უძრავი ქონების სააგენტო


წერილის გაგზავნა!

სიახლე / უძრავი ქონების ბაზარი 2011 (V)

უძრავი ქონების ბაზარი 2011 (V)  |  თარიღი: 2011-06-07

უძრავი ქონების ბაზარი 2011 (V)
სტატისტიკური და ანალიტიკური რელიზი

 

2011 წლის მაისის თვეში უძრავი ქონების ბაზარზე სარეგისტრაციო ტრანზაქციათა რაოდენობა წინა თვესთან შედარებით 13.5%-ით გაიზარდა და ქვეყნის მასშტაბით 44 365 ერთეული შეადგინა. ა.წ. მაისი 2007-2010 წლების იმავე თვესთან შედარებით აშკარა ზრდით გამოირჩევა: 2007 წლის მაისთან (36 349 ერთეული სარეგისტრაციო ტრანზაქცია) შედარებით - 22.1%-ით, 2008 წლის მაისთან (35 118 ერ-თეული სარეგისტრაციო ტრანზაქცია) შედარებით - 26.3%-ით, 2009 წლის მაისთან (22 581 ერთეული სა-რეგისტრაციო ტრანზაქცია) შედარებით - 96.5%-ით და 2010 წლის მაისთან (34 510 ერთეული სარეგისტრაციო ტრანზაქცია) შედარებით - 28.6%-ით.

 

 

უძრავი ქონების ბაზრის თვის სტატისტიკა, 2010-2011 

 

2011 წლის მაისის თვეში სარეგისტრაციო ტრანზაქციების თვის ინდექსიც (დეკემბერი 2007=100) გაი-ზარდა და დაფიქსირდა 1.430 დონეზე, რაც წინა წლის იმავე თვის ინდექსს (1.113) მნიშვნელოვნად აღე-მატება. აშკარაა, რომ უძრავი ქონების პირველადი და მეორადი ბაზრები გაიზარდა როგორც წინა თვესთან (შესაბამისად 20.9%-ით და 12.1%-ით), ისე წინა წლის იმავე თვესთან (შესაბამისად 11.8%-ით და 32.8%-ით) შედარებით. 2011 წლის მაისის თვეში პირველადი სარეგისტრაციო ტრანზაქციების რაოდენობამ - 7 814, ხოლო მეორადი სარეგისტრაციო ტრანზაქციების რაოდენობამ - 36 551 ერთეული შეადგინა; სარეგისტრაციო ტრანზაქციების თვის ინდექსი (დეკემბერი 2007=100) კი პირველადი და მეორადი სარეგისტრაციო ტრანზაქციების მიხედვით შესაბამისად 0.840 და 1.683 დონეებზე დაფიქსირდა. რაც შეეხება პირველად და მეორად სარეგისტრაციო ტრანზაქციებს შორის თანაფარდობას, მნიშვნელოვ-ნად გაიზარდა მეორადი სარეგისტრაციო ტრანზაქციების წილი: ა.წ. მაისის თვეში განხორციელებული სარეგისტრაციო ტრანზაქციების 82.4%-ს მეორადი, ხოლო 17.6%-ს - პირველადი სარეგისტრაციო ტრანზაქციები შეადგენდნენ (2010 წლის მაისის თვეში კი - შესაბამისად 79.8% და 20.2%).

უძრავი ქონების პირველადი და მეორადი ბაზრების თვის სტატისტიკა მაისი, 2010-2011 მაისი

 

ინდიკატორები

ზ.ე.

მაისი

2010

2011

რაოდენობა

პირველადი სარეგისტრაციო ტრანზაქციები

ერთეული

6987

7814

მეორადი სარეგისტრაციო ტრანზაქციები

ერთეული

27523

36551

მთლიანად, სარეგისტრაციო ტრანზაქციები

ერთეული

34510

44365

სტრუქტურა

პირველადი სარეგისტრაციო ტრანზაქციები

პროცენტი

20.2

17.6

მეორადი სარეგისტრაციო ტრანზაქციები

პროცენტი

79.8

82.4

მთლიანად, სარეგისტრაციო ტრანზაქციები

პროცენტი

100

100

ზრდა/კლება წინა თვესთან შედარებით

პირველადი სარეგისტრაციო ტრანზაქციები

პროცენტი

-13.3

20.9

მეორადი სარეგისტრაციო ტრანზაქციები

პროცენტი

11.5

12.1

მთლიანად, სარეგისტრაციო ტრანზაქციები

პროცენტი

5.4

13.5

ზრდა/კლება წინა წლის იმავე თვესთან შედარებით

პირველადი სარეგისტრაციო ტრანზაქციები

პროცენტი

40.8

11.8

მეორადი სარეგისტრაციო ტრანზაქციები

პროცენტი

56.2

32.8

მთლიანად, სარეგისტრაციო ტრანზაქციები

პროცენტი

52.8

28.6

სარეგისტრაციო ტრანზაქციების თვის ინდექსი

პირველადი სარეგისტრაციო ტრანზაქციები

კოეფიციენტი

0.751

0.840

მეორადი სარეგისტრაციო ტრანზაქციები

კოეფიციენტი

1.268

1.683

მთლიანად, სარეგისტრაციო ტრანზაქციები

კოეფიციენტი

1.113

1.430

 

 

წყარო: საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, 2011

 

მნახველთა რაოდენობა: 1520
უკან დაბრუნება




allhome.ge - უძრავი ქონება საქართველოში

პორტალის მიზანია გარკვეული დადებითი წვლილის შეტანა უძრავი ქონების სფეროში. ჩვენ ვცდილობთ შევქმნათ ყველა შესაძლებლობა, რომ უძრავი ქონების პოტენციურმა მყიდველმა და გამყიდველა ადვილად და სწრაფად იპოვონ ერთმანეთი, ასევე ALLHOME.GE-ზე ყველა შესაძლებლობაა ამ სფეროში დაკავებული უძრავი ქონების დამოუკიდებელი აგენტებისა და სააგენტოებისათვის, რომ ხარისხიანად აწარმოონ საკუთარი ბიზნესი. უძრავი ქონების სააგენტოებს აქვთ შესაძლებლობა თავად დაარეგისტრირონ საკუთარი აგენტები თავისი სახელით და მარტივად აკონტროლონ მათი საქმიანობა. განცხადებების განთავსება ვებ პორტალზე შეუზღუდავია. უძრავ ქონების პორტალი allhome.ge შეუზღუდავია ასევე ჩვეულებრივი ფიზიკური პირებისთვისაც. შესაზლებელია ყველა ტიპის უძრავი ქონების  განცხადების გამოქვეყნება: ყიდვა, გაყიდვა, გაქირავება, დღიურად გაქირავება, გირაო. განცხადებები იდება სრული აღწერით და კატეგორიზირებული, სურათებით, ვიდეოთი, შესაძლებელია რუქაზე ადგილმდებარეობის მითითება.

ჩვენი პორტალი მოხარული იქნება თქვენთან თანამშრომლობისთვის. ჩვენ ვიზრუნებთ, რომ ეს თანამშრომლობა იყოს წარმატებული, ვინაიდან ჩვენი ბიზნესის ქვაკუთხედად ჩვენ მიგვაჩნია ჩვენი მომხმარებლის საჭიროებების მაქსქსიმალურად დაკმაყოფილება. ჩვენ ვიცით რა და როგორ ვაკეთოთ, გვაქვს ამისათვის შესაბამისი ცოდნა და გამოცდილება.

ჩვენ მუდმივად ვანახლებთ და ვავითარებთ ვებ პორტალის პროგრამულ შესაძლებლობებს.  ჩვენი მიზანია  მაქსიმალურად მოსახერხებელი და კომფორტული გახდეს საქმიანობა უძრავი ქონების ბაზარზე მონაწილე პირებისა და სააგენტოებისათვის.

 

კონტაქტი ადმინისტრაციასთან:
მობ:   +995 593 188661