უძრავი ქონების სააგენტო


წერილის გაგზავნა!

სიახლე / საქართველოს უძრავი ქონების ბაზარი 2012 (8). სტატისტიკური და ანალიტიკური რელიზი

საქართველოს უძრავი ქონების ბაზარი 2012 (8). სტატისტიკური და ანალიტიკური რელიზი  |  თარიღი: 2012-09-11

 

2012 წლის აგვისტოს თვეში უძრავი ქონების ბაზარზე სარეგისტრაციო ტრანზაქციათა რაოდენობამ
ქვეყნის მასშტაბით 225 795 ერთეული შეადგინა. ა.წ. აგვისტო 2007-2011 წლების იმავე თვესთან შედარე-
ბით ცალსახა და ნახტომისებრი ზრდით გამოირჩევა: 2007 წლის აგვისტოსთან (46 039 ერთეული სარე-
გისტრაციო ტრანზაქცია) შედარებით - ზრდა 4.9-ჯერ, 2008 წლის აგვისტოსთან (19 495 ერთეული სარე-
გისტრაციო ტრანზაქცია) შედარებით - ზრდა 11.6-ჯერ, 2009 წლის აგვისტოსთან (28 761 ერთეული სა-
რეგისტრაციო ტრანზაქცია) შედარებით - ზრდა 7.9-ჯერ, 2010 წლის აგვისტოსთან (32 596 ერთეული სა-
რეგისტრაციო ტრანზაქცია) შედარებით - ზრდა 6.9-ჯერ და 2011 წლის აგვისტოსთან (43 715 ერთეული
სარეგისტრაციო ტრანზაქცია) შედარებით - ზრდა 5.2-ჯერ.
წინა თვესთან შედარებით სარეგისტრაციო ტრანზაქციების რაოდენობა 2.3-ჯერ გაიზარდა: ზრდა და-
ფიქსირდა როგორც პირველადი (3.3-ჯერ), ისე მეორადი (1.5-ჯერ) სარეგისტრაციო ტრანზაქციების რაო-
დენობაში. 2012 წლის აგვისტოს თვეში წინა თვესთან შედარებით სარეგისტრაციო ტრანზაქციების თვის
ინდექსი (დეკემბერი 2007=100) დაფიქსირდა 7.280 დონეზე, რაც მნიშვნელოვნად აღემატება როგორც
წინა წლის იმავე თვის ინდექსს (1.409), ისე წინა თვის ინდექსს (3.231).
აშკარაა, რომ წინა წლის იმავე თვესთან შედარებით გაიზარდა უძრავი ქონების პირველადი (19.3-ჯერ)
და მეორადი (2.3-ჯერ) ბაზრები. 2012 წლის აგვისტოს თვეში პირველადი სარეგისტრაციო ტრანზაქციე-
ბის რაოდენობამ - 142 079, ხოლო მეორადი სარეგისტრაციო ტრანზაქციების რაოდენობამ - 83 716 ერთე-
ული შეადგინა; სარეგისტრაციო ტრანზაქციების თვის ინდექსი (დეკემბერი 2007 =100) კი პირველადი
და მეორადი სარეგისტრაციო ტრანზაქციების მიხედვით შესაბამისად 15.272 და 3.856 დონეებზე დაფიქ-
სირდა.
რაც შეეხება პირველად და მეორად სარეგისტრაციო ტრანზაქციებს შორის თანაფარდობას, წინა თვეს-
თან შედარებით მნიშვნელოვნად გაიზარდა პირველადი სარეგისტრაციო ტრანზაქციების წილი: ა.წ. აგ-
ვისტოში განხორციელებული სარეგისტრაციო ტრანზაქციების 37.1%-ს მეორადი, ხოლო 62.9%-ს - პირ-
ველადი სარეგისტრაციო ტრანზაქციები შეადგენდნენ (2011 წლის აგვისტოში კი - შესაბამისად 83.2% და
16.8%).
მსგავსი ნახტომი უძრავი ქონების ბაზარზე უპირატესად განაპირობა სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვე-
თების უსასყიდლო რეგისტრაციის პოლიტიკამ, რომელიც მიწის ბაზრის განვითარების ხელშეწყობის-
კენაა მიმართული. ა.წ. მხოლოდ აგვისტოს თვეში ქვეყანაში 131 063 სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი
დარეგისტრირდა უსასყიდლოდ. თუმცა ამ ფაქტორის გამორიცხვითაც უძრავი ქონების ბაზარი აგვის-
ტოს თვეშიც ცალსახად გაიზარდა (94 732 სარეგისტრაციო ტრანზაქცია... წინა თვესთან შედარებით
ზრდა 62.0%-ით... წინა წლის იმავე თვესთან შედარებით ზრდა 116.7%-ით).

 

 

 

 

P.S. დამატებით იხილეთ:
(ა) ცხრილი - უძრავი ქონების პირველადი და მეორადი რეგისტრაციების თვის სტატისტიკა... აგვისტო, 2011-
2012
(ბ) გრაფიკი - უძრავი ქონების ბაზრის ტრანზაქციები... 2007-2012
უძრავი ქონების პირველადი და მეორადი რეგისტრაციების თვის სტატისტიკა
აგვისტო, 2011-2012

 

საქართველოს უძრავი ქონების ბაზარი 2012 (8). სტატისტიკური და ანალიტიკური რელიზი

 

 

წყარო: საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, 2012

მნახველთა რაოდენობა: 1028
უკან დაბრუნება




allhome.ge - უძრავი ქონება საქართველოში

პორტალის მიზანია გარკვეული დადებითი წვლილის შეტანა უძრავი ქონების სფეროში. ჩვენ ვცდილობთ შევქმნათ ყველა შესაძლებლობა, რომ უძრავი ქონების პოტენციურმა მყიდველმა და გამყიდველა ადვილად და სწრაფად იპოვონ ერთმანეთი, ასევე ALLHOME.GE-ზე ყველა შესაძლებლობაა ამ სფეროში დაკავებული უძრავი ქონების დამოუკიდებელი აგენტებისა და სააგენტოებისათვის, რომ ხარისხიანად აწარმოონ საკუთარი ბიზნესი. უძრავი ქონების სააგენტოებს აქვთ შესაძლებლობა თავად დაარეგისტრირონ საკუთარი აგენტები თავისი სახელით და მარტივად აკონტროლონ მათი საქმიანობა. განცხადებების განთავსება ვებ პორტალზე შეუზღუდავია. უძრავ ქონების პორტალი allhome.ge შეუზღუდავია ასევე ჩვეულებრივი ფიზიკური პირებისთვისაც. შესაზლებელია ყველა ტიპის უძრავი ქონების  განცხადების გამოქვეყნება: ყიდვა, გაყიდვა, გაქირავება, დღიურად გაქირავება, გირაო. განცხადებები იდება სრული აღწერით და კატეგორიზირებული, სურათებით, ვიდეოთი, შესაძლებელია რუქაზე ადგილმდებარეობის მითითება.

ჩვენი პორტალი მოხარული იქნება თქვენთან თანამშრომლობისთვის. ჩვენ ვიზრუნებთ, რომ ეს თანამშრომლობა იყოს წარმატებული, ვინაიდან ჩვენი ბიზნესის ქვაკუთხედად ჩვენ მიგვაჩნია ჩვენი მომხმარებლის საჭიროებების მაქსქსიმალურად დაკმაყოფილება. ჩვენ ვიცით რა და როგორ ვაკეთოთ, გვაქვს ამისათვის შესაბამისი ცოდნა და გამოცდილება.

ჩვენ მუდმივად ვანახლებთ და ვავითარებთ ვებ პორტალის პროგრამულ შესაძლებლობებს.  ჩვენი მიზანია  მაქსიმალურად მოსახერხებელი და კომფორტული გახდეს საქმიანობა უძრავი ქონების ბაზარზე მონაწილე პირებისა და სააგენტოებისათვის.

 

კონტაქტი ადმინისტრაციასთან:
მობ:   +995 593 188661