M2 უძრავი ქონება
https://www.allhome.ge
 
 
წერილის გაგზავნა!
 
 
 

კომპანიის შესახებ

სს "m² უძრავი ქონება" 2006 წელს სს "საქართველოს ბანკის" მიერ დაარსდა. კომპანიას მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ქვეყნის უძრავი ქონების ბაზარზე, რაც განპირობებულია მისი გუნდის მაღალი პროფესიონალიზმით.



კომპანიის ძირითადი ბიზნესმიმართულებებია

 უძრავი ქონების განვითარება; • ქონების (საკუთრების) მართვა. m² უძრავი ქონების აქციონერები სხვადასხვა დროს იყვნენ წამყვანი დასავლური ფონდები, რომლებსაც ჯამში 10 მილიონ აშშ დოლარზე მეტი ინვესტიცია აქვთ განხორციელებული m² უძრავ ქონებაში. ამჟამად m² უძრავი ქონების აქციების 100%-იანი წილის მფლობელი არის საქართველოს ბანკი.


ჩვენი მისია

m² გახდეს ცხოვრების უკეთესი ხარისხის შემქმნელი საქართველოში. ჩვენ მივისწრაფვით, რომ m² ასოცირდებოდეს ადამიანებისათვის კომფორტულ და თანამედროვე ცხოვრების წესთან.  


ჩვენი ხედვა

m² დამკვიდრდეს ისეთ დეველოპერულ კომპანიად, რომელიც საქართველოში ნერგავს ხარისხიანი, კომფორტული ცხოვრების სტანდარტს და ხელმისაწვდომს ხდის მას.  


ჩვენი ფასეულობები

ჩვენთვის ფასეულია ის, რაც მნიშვნელოვანია ჩვენი მომხმარებლებისთვის, თანამშრომლებისთვის, აქციონერებისა და ზოგადად, ურბანული განვითარებისთვის.


ნოვატორობა

m² საქართველოში ქმნის ხარისხიანი და კომფორტული ცხოვრების ახალ სტანდარტებს. ჩვენ ვეძებთ ისეთ ნოვატორულ მიდგომებს, რომლებიც ახალ სიმაღლეზე აიყვანს საცხოვრებელი ფართის, როგორც ოპტიმალური დაგეგმვის, ისე მშენებლობის პროცესს. შემოქმედებითი მიდგომებით მუდმივად ვავითარებთ ახალ იდეებს. ინოვაციების დანერგვა შესაძლებლობას გვაძლევს ყოველთვის დავიცვათ მშენებლობის ვადები და განსაკუთრებულად ვიზრუნოთ ხარისხზე. მშენებლობისას ვიყენებთ ისეთ ნოვატორულ სისტემებს, რომლებიც უზრუნველყოფენ ჩვენი შენობების მდგრადობასა და ენერგოეფექტურობას. ინოვაციური მიდგომებით ვგეგმავთ გარემოს ისე, რომ თითოეული კვადრატული მეტრი ეფექტურად იყოს განაწილებული და მაქსიმალურად მორგებული მომხმარებლის საჭიროებებსა და სურვილებს.  



პასუხისმგებლობა

ჩვენ პასუხისმგებლობას ვიღებთ ჩვენი მომხმარებლების, თანამშრომლების, აქციონერებისა და ზოგადად, გარემოს მიმართ. გვჯერა, რომ უძრავი ქონების ბაზარზე ჩვენი წარმატების საწინდარი ჩვენი მომხმარებლები არიან. შესაბამისად, ჩვენთვის, როგორც განსაკუთრებული პასუხისმგებლობის მქონე ჯგუფისთვის, მნიშვნელოვანია ისეთი ღირებულებები, როგორიცაა სამართლიანობა და პატიოსნება. გვწამს რა, რომ ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ღირებულება პასუხისგმებლობაა, ჩვენ ყოველთვის დათქმულ ვადებში ვაბარებთ მომხმარებელს საკუთარ ქონებას და ყოველთვის ვასრულებთ დანაპირებს. m² სოციალურად პასუხისმგებელი ბრენდია და თავისი საქმიანობით საკუთარი წვლილი შეაქვს საზოგადოების კეთილდღეობის მშენებლობასა და ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში, მათ შორის უცხოური ინვესტიციების მოზიდვის თვალსაზრისით.  



შედეგზე ორიენტირებულობა და კომპეტენტურობა

 ჩვენ, როგორც შედეგზე ორიენტირებული კომპანია, ვირჩევთ შეჯიბრებითობის პრინციპს, რაც გულისხმობს, რომ ყველა ჩვენი მომწოდებელი, ექსპერტი თუ კონსულტანტი ლიდერია თავისი მიმართულებით. მათი შერჩევა გამჭვირვალობის პრინციპების სრული დაცვით ხდება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ჩვენი თანამშრომლების კომპეტენცია. სწორედ ამიტომ მუდმივად ვზრუნავთ მათ განვითარებასა და საუკეთესო სამუშაო პირობების შექმნაზე.

 

 

კომპანიის ძირითადი ბიზნესმიმართულებებია:

• უძრავი ქონების განვითარება;
• ქონების (საკუთრების) მართვა.

 
 
მისამართი: ერეკლე ტატიშვილის ქ. №3-5 (ყოფილი ყაზბეგის ქ.), თბილისი
 2444111  /  2444111
WEB: m2.ge
 

სათავო ოფისი და სერვისცენტრი
ერეკლე ტატიშვილის ქ. №3-5 (ყოფილი ყაზბეგის ქ.), თბილისი. ორშაბათი-პარასკევი: 10:00 – 19:00)


გაყიდვების ოფისი
ცინცაძის ქ. №79 (ყოფილი საბურთალოს ქ. №55), თბილისი. ორშაბათი-შაბათი: 10:00 – 19:00)

გაყიდვების ოფისი
ი. აბაშიძის ქ. №72, თბილისი. (ორშაბათი-პარასკევი: 10:00 – 17:30)

გაყიდვების ოფისი
ვაჟა-ფშაველას გამზირი №35. (ორშაბათი-პარასკევი: 10:00 – 19:00)


გაყიდვების ოფისი
მ. აბაშიძის ქ. №58, ბათუმი. (ორშაბათი-პარასკევი: 10:00 – 17:30)

 

 

 

 

 
დეველოპერული პროექტები
 
 
220 / 250 px
 
220 / 150 px

 

 

 
 
 




allhome.ge - უძრავი ქონება საქართველოში

პორტალის მიზანია გარკვეული დადებითი წვლილის შეტანა უძრავი ქონების სფეროში. ჩვენ ვცდილობთ შევქმნათ ყველა შესაძლებლობა, რომ უძრავი ქონების პოტენციურმა მყიდველმა და გამყიდველა ადვილად და სწრაფად იპოვონ ერთმანეთი, ასევე ALLHOME.GE-ზე ყველა შესაძლებლობაა ამ სფეროში დაკავებული უძრავი ქონების დამოუკიდებელი აგენტებისა და სააგენტოებისათვის, რომ ხარისხიანად აწარმოონ საკუთარი ბიზნესი. უძრავი ქონების სააგენტოებს აქვთ შესაძლებლობა თავად დაარეგისტრირონ საკუთარი აგენტები თავისი სახელით და მარტივად აკონტროლონ მათი საქმიანობა. განცხადებების განთავსება ვებ პორტალზე შეუზღუდავია. უძრავ ქონების პორტალი allhome.ge შეუზღუდავია ასევე ჩვეულებრივი ფიზიკური პირებისთვისაც. შესაზლებელია ყველა ტიპის უძრავი ქონების  განცხადების გამოქვეყნება: ყიდვა, გაყიდვა, გაქირავება, დღიურად გაქირავება, გირაო. განცხადებები იდება სრული აღწერით და კატეგორიზირებული, სურათებით, ვიდეოთი, შესაძლებელია რუქაზე ადგილმდებარეობის მითითება.

ჩვენი პორტალი მოხარული იქნება თქვენთან თანამშრომლობისთვის. ჩვენ ვიზრუნებთ, რომ ეს თანამშრომლობა იყოს წარმატებული, ვინაიდან ჩვენი ბიზნესის ქვაკუთხედად ჩვენ მიგვაჩნია ჩვენი მომხმარებლის საჭიროებების მაქსქსიმალურად დაკმაყოფილება. ჩვენ ვიცით რა და როგორ ვაკეთოთ, გვაქვს ამისათვის შესაბამისი ცოდნა და გამოცდილება.

ჩვენ მუდმივად ვანახლებთ და ვავითარებთ ვებ პორტალის პროგრამულ შესაძლებლობებს.  ჩვენი მიზანია  მაქსიმალურად მოსახერხებელი და კომფორტული გახდეს საქმიანობა უძრავი ქონების ბაზარზე მონაწილე პირებისა და სააგენტოებისათვის.

 

კონტაქტი ადმინისტრაციასთან:
მობ:   +995 593 188661