოთავსდეს, ხოლო დანარჩენი - ღია ტერასაზე.

    პენტჰაუზში  დასაშვებია სხვადასხვა სტილის შერევა. გადასვლა კლასიციზმიდან ,,ჰაი-ტექ" სტილში და ა.შ. არასტანდარტული სტილის არჩევანი მეტყველებს მეპატრონის ინდივიდუალობაზე, რომ ის არ ჯდება სტანდარტულ ჩარჩოებში. პენტჰაუზებში მხოლოდ ერთი რამაა შეუცვლელი: სივრცე არ შეიძლება გადაიტვირთოს ნაკლებად საჭირო ნივთებით. იგი სავსეა ჰაერითა და სინათლით.

     საქრთველოში ე.წ. პენტჰაუზებს თითქმის ყველა არსებული სამშენებლო ფირმა აშენებს. ფაქტობრივად, ყველა ინდივიდუალური მშენებლობის ბოლო სართული პენტჰაუზით მთავრდება. სხვა საქმეა, რამდენად ჯდება ქართიული პენტჰაუზები მსოფლიო სტანდარტებში. თუმცა, ჩვენთანაც ნამდვილად არსსებობს ღირსშესანიშნავი ეგზემპლარები, მაგრამ, ეს უკვე გემოვნების საქმეა. ნებისმიერ შემთხვევაში, პენტჰაუზი არის სახლი, რომლითაც მეპატრონე პრესტიჟულობასა და ინდივიდუალობას გამოხატავს.

 

 

მნახველთა რაოდენობა: 3915
უკან დაბრუნება




allhome.ge - უძრავი ქონება საქართველოში

პორტალის მიზანია გარკვეული დადებითი წვლილის შეტანა უძრავი ქონების სფეროში. ჩვენ ვცდილობთ შევქმნათ ყველა შესაძლებლობა, რომ უძრავი ქონების პოტენციურმა მყიდველმა და გამყიდველა ადვილად და სწრაფად იპოვონ ერთმანეთი, ასევე ALLHOME.GE-ზე ყველა შესაძლებლობაა ამ სფეროში დაკავებული უძრავი ქონების დამოუკიდებელი აგენტებისა და სააგენტოებისათვის, რომ ხარისხიანად აწარმოონ საკუთარი ბიზნესი. უძრავი ქონების სააგენტოებს აქვთ შესაძლებლობა თავად დაარეგისტრირონ საკუთარი აგენტები თავისი სახელით და მარტივად აკონტროლონ მათი საქმიანობა. განცხადებების განთავსება ვებ პორტალზე შეუზღუდავია. უძრავ ქონების პორტალი allhome.ge შეუზღუდავია ასევე ჩვეულებრივი ფიზიკური პირებისთვისაც. შესაზლებელია ყველა ტიპის უძრავი ქონების  განცხადების გამოქვეყნება: ყიდვა, გაყიდვა, გაქირავება, დღიურად გაქირავება, გირაო. განცხადებები იდება სრული აღწერით და კატეგორიზირებული, სურათებით, ვიდეოთი, შესაძლებელია რუქაზე ადგილმდებარეობის მითითება.

ჩვენი პორტალი მოხარული იქნება თქვენთან თანამშრომლობისთვის. ჩვენ ვიზრუნებთ, რომ ეს თანამშრომლობა იყოს წარმატებული, ვინაიდან ჩვენი ბიზნესის ქვაკუთხედად ჩვენ მიგვაჩნია ჩვენი მომხმარებლის საჭიროებების მაქსქსიმალურად დაკმაყოფილება. ჩვენ ვიცით რა და როგორ ვაკეთოთ, გვაქვს ამისათვის შესაბამისი ცოდნა და გამოცდილება.

ჩვენ მუდმივად ვანახლებთ და ვავითარებთ ვებ პორტალის პროგრამულ შესაძლებლობებს.  ჩვენი მიზანია  მაქსიმალურად მოსახერხებელი და კომფორტული გახდეს საქმიანობა უძრავი ქონების ბაზარზე მონაწილე პირებისა და სააგენტოებისათვის.

 

კონტაქტი ადმინისტრაციასთან:
მობ:   +995 593 188661