უძრავი ქონების სააგენტო


წერილის გაგზავნა!

რჩევები უძრავ ქონებაზე / ბინის არჩევისას უნდა გაითვალისწინოთ...

ბინის არჩევისას უნდა გაითვალისწინოთ...

ალბათ ორიგინალურები არ ვიქნებით, თუ ვიტყვით,რომ საცხოვრებლის ხარისხი მარტო შენობისა და ინტერიერის ხარისხზე არ არის დამოკიდებული. არანაკლებ საყურადღებოა ერთი შეხედვით უმნიშვნელო ნიუანსებიც კი. ადამიანი ბინის ყიდვისას ხომ ფაქტობრივად  ისეთ  გარემოს ირჩევს, რომელსაც მის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე  დიდი გავლენის მოხდენა შეუძლია. მოგახსენებთ  რას უნდა მიექცეს ყურადღება ბინის ან სახლის ყიდვისას.

 

1.  ბინის ყიდვამდე (მით უმეტეს ახალაშენებულ სახლში), უცილებლად გაარკვიეთ, თუ რა იყო ადრე ამ ადგილას; გაიკითხეთ, ომ არ აპირებენ ახლო-მახლო ახალი კორპუსების, საწარმოების, საავტომობილო გზების აშენებას.

2.  სასურველია გაარკვიოთ, როგორ სახლში ყიდულობთ ბინას: მონოლითურ, საპანელო თუ აგურის (სამივე ტიპის თავისი პლიუს-მინუსები აქვს). ცნობისთვის: ახალაშენებული და მშეებარე სახლების ფაქტობრივი უმრავლესობა მონოლითია.

3. ნებისმიერ ადამიანს სურს, რომ უბანი სადაც ის ცხოვრობს, კეთილმოწყობილი, სუფთა და კარგად გამწვანებული იყოს. ბავშვის გასასეირნებლადაც  მოიძებნებოდეს ადგილი და ცხოველების გამოსაყვანადაც. ამიტომ, ბინის არჩევისას ყურადგება უნდა მიექცეს ეზოს განლაგებას, რამდენად ხშირად მოძრაობს იქ ავტოტრანსპორტი, არის თუ არა კუთხე ბავებისთვის, სპორტული მოედანი და ა.შ

4. ბევრ ახალაშენებულ სახლში ავტოფარეხი მიწის ქვეშ არის გატვალისწინებული. ერთი შეხედვით, ეს არც თუ შესამჩნევი უპირატესობა მაშინ ხდება ნათელი, როდესაც ავდარში მანქანამდე თბილი ლიფტით მიხვალთ და არ მოგიწევთ გუბეებზე ხტომა ავტოსადგომთან მისასვლელად. თანაც, მიწისქვეშა ავტოფარეხი, უკეთ უნდა იყოს დაცული არასასურველი სტუმრებისგან. წარმოიდგინეთ, როგორ ხასიათზე დადგება თვენი ქალიშვილი, მეუღლე ან დედა, როდესაც საღამოს, ავტოფარეხთან ნასვამი მამაკაცი შეეჩეხება...

5. უკანასკნელ დროს, ახალ აშენებულ ბინებს, როგორც ტიპური პროექტით,ისე - თავისუფალი დაგეგმარებით სთავაზობენ მყიდველს. ერთი შეხედვით, რა ჯობია, როცა ბინას საკუთარი გემოვნებით მოაწყობ; ოთახების რაოდენობას, სიდიდესა და განლაგებას თვითონ განსაზღვრავ... მაგრამ, პრაქტიკაში ყველაფერი ისეთი ვარდისფერი არ არის, როგორც პირველივე შეხედვით ჩანს. გამოუცდელი შემკვეთი შეიძლება ისეთ ხარჯში,,გადავარდეს", რომ თავ-ბედი საწყევლი გაუხდეს. ამდენად, ამ საკითხზეც სერიოზული დაფიქრება გმართებთ. თუ ოდნავ მაინც გეპარებათ ეჭვი საკუთარ შესაძლებლობებში, ჯობია სპეციალისტებს ენდოთ.

 

მნახველთა რაოდენობა: 1529
უკან დაბრუნება




allhome.ge - უძრავი ქონება საქართველოში

პორტალის მიზანია გარკვეული დადებითი წვლილის შეტანა უძრავი ქონების სფეროში. ჩვენ ვცდილობთ შევქმნათ ყველა შესაძლებლობა, რომ უძრავი ქონების პოტენციურმა მყიდველმა და გამყიდველა ადვილად და სწრაფად იპოვონ ერთმანეთი, ასევე ALLHOME.GE-ზე ყველა შესაძლებლობაა ამ სფეროში დაკავებული უძრავი ქონების დამოუკიდებელი აგენტებისა და სააგენტოებისათვის, რომ ხარისხიანად აწარმოონ საკუთარი ბიზნესი. უძრავი ქონების სააგენტოებს აქვთ შესაძლებლობა თავად დაარეგისტრირონ საკუთარი აგენტები თავისი სახელით და მარტივად აკონტროლონ მათი საქმიანობა. განცხადებების განთავსება ვებ პორტალზე შეუზღუდავია. უძრავ ქონების პორტალი allhome.ge შეუზღუდავია ასევე ჩვეულებრივი ფიზიკური პირებისთვისაც. შესაზლებელია ყველა ტიპის უძრავი ქონების  განცხადების გამოქვეყნება: ყიდვა, გაყიდვა, გაქირავება, დღიურად გაქირავება, გირაო. განცხადებები იდება სრული აღწერით და კატეგორიზირებული, სურათებით, ვიდეოთი, შესაძლებელია რუქაზე ადგილმდებარეობის მითითება.

ჩვენი პორტალი მოხარული იქნება თქვენთან თანამშრომლობისთვის. ჩვენ ვიზრუნებთ, რომ ეს თანამშრომლობა იყოს წარმატებული, ვინაიდან ჩვენი ბიზნესის ქვაკუთხედად ჩვენ მიგვაჩნია ჩვენი მომხმარებლის საჭიროებების მაქსქსიმალურად დაკმაყოფილება. ჩვენ ვიცით რა და როგორ ვაკეთოთ, გვაქვს ამისათვის შესაბამისი ცოდნა და გამოცდილება.

ჩვენ მუდმივად ვანახლებთ და ვავითარებთ ვებ პორტალის პროგრამულ შესაძლებლობებს.  ჩვენი მიზანია  მაქსიმალურად მოსახერხებელი და კომფორტული გახდეს საქმიანობა უძრავი ქონების ბაზარზე მონაწილე პირებისა და სააგენტოებისათვის.

 

კონტაქტი ადმინისტრაციასთან:
მობ:   +995 593 188661