უძრავი ქონების ბაზარი, 2011 (VI) | თარიღი: 2011-07-12
უძრავი ქონების ბაზარი, 2011 (VI)
2011 წლის ივნისის თვეში უძრავი ქონების ბაზარზე სარეგისტრაციო ტრანზაქციათა რაოდენობა წინა თვესთან შედარებით 2.2%-ით გაიზარდა და ქვეყნის მასშტაბით 45 350 ერთეული შეადგინა. ა.წ. ივნისი 2007-2010 წლების იმავე თვესთან შედარებით უპირატესად ზრდით გამოირჩევა: 2007 წლის ივნისთან (45 839 ერთეული სარეგისტრაციო ტრანზაქცია) შედარებით - კლება 1.1%-ით, 2008 წლის ივ-ნისთან (35 111 ერთეული სარეგისტრაციო ტრანზაქცია) შედარებით - ზრდა 29.2%-ით, 2009 წლის ივნისთან (27 603 ერთეული სარეგისტრაციო ტრანზაქცია) შედარებით - ზრდა 64.3%-ით და 2010 წლის ივნისთან (36 125 ერთეული სარეგისტრაციო ტრანზაქცია) შედარებით - ზრდა 25.5%-ით.
უძრავი ქონების ბაზრის თვის სტატისტიკა, 2010-2011 [ერთეული]
2011 წლის ივნისის თვეში სარეგისტრაციო ტრანზაქციების თვის ინდექსიც (დეკემბერი 2007=100) გაიზარდა და დაფიქსირდა 1.462 დონეზე, რაც წინა წლის იმავე თვის ინდექსს (1.165) მნიშვნელოვნად აღემატება. აშკარაა, რომ უძრავი ქონების პირველადი და მეორადი ბაზრები გაიზარდა როგორც წინა თვესთან (შე-საბამისად 1.8%-ით და 2.3%-ით), ისე წინა წლის იმავე თვესთან (შესაბამისად 15.3%-ით და 27.9%-ით) შედარებით. 2011 წლის ივნისის თვეში პირველადი სარეგისტრაციო ტრანზაქციების რაოდენობამ - 7 951, ხოლო მეორადი სარეგისტრაციო ტრანზაქციების რაოდენობამ - 37 399 ერთეული შეადგინა; სარეგისტრაციო ტრანზაქციების თვის ინდექსი (დეკემბერი 2007=100) კი პირველადი და მეორადი სარეგისტრაციო ტრანზაქციების მიხედვით შესაბამისად 0.855 და 1.723 დონეებზე დაფიქსირდა. რაც შეეხება პირველად და მეორად სარეგისტრაციო ტრანზაქციებს შორის თანაფარდობას, უმნიშვნე-ლოდ გაიზარდა მეორადი სარეგისტრაციო ტრანზაქციების წილი: ა.წ. ივნისის თვეში განხორციელებუ-ლი სარეგისტრაციო ტრანზაქციების 80.6%-ს მეორადი, ხოლო 19.4%-ს - პირველადი სარეგისტრაციო ტრანზაქციები შეადგენდნენ (2010 წლის ივნისის თვეში კი - შესაბამისად 80.9% და 19.1%).
უძრავი ქონების პირველადი და მეორადი ბაზრების თვის სტატისტიკა ივნისი, 2010-2011
პორტალის მიზანია გარკვეული დადებითი წვლილის შეტანა უძრავი ქონების სფეროში. ჩვენ ვცდილობთ შევქმნათ ყველა შესაძლებლობა, რომ უძრავი ქონების პოტენციურმა მყიდველმა და გამყიდველა ადვილად და სწრაფად იპოვონ ერთმანეთი, ასევე ALLHOME.GE-ზე ყველა შესაძლებლობაა ამ სფეროში დაკავებული უძრავი ქონების დამოუკიდებელი აგენტებისა და სააგენტოებისათვის, რომ ხარისხიანად აწარმოონ საკუთარი ბიზნესი. უძრავი ქონების სააგენტოებს აქვთ შესაძლებლობა თავად დაარეგისტრირონ საკუთარი აგენტები თავისი სახელით და მარტივად აკონტროლონ მათი საქმიანობა. განცხადებების განთავსება ვებ პორტალზე შეუზღუდავია. უძრავ ქონების პორტალი allhome.ge შეუზღუდავია ასევე ჩვეულებრივი ფიზიკური პირებისთვისაც. შესაზლებელია ყველა ტიპის უძრავი ქონების განცხადების გამოქვეყნება: ყიდვა, გაყიდვა, გაქირავება, დღიურად გაქირავება, გირაო. განცხადებები იდება სრული აღწერით და კატეგორიზირებული, სურათებით, ვიდეოთი, შესაძლებელია რუქაზე ადგილმდებარეობის მითითება.
ჩვენი პორტალი მოხარული იქნება თქვენთან თანამშრომლობისთვის. ჩვენ ვიზრუნებთ, რომ ეს თანამშრომლობა იყოს წარმატებული, ვინაიდან ჩვენი ბიზნესის ქვაკუთხედად ჩვენ მიგვაჩნია ჩვენი მომხმარებლის საჭიროებების მაქსქსიმალურად დაკმაყოფილება. ჩვენ ვიცით რა და როგორ ვაკეთოთ, გვაქვს ამისათვის შესაბამისი ცოდნა და გამოცდილება.
ჩვენ მუდმივად ვანახლებთ და ვავითარებთ ვებ პორტალის პროგრამულ შესაძლებლობებს. ჩვენი მიზანია მაქსიმალურად მოსახერხებელი და კომფორტული გახდეს საქმიანობა უძრავი ქონების ბაზარზე მონაწილე პირებისა და სააგენტოებისათვის.