უძრავი ქონების სააგენტო


წერილის გაგზავნა!

საკადასტრო რუკა, sakadastro ruka

საკადასტრო რუკა

 

რა არის საკადასტრო კოდი?

უძრავ ქონებას და ხაზობრივ ნაგებობას სარეგისტრაციო წარმოების პროცესში უნიკალური საკადასტრო კოდი ენიჭება საჯარო რეესტრის თავმჯდომარის შესაბამისი ბრძანების მიხედვით

უძრავი ნივთის და ხაზობრივი ნაგებობის საკადასტრო კოდის ფორმირების წესი:

უძრავი ნივთის საკადასტრო კოდი იცვლება აზომვითი ნახაზის საფუძველზე ნივთის ადგილმდებარეობის დაზუსტებისას, ზუსტი სარეგისტრაციო საზღვრების (ზონა, სექტორი, კვარტალი, ბლოკი) შესაბამისად ბოლო რიგითი ნომრის მინიჭებით.

უძრავი ნივთის საკადასტრო კოდი უქმდება საკუთრების უფლების გაუქმებისთანავე.

უძრავი ნივთის საკადასტრო კოდი უქმდება და ახალი კოდი ფორმირდება საკადასტრო ერთეულების გაყოფის ან გაერთიანების შედეგად.

საჯარო რეესტრიდან ამონაწერში უძრავ ნივთს ძველი საკადასტრო კოდი მიეთითება წინა საკადასტრო კოდად.

საკადასტრო კოდის ტიპიური მაგალითი: 01 . 02 . 03 . 004 . 005 . 006

01 - ზონა

02 - სექტორი

03 - კვარტალი

004 - ბლოკი

005 - ნაკვეთის ნომერი

006 - კოდი

 

 

საკადასტრო რუკა

საკადასტრო რუკა არის დოკუმენტი, რომელიც ასახავს კონკრეტული ტერიტორიის საკადასტრო მონაცემებს, ინფორმაციას ამ ტერიტორიაზე უფლება რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების / ნაგებობების, საკადასტრო მონაცემთა ბანკში აღრიცხული უფლება დაურეგისტრირებელი უძრავი ნივთის, მათი საკოორდინატო ბადისა და საკადასტრო კოდის / საიდენტიფიკაციო ნომრის შესახებ, ასევე, ამ ტერიტორიაზე არსებულ მიწის ნაკვეთსა და შენობა-ნაგებობებზე იმ უფლებებისა და შეზღუდვების შესახებ, რომელთა საკადასტრო მონაცემებიც რეგისტრირებულია უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში.

 

რას ნიშნავს საკადასტრო რუკის ქაღალდის ვერსიის მომზადება?

საკადასტრო რუკის ქაღალდის ვერსიის მომზადება ნიშნავს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ კონკრეტულ ტერიტორიაზე მდებარე მიწის ნაკვეთების და ნაგებობების შესახებ მასთან არსებული ინფორმაციის ამსახველი დოკუმენტის (ქაღალდის ვერსიის) გაცემას.

საკადასტრო რუკა ასახავს მისი მომზადების მომენტისათვის მიწის ნაკვეთის და ნაგებობების შესახებ ძალაში მყოფ მონაცემებს.

 

რას ნიშნავს საკადასტრო რუკის ელექტრონული ვერსიის მომზადება?

საკადასტრო რუკის ელექტრონული ვერსიის მომზადება ნიშნავს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ კონკრეტულ ტერიტორიაზე მდებარე მიწის ნაკვეთების და ნაგებობების შესახებ მასთან არსებული ინფორმაციის ამსახველი დოკუმენტის (ელექტრონული ვერსიის) გაცემას.

საკადასტრო რუკა ასახავს მისი მომზადების მომენტისათვის მიწის ნაკვეთის და ნაგებობების შესახებ ძალაში მყოფ მონაცემებს.

 

როდის დგება საკადასტრო რუკის ქაღალდის და ელექტრონული ვერსიის მომზადების საჭიროება?

საკადასტრო რუკის მომზადება საჭიროა იმ შემთხვევაში თუკი პირი დაინტერესებულია კონკრეტული ტერიტორიასთან დაკავშირებით საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში არსებული ინფორმაციით (მაგ. საკადასტრო მონაცემები, ამ ტერიტორიაზე უფლებარეგისტრირებული მიწის ნაკვეთები, ნაგებობები, მათი საკოორდინატო ბადე, საკადასტრო კოდები და ა.შ).

 

ვისთვისაა განკუთვნილი საკადასტრო რუკის ქაღალდის და ელექტრონული ვერსიის მომზადების სერვისი?

აღნიშნული სერვისი განკუთვნილია ნებისმიერი პირისთვის, რომელსაც სურს კონკრეტული ტერიტორიის საკადასტრო თუ გრაფიკული მონაცემების შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში არსებული ინფორმაციის მიღება.

 

ვის მივმართო საკადასტრო რუკის ქაღალდის ვერსიის მომზადებისთვის?

საკადასტრო რუკის ქაღალდის ვერსიის მომზადებისთვის მიმართეთ იუსტიციის სახლს, საზოგადოებრივ ცენტრს ან შესაბამის ტერიტორიულ სამსახურს.

თან იქონიეთ შემდეგი დოკუმენტები:

განცხადება ;

პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი (გადახდა შესაძლებელია ადგილზე);

იმ შემთხვევაში თუ სარეგისტრაციო სამსახურს მიმართავს დაინტერესებული პირის წარმომადგენელი, განცხადებას თან უნდა ერთვოდეს სათანადო წესით დამოწმებული  წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი და დაინტერესებული პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.                   

საკადასტრო რუკაზე მონაცემები შეიძლება დატანილ იქნეს მექანიკური ან/და ელექტრონული საშუალებებით.

კონკრეტულ შემთხვევაში შეიძლება დამატებით მოთხოვნილ იქნეს ნებისმიერი დო­კუ­მენტი ან ინფორმაცია, რაც აუცილებელია გადაწ­ყვე­ტი­ლების მისაღებად.

 

დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ იუსტიციის სახლში: +995 32 405 405

 

 

საქარველოს სხვადასხვა საკადასტრო რუკა

 

 

 საქართველო  საკადასტრო ციფრული რუკა

საქართველო  საკადასტრო
ციფრული რუკა


მოძებნე ელექტრონულ რუკაზე ნებისმიერი უძრავი ქონება როგორც მისამართის, ისე გეოგრაფიული კოორდინატების მეშვეობით...
მოიპოვე დეტალური ინფორმაცია რეგისტრირებული უძრავი ქონების შესახებ...
გადმოწერე ციფრული რუკის ფრაგმენტი...
გადმოწერე მოძებნილი მიწის ნაკვეთის საკადასტრო გეგმა...
გადმოწერე ამონაწერი მოძებნილი უძრავი ქონების შესახებ...

 

 


 თბილისის მერიის ერთიანი საკადასტრო რუქა

თბილისის მერიის ერთიანი საკადასტრო რუკა

საკადასტრო მონაცემები. მიწის ნორმატიული ფასი. ფუნქციური ზონები.

  
 

ქალაქი თბილისი საკადასტრო
ციფრული რუკა


მოძებნე ელექტრონულ რუკაზე ნებისმიერი უძრავი ქონება როგორც მისამართის, ისე გეოგრაფიული კოორდინატების მეშვეობით...
მოიპოვე დეტალური ინფორმაცია რეგისტრირებული უძრავი ქონების შესახებ...
გადმოწერე ციფრული რუკის ფრაგმენტი...
გადმოწერე მოძებნილი მიწის ნაკვეთის საკადასტრო გეგმა...
გადმოწერე ამონაწერი მოძებნილი უძრავი ქონების შესახებ...

 

 

  
აზომვითი ნაკვეთები, საკადასტრო რუკა

მოძებნე შენი ქონება · ამიზომე ნაკვეთი · მონაცემების გაცნობა


 

საქართველოს ინტერაქტიული რუკა


ქალაქი სიღნაღი  ინტერაქტიული ციფრული რუკა

ქალაქი სიღნაღი
ინტერაქტიული ციფრული რუკა


მოძებნე ელექტრონულ რუკაზე ნებისმიერი უძრავი ქონება... ქუჩა და სამისამართო ელემენტები გადასაადგილებლად...
განახორციელე სივრცითი ანალიზი...
გადმოწერე ციფრული რუკის ფრაგმენტი...
მოძებნე ნებისმიერი სასტუმრო, რესტორანი, ბანკი, მუზეუმი, ეკლესია, სკოლა და სხვა დაწესებულება...
დაათვალიერე თითოეული დაწესებულების ფოტოგალერეა და გაეცანი მის შესახებ დეტალურ ინფორმაციას...

 

 

 

 
 




allhome.ge - უძრავი ქონება საქართველოში

პორტალის მიზანია გარკვეული დადებითი წვლილის შეტანა უძრავი ქონების სფეროში. ჩვენ ვცდილობთ შევქმნათ ყველა შესაძლებლობა, რომ უძრავი ქონების პოტენციურმა მყიდველმა და გამყიდველა ადვილად და სწრაფად იპოვონ ერთმანეთი, ასევე ALLHOME.GE-ზე ყველა შესაძლებლობაა ამ სფეროში დაკავებული უძრავი ქონების დამოუკიდებელი აგენტებისა და სააგენტოებისათვის, რომ ხარისხიანად აწარმოონ საკუთარი ბიზნესი. უძრავი ქონების სააგენტოებს აქვთ შესაძლებლობა თავად დაარეგისტრირონ საკუთარი აგენტები თავისი სახელით და მარტივად აკონტროლონ მათი საქმიანობა. განცხადებების განთავსება ვებ პორტალზე შეუზღუდავია. უძრავ ქონების პორტალი allhome.ge შეუზღუდავია ასევე ჩვეულებრივი ფიზიკური პირებისთვისაც. შესაზლებელია ყველა ტიპის უძრავი ქონების  განცხადების გამოქვეყნება: ყიდვა, გაყიდვა, გაქირავება, დღიურად გაქირავება, გირაო. განცხადებები იდება სრული აღწერით და კატეგორიზირებული, სურათებით, ვიდეოთი, შესაძლებელია რუქაზე ადგილმდებარეობის მითითება.

ჩვენი პორტალი მოხარული იქნება თქვენთან თანამშრომლობისთვის. ჩვენ ვიზრუნებთ, რომ ეს თანამშრომლობა იყოს წარმატებული, ვინაიდან ჩვენი ბიზნესის ქვაკუთხედად ჩვენ მიგვაჩნია ჩვენი მომხმარებლის საჭიროებების მაქსქსიმალურად დაკმაყოფილება. ჩვენ ვიცით რა და როგორ ვაკეთოთ, გვაქვს ამისათვის შესაბამისი ცოდნა და გამოცდილება.

ჩვენ მუდმივად ვანახლებთ და ვავითარებთ ვებ პორტალის პროგრამულ შესაძლებლობებს.  ჩვენი მიზანია  მაქსიმალურად მოსახერხებელი და კომფორტული გახდეს საქმიანობა უძრავი ქონების ბაზარზე მონაწილე პირებისა და სააგენტოებისათვის.

 

კონტაქტი ადმინისტრაციასთან:
მობ:   +995 593 188661