უძრავი ქონების სააგენტო


წერილის გაგზავნა!

სიახლე / საქართველოს უძრავი ქონების ბაზარი 2013 (მაისი)

საქართველოს უძრავი ქონების ბაზარი 2013 (მაისი)  |  თარიღი: 2013-05-10

 

უძრავი ქონების ბაზარი 2013 (5)

 


2013 წლის მაისის თვეში უძრავი ქონების სარეგისტრაციო ტრანზაქციათა რაოდენობა წინა წლის იმავე
თვესთან შედარებით 17.8%-ით შემცირდა და ქვეყნის მასშტაბით 38 497 ერთეული შეადგინა. ა.წ. მაისი
2010-2013 წლების იმავე თვესთან შედარებით უპირატესი კლებით გამოირჩევა: 2010 წლის მაისთან (31
757 ერთეული სარეგისტრაციო ტრანზაქცია) შედარებით - ზრდა 21.2%-ით, 2011 წლის მაისთან (41 044
ერთეული სარეგისტრაციო ტრანზაქცია) შედარებით - კლება 6.2%-ით და 2012 წლის მაისთან (46 856
ერთეული სარეგისტრაციო ტრანზაქცია) შედარებით - კლება 17.8%-ით.
წინა თვესთან შედარებით სარეგისტრაციო ტრანზაქციების რაოდენობა 11.1%-ით შემცირდა: კლება და-
ფიქსირდა როგორც პირველადი (15.9%-ით), ისე მეორადი (9.9%-ით) სარეგისტრაციო ტრანზაქციების
რაოდენობაში. 2013 წლის მაისის თვეში წინა თვესთან შედარებით სარეგისტრაციო ტრანზაქციების
თვის ინდექსი (დეკემბერი 2010=100) დაფიქსირდა 0.915 დონეზე, რაც ჩამორჩება წინა წლის იმავე თვის
ინდექსს (1.114).
აშკარაა, რომ წინა წლის იმავე თვესთან შედარებით შემცირდა უძრავი ქონების როგორც პირველადი
(41.7%-ით), ისე მეორადი (8.9%-ით) ტრანზაქციების რაოდენობა. 2013 წლის მაისის თვეში პირველადი
სარეგისტრაციო ტრანზაქციების რაოდენობამ - 7 428, ხოლო მეორადი სარეგისტრაციო ტრანზაქციების
რაოდენობამ - 31 069 ერთეული შეადგინა; სარეგისტრაციო ტრანზაქციების თვის ინდექსი (დეკემბერი
2010=100) კი პირველადი და მეორადი სარეგისტრაციო ტრანზაქციების მიხედვით შესაბამისად 0.671 და
1.002 დონეებზე დაფიქსირდა.
რაც შეეხება პირველად და მეორად სარეგისტრაციო ტრანზაქციებს შორის თანაფარდობას, წინა წლის
იმავე თვესთან შედარებით შემცირდა პირველადი სარეგისტრაციო ტრანზაქციების წილი: ა.წ. მაისში
განხორციელებული სარეგისტრაციო ტრანზაქციების 80.7%-ს მეორადი, ხოლო 19.3%-ს - პირველადი სა-
რეგისტრაციო ტრანზაქციები შეადგენდნენ (2012 წლის მაისში კი - შესაბამისად 72.8% და 27.2%).
P.S. დამატებით იხილეთ:
(ა) ცხრილი - უძრავი ქონების პირველადი და მეორადი რეგისტრაციების თვის სტატისტიკა...
მაისი, 2012-2013
(ბ) გრაფიკი - უძრავი ქონების ბაზრის ტრანზაქციები... 2010-2013

 

 

    წყარო: საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, 2013

 


 


 

 

მნახველთა რაოდენობა: 1795
უკან დაბრუნება




allhome.ge - უძრავი ქონება საქართველოში

პორტალის მიზანია გარკვეული დადებითი წვლილის შეტანა უძრავი ქონების სფეროში. ჩვენ ვცდილობთ შევქმნათ ყველა შესაძლებლობა, რომ უძრავი ქონების პოტენციურმა მყიდველმა და გამყიდველა ადვილად და სწრაფად იპოვონ ერთმანეთი, ასევე ALLHOME.GE-ზე ყველა შესაძლებლობაა ამ სფეროში დაკავებული უძრავი ქონების დამოუკიდებელი აგენტებისა და სააგენტოებისათვის, რომ ხარისხიანად აწარმოონ საკუთარი ბიზნესი. უძრავი ქონების სააგენტოებს აქვთ შესაძლებლობა თავად დაარეგისტრირონ საკუთარი აგენტები თავისი სახელით და მარტივად აკონტროლონ მათი საქმიანობა. განცხადებების განთავსება ვებ პორტალზე შეუზღუდავია. უძრავ ქონების პორტალი allhome.ge შეუზღუდავია ასევე ჩვეულებრივი ფიზიკური პირებისთვისაც. შესაზლებელია ყველა ტიპის უძრავი ქონების  განცხადების გამოქვეყნება: ყიდვა, გაყიდვა, გაქირავება, დღიურად გაქირავება, გირაო. განცხადებები იდება სრული აღწერით და კატეგორიზირებული, სურათებით, ვიდეოთი, შესაძლებელია რუქაზე ადგილმდებარეობის მითითება.

ჩვენი პორტალი მოხარული იქნება თქვენთან თანამშრომლობისთვის. ჩვენ ვიზრუნებთ, რომ ეს თანამშრომლობა იყოს წარმატებული, ვინაიდან ჩვენი ბიზნესის ქვაკუთხედად ჩვენ მიგვაჩნია ჩვენი მომხმარებლის საჭიროებების მაქსქსიმალურად დაკმაყოფილება. ჩვენ ვიცით რა და როგორ ვაკეთოთ, გვაქვს ამისათვის შესაბამისი ცოდნა და გამოცდილება.

ჩვენ მუდმივად ვანახლებთ და ვავითარებთ ვებ პორტალის პროგრამულ შესაძლებლობებს.  ჩვენი მიზანია  მაქსიმალურად მოსახერხებელი და კომფორტული გახდეს საქმიანობა უძრავი ქონების ბაზარზე მონაწილე პირებისა და სააგენტოებისათვის.

 

კონტაქტი ადმინისტრაციასთან:
მობ:   +995 593 188661