უძრავი ქონების სააგენტო


წერილის გაგზავნა!

სიახლე / საქართველოს უძრავი ქონების ბაზარი 2012 (11). სტატისტიკური და ანალიტიკური რელიზი

საქართველოს უძრავი ქონების ბაზარი 2012 (11). სტატისტიკური და ანალიტიკური რელიზი  |  თარიღი: 2012-12-12

 

2012 წლის ნოემბრის თვეში უძრავი ქონების ბაზარზე სარეგისტრაციო ტრანზაქციათა რაოდენობამ
ქვეყნის მასშტაბით 41 260 ერთეული შეადგინა. ა.წ. ნოემბერი 2007-2011 წლების იმავე თვესთან შედარე-
ბით ცალსახა ზრდით გამოირჩევა: 2007 წლის ნოემბერთან (23 943 ერთეული სარეგისტრაციო ტრან-
ზაქცია) შედარებით - ზრდა 72.3%-ით, 2008 წლის ნოემბერთან (25 076 ერთეული სარეგისტრაციო ტრან-
ზაქცია) შედარებით - ზრდა 64.5%-ით, 2009 წლის ნოემბერთან (29 484 ერთეული სარეგისტრაციო ტრან-
ზაქცია) შედარებით - ზრდა 39.9%-ით, 2010 წლის ნოემბერთან (34 913 ერთეული სარეგისტრაციო ტრან-
ზაქცია) შედარებით - ზრდა 18.2%-ით და 2011 წლის ნოემბერთან (40 381 ერთეული სარეგისტრაციო
ტრანზაქცია) შედარებით - ზრდა 2.2%-ით.
წინა თვესთან შედარებით სარეგისტრაციო ტრანზაქციების რაოდენობა 1.3%-ით შემცირდა: კლება და-
ფიქსირდა პირველადი (18.0%-ით), ხოლო ზრდა - მეორადი (0.9%-ით) სარეგისტრაციო ტრანზაქციების
რაოდენობაში. 2012 წლის ნოემბრის თვეში წინა თვესთან შედარებით სარეგისტრაციო ტრანზაქციების
თვის ინდექსი (დეკემბერი 2007=100) დაფიქსირდა 1.330 დონეზე, რაც აღემატება წინა წლის იმავე თვის
ინდექსს (1.302).
აშკარაა, რომ წინა წლის იმავე თვესთან შედარებით შემცირდა უძრავი ქონების პირველადი (44.7%-ით),
ხოლო გაიზარდა მეორადი (12.2%-ით) ბაზრები. 2012 წლის ნოემბრის თვეში პირველადი სარეგისტრა-
ციო ტრანზაქციების რაოდენობამ - 3 938, ხოლო მეორადი სარეგისტრაციო ტრანზაქციების რაოდენობამ
- 37 322 ერთეული შეადგინა; სარეგისტრაციო ტრანზაქციების თვის ინდექსი (დეკემბერი 2007= 100) კი
პირველადი და მეორადი სარეგისტრაციო ტრანზაქციების მიხედვით შესაბამისად 0.423 და 1.719 დონე-
ებზე დაფიქსირდა.
რაც შეეხება პირველად და მეორად სარეგისტრაციო ტრანზაქციებს შორის თანაფარდობას, წინა თვეს-
თან შედარებით მნიშვნელოვნად გაიზარდა მეორადი სარეგისტრაციო ტრანზაქციების წილი: ა.წ.
ნოემბერში განხორციელებული სარეგისტრაციო ტრანზაქციების 90.5%-ს მეორადი, ხოლო 9.5%-ს - პირ-
ველადი სარეგისტრაციო ტრანზაქციები შეადგენდნენ (2011 წლის ნოემბერში კი - შესაბამისად 82.4% და
17.6%).
P.S. დამატებით იხილეთ:
(ა) ცხრილი - უძრავი ქონების პირველადი და მეორადი რეგისტრაციების თვის სტატისტიკა... ნოემბერი, 2011-
2012
(ბ) გრაფიკი - უძრავი ქონების ბაზრის ტრანზაქციები... 2007-2012

 

უძრავი ქონების პირველადი და მეორადი რეგისტრაციების თვის სტატისტიკა
ნოემბერი, 2011-2012 

საქართველოს უძრავი ქონების ბაზარი 2012 (11). სტატისტიკური და ანალიტიკური რელიზი

 

წყარო: საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, 2012

 

 

 

მნახველთა რაოდენობა: 1116
უკან დაბრუნება




allhome.ge - უძრავი ქონება საქართველოში

პორტალის მიზანია გარკვეული დადებითი წვლილის შეტანა უძრავი ქონების სფეროში. ჩვენ ვცდილობთ შევქმნათ ყველა შესაძლებლობა, რომ უძრავი ქონების პოტენციურმა მყიდველმა და გამყიდველა ადვილად და სწრაფად იპოვონ ერთმანეთი, ასევე ALLHOME.GE-ზე ყველა შესაძლებლობაა ამ სფეროში დაკავებული უძრავი ქონების დამოუკიდებელი აგენტებისა და სააგენტოებისათვის, რომ ხარისხიანად აწარმოონ საკუთარი ბიზნესი. უძრავი ქონების სააგენტოებს აქვთ შესაძლებლობა თავად დაარეგისტრირონ საკუთარი აგენტები თავისი სახელით და მარტივად აკონტროლონ მათი საქმიანობა. განცხადებების განთავსება ვებ პორტალზე შეუზღუდავია. უძრავ ქონების პორტალი allhome.ge შეუზღუდავია ასევე ჩვეულებრივი ფიზიკური პირებისთვისაც. შესაზლებელია ყველა ტიპის უძრავი ქონების  განცხადების გამოქვეყნება: ყიდვა, გაყიდვა, გაქირავება, დღიურად გაქირავება, გირაო. განცხადებები იდება სრული აღწერით და კატეგორიზირებული, სურათებით, ვიდეოთი, შესაძლებელია რუქაზე ადგილმდებარეობის მითითება.

ჩვენი პორტალი მოხარული იქნება თქვენთან თანამშრომლობისთვის. ჩვენ ვიზრუნებთ, რომ ეს თანამშრომლობა იყოს წარმატებული, ვინაიდან ჩვენი ბიზნესის ქვაკუთხედად ჩვენ მიგვაჩნია ჩვენი მომხმარებლის საჭიროებების მაქსქსიმალურად დაკმაყოფილება. ჩვენ ვიცით რა და როგორ ვაკეთოთ, გვაქვს ამისათვის შესაბამისი ცოდნა და გამოცდილება.

ჩვენ მუდმივად ვანახლებთ და ვავითარებთ ვებ პორტალის პროგრამულ შესაძლებლობებს.  ჩვენი მიზანია  მაქსიმალურად მოსახერხებელი და კომფორტული გახდეს საქმიანობა უძრავი ქონების ბაზარზე მონაწილე პირებისა და სააგენტოებისათვის.

 

კონტაქტი ადმინისტრაციასთან:
მობ:   +995 593 188661